ბათუმის მერია აუქციონზე ტროტუარს ყიდის

ბათუმის მერია აუქციონზე ტროტუარს ყიდისბათუმის მერია ტროტუარის ნაწილს მასზე მშენებლობის უფლების პერსპექტივით ყიდის. ინფორმაციას „ბათუმელები“ ავრცელებს.

ბათუმში, ფიროსმანის ქ. N5ბ-ს მიმდებარედ, 212 კვ/მ მიწის ნაკვეთი პირობებიან აუქციონზეა გატანილი. აღნიშნული ნაკვეთი, ძირითადად, ფიროსმანის ქუჩის გასწვრივ მდებარე ტროტუარი და იქვე მოწყობილი ღია ავტოსადგომია. ნაკვეთის საწყისი ღირებულება 85 ათასი ლარია; ბიჯი – 2.000 ლარი.

აუქციონი 1 ივნისს დაიწყო და 14 ივნისს დასრულდება.

მერიაში ადასტურებენ, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ქონების შეძენით კონკრეტული კომპანიაა დაინტერესებული, თუმცა რომელი, ვერ დაასახელეს.