პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელია სასოფლო-სამეურნეო მიწების უცხოელებზე გასხვისების აკრძალვის ერთ-ერთ მიზეზად არარეზიდენტების მიერ ინვესტიციების განხოციელების კუთხით დაბალ აქტივობას ასახელებს.
– პირდაპირი უცხოური ინვესტიციები არ შემოდის, მიუხედავად იმისა, რომ 45 ათასი ჰექტარია გასხვისებული და რომ არ შემოდის, სწორედ ამიტომ გვჭირდება შიდა ინექციები. შიდა ინვესტიციები მრავალჯერ აღემატება FDI-ის სოფლის მეურნეობაში, – აცხადებს დანელია, თუმცა არ ასახელებს იმ უცხოურ კომპანიებს, რომლებიც საქართველოში სასოფლო-სამეურნეო მიწებს ფლობენ და ინვესტიციებს არ ახორციელებენ.
– მე არ მინდა დავასახელო არც ქვეყანა და არც კომპანია, რადგან ჩემი მხრიდან არავითარ შემთხვევაში არ იქნება სწორი, თუმცა ბუნებრივია, მაქვს კონკრეტული, არგუმენტირებული პასუხები მაქვს, – აცხადებს დანელია.
მისივე თქმით, საქართველო მცირემიწიანი ქვეყანაა, სადაც ერთ გლეხზე ძალიან 0.24 ჰა მიწა მოდის.
– ამას გაფრთხილება სჭირდება. მიწა ისეთი რამ არის, რაზეც დამკვიდრება იწვევს მამულის აღქმის გაჩენას. როდესაც ადამიანი მიწაზე სახლდება, ის მიწა მისთვის ძვირფასი ხდება. ომები რის გამო იწყება? მიწის გამო იწყება. მე ვერ ვხვდები, ამას რატომ სჭირდება ამდენი ახსნა, – მიიჩნევს დეპუტატი.
საქსტატის მონაცემებით, 2017 წლის 1 კვარტალში სოფლის მეურნეობის სექტორში პირდაპირი უცხოური ინვესტიცია არ განხორციელებულა, 2016 წელს კი ეს მაჩვენებელი 10 მილიონი აშშ დოლარია.
bm.ge

