უფლებადამცველი შალვა ხაჭაპურიძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ “ოცნება” ნაციონალებზე უარესად დაამთავრებს: – ის აგრესია, რომელიც ნაცმოძრაობისკენ იყო მიმართული, გადავა “ქართულ ოცნებაზე” და მეეჭვება, რაიმე კოჰაბიტაციის პროექტი განხორციელდეს. ამ შემთხვევაში დამნაშავეებს აუცილებლად მოუწევთ მართლმსაჯულების წინაშე წარდგომა და მრავალი წელი ციხეში ყოფნა. თუ რაიმე ცუდი იყო ნაცმოძრაობის დროს, ამ ხელისუფლებამ ყველაფერი გადმოიტანა, გადმოიბარეს ბიზნესები, ბიზნესმენები, ოფშორები […]
კატეგორია: გაზეთი ”ახალი თაობა”
“პრეზიდენტ ზურაბიშვილს სააკაშვილის შეწყალებაზე დაელაპარაკნენ” – მირიან მირიანაშვილი
პოლიტიკური გაერთიანება “ერის” თავმჯდომარე მირიან მირიანაშვილი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლა მხოლოდ თვით სააკაშვილზე არაა დამოკიდებული. – იმისთვის, რომ მან აქ ფეხი მოიკიდოს, აუცილებელია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ მისი შეწყალება. რამდენადაც ინფორმირებული ვარ, სალომე ზურაბიშვილს ამაზე დაელაპარაკნენ. – ვინ დაელაპარაკა პრეზიდენტს? – ამას ვერ გეტყვით. სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ გარანტიები სჭირდება. მას […]
გიორგი ბარამიძე – „ის მოსმენები, რომლებიც ჩვენ დროს ხდებოდა, ახლა გაასმაგდა“
„ახალ თაობასთან“ ინტერვიუში ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ბარამიძე ამბობს, რომ “ოცნების” მმართველობის დროს მოსმენები გაასმაგდა. – თქვენ დროსაც ყველას გვისმენდნენ, ტელეფონით საუბრის გვეშინოდა და ესეც გვახსოვს. უბრალოდ, მაშინ არ ვრცელდებოდა. – ეგაა საქმე, რომ ახლა მართლა ყველას უსმენენ. მაშინ შეიძლება ადამიანების რაღაცა რაოდენობა მოხვდა ამაში, რაც, რა თქმა უნდა, დანაშაულია, მაგრამ არც ისინი დაუსჯიათ. […]
“ივანიშვილმა 2013 წლიდან დაიწყო სუსის აქტიურად გამოყენება, ჩვენ კი წინააღმდეგობა ვერ გავუწიეთ” – დავით ზურაბიშვილი
პოლიტოლოგი დავით ზურაბიშვილი, რომელიც 2012-2016 წლებში მმართველი “ოცნების” კოალიციის წევრი იყო, “ახალ თაობასთან” ინტერვიუში სუსის მოსმენებზე საუბრობს. – ჩვენ როდესაც ხელისუფლებაში მოვედით, აზრადაც არ მქონია, რომ შესაძლებელი იყო ამის კიდევ გამეორება. წინა ხელისუფლების დროს ვიცოდით, რომ ყველას გვისმენდნენ. ხალხს რაღაცის ლაპარაკი რომ უნდოდა, ტელეფონს თიშავდნენ, მაგრამ ეს უნდა დამთავრებულიყო და იმ კოალიციის ოფიციალური განაცხადიც ასეთი […]
“სააკაშვილი თუ არჩევნებამდე ჩამოვა და დააკავეს, ეს ვითარებას გაამძაფრებს” – ვახტანგ ძაბირაძე
პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლის შემთხვევაში ხელისუფლებას მისი დაკავება მოუწევს: – ამ შემთხვევაში ორი სცენარით შეიძლება მოვლენები განვითარდეს: არჩევნებამდე თუ ჩამოვიდა და დააკავეს, ეს სიტუაციას საკმაოდ გაამძაფრებს, მაგრამ ეს დიდ გავლენას ვერ მოახდენს არჩევნებზე და მის შედეგებზე. მეორე სცენარი: თუ არჩევნები ჩაიშალა, მაშინ კონსტიტუციით ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა ცხადდება და […]
“გახარია მეორე ტურში ვერ წარმომიდგენია” – თორნიკე შარაშენიძე
“ახალი თაობასთან” ინტერვიუში ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე ამბობს, რომ დიდი შანსია, რომ თბილისის მერის არჩევნებში მეორე ტური იყოს. – ვინ შეიძლება ვიხილოთ მეორე ტურში კალაძესთან ერთად, მელია თუ გახარია? – რა თქმა უნდა, მელია. გახარია ალბათ მესამე ადგილზე გავა. მელიას ჰყავს თავისი გარანტირებული ამომრჩეველი, რაც 20%-ის ფარგლებში მერყეობს ყოველთვის. ეს მინიმუმ რომ ავიღოთ და გახარიას 20% […]
გია ხუხაშვილი – “გახარია კალაძეს წაართმევს ხმებს და არა – მელიას”
“ახალ თაობასთან” ინტერვიუში ექსპერტი გია ხუხაშვილი ამბობს, რომ ერთადერთი, ვინც დღეს ღიად ებრძვის ნაციონალურ მოძრაობას, გახარიაა: – დღეს გახარიაა “ქართული ოცნების” მთავარი პრობლემა. იმიტომ, რომ ეს მანკიერი ორპოლუსიანობა გარკვეულწილად გაარღვია. მან სამობილიზაციო ელექტორატი წაართვა ზუსტად “ქართულ ოცნებას”. – ელოდებით, რომ გახარიას ამოულაგებენ კომპრომატებს? – რა თქმა უნდა, ველოდები. კომპრომატი აქვთ, არა აქვთ, სხვა საკითხია, მაგრამ […]
“გახარიას უკან ჩხარტიშვილი, იაკობაშვილი და კეზერაშვილი დგანან” – ლადო სადღობელაშვილი
ექსპერტი ლადო სადღობელაშვილი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ გახარიას უკან მხოლოდ ვანო ჩხარტიშვილი არ დგას. – კიდევ ვინ დგას? – აქ საუბარი არის თემურ იაკობაშვილზე, რომელიც გახლავთ რუსეთში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენი, მილიარდერი, არაფრით ჩამოუვარდება მისი ქონება ივანიშვილისას და, რა თქმა უნდა, კეზერაშვილი, რომელიც არის იაკობაშვილის ერთ-ერთი ბიზნესპარტნიორი საქართველოში. 2013 თუ 2014 წელი იყო, ბატონი გახარია […]
“გახარია თუ ნარკომანი და კორუმპირებული იყო, პრემიერად რატომ ჰყავდათ?! ” – გედი ფოფხაძე
“ქართული ოცნების” ყოფილი წევრი, პარლამენტის ყოფილი დეპუტატი გედევან ფოფხაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ გახარია “ოცნებისთვის” ძალიან არაკომფორტული მოწინააღმდეგეა: – მიუხედავად იმისა, რომ მე გიორგი გახარია, როგორც პოლიტიკოსი, არ მესიმპათიურება და ვერანაირ რევერანსებს მისი მისამართით ვერ გავიმეტებ, სიმართლე უნდა ითქვას. ობიექტური უნდა ვიყო. – ასე რატომ უპირისპირდებიან? – ძალიან მარტივია. ხალხს არჩევანის შესაძლებლობა მისცა. ივანიშვილი […]
ლევან ხაბეიშვილი – “ღარიბაშვილი თუ მაგარია, წამოეყვანა სააკაშვილი კიევიდან, იქ არ იყო?!”
ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ლევან ხაბეიშვილი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ სააკაშვილი თავად გადაწყვეტს, საქართველოში როდის ჩამოვა. – თუ ჩამოვა, ციხეში ჩაჯდომა მოუწევს? – კარგით რა, რისი ჩაჯდომა მოუწევს?! ღარიბაშვილი უკრაინაში არ იყო? იმავე ქუჩის მეორე მხარეს იყო სააკაშვილი, თუ მაგარი ბიჭი იყო, წამოეყვანა იქიდან თუ დამნაშავეა! ეს ყველაფერი, უბრალოდ, სასაცილოც აღარ არის. ღარიბაშვილის, ივანიშვილის […]