13 სექტემბრიდან ვაქცინირებულთათვის ლატარიის გათამაშება დაიწყება – ლატარიის ფონდი 3 მილიონ ლარამდეა

13 სექტემბრიდან ვაქცინირებულთათვის ლატარიის გათამაშება დაიწყება - ლატარიის ფონდი 3 მილიონ ლარამდეა13 სექტემბრიდან დაიწყება ვაქცინაციის წამახალისებელი ლატარია. აღნიშნული გადაწყვეტილებები უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე მიიღო, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
ვაქცინაციის წამახალისებელი ლატარია, რომლის საპრიზო ფონდი 2.800.000 ლარს შეადგენს, 13 სექტემბრიდან დაიწყება და შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, ფულადი ჯილდოები გათამაშდება როგორც ერთჯერადად, ისე ორჯერადად ვაქცინირებული პირებისთვის.

გათამაშებები ჩატარდება როგორც ყოველდღიურად, ასევე ყოველკვირეულად.