ფილიპ მორისმა სააპელაციო სასამართლოში თბილისის თამბაქოს $93 მილიონიანი დავა მოუგო

ფილიპ მორისმა სააპელაციო სასამართლოში თბილისის თამბაქოს  მილიონიანი დავა მოუგოსააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, „ფილიპ მორისმა“ “თბილისის თამბაქოს“ წინააღმდეგ დავა მოიგო.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, უცხოურ კომპანიას $93 მილიონის ზიანის ანაზღაურება ჰქონდა დაკისრებული.
დღესვე, თბილისის სააპელაციო სასამართლომ განიხილა „ბრითიშ ამერიქან ტობაკო ჯორჯია ლიმიტედის“ (British American Tobacco Georgia Limited) , “ბრითიშ ამერიქან ტობაკო ჯორჯია ლიმიტედის საქართველოს თბილისის წარმომადგენლობისა“ და შპს ,,თ&რ დისტრიბუშენის“ სააპელაციო საჩივრები. თბილისის სააპელაციო სასამართლომ ნაწილობრივ გააუქმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რის საფუძველზეც უცხოური საწარმოები გათავისუფლდნენ ას მილიონზე მეტი აშშ დოლარის გადახდის ვალდებულებისაგან, ასევე მოეხსნათ აკრძალვა პროდუქციის რეალიზაციის ფასის განსაზღვრის შეზღუდვის თაობაზე.
შეგახსენებთ, საქალაქო სასამართლომ “ფილიპ მორისისა” და “ბრიტიშ ამერიქან ტობაკოს” წინააღმდეგ დაახლოებით 90-მილიონიანი ჯარიმის დაკისრების შესახებ გადაწყვეტილება 10 თებერვალს გამოიტანა. მომჩივანი მხარეები ქართული კომპანიები “თბილისის თამბაქო” და “ო-ჯი-თი” იყვნენ.ქართულმა სიგარეტის მწარმოებელმა კომპანია “ოჯითიმ” საერთაშორისო კომპანიას სწორედ “თამბაქოს შესახებ კანონის” მე-5 მუხლის დარღვევისთვის უჩივლა სასამართლოში. შედეგად, British American Tobacco-ს დაეკისრა 100.537.172 ლარის ჯარიმა.

bm.ge