“ოცნებიდან” წასასვლელად სხვა ძალებიც ემზადებიან” – შალვა ხაჭაპურიძე

"ოცნებიდან" წასასვლელად სხვა ძალებიც ემზადებიან" - შალვა ხაჭაპურიძეუფლებადამცველი შალვა ხაჭაპურიძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ “ოცნება” ნაციონალებზე უარესად დაამთავრებს:

– ის აგრესია, რომელიც ნაცმოძრაობისკენ იყო მიმართული, გადავა “ქართულ ოცნებაზე” და მეეჭვება, რაიმე კოჰაბიტაციის პროექტი განხორციელდეს. ამ შემთხვევაში დამნაშავეებს აუცილებლად მოუწევთ მართლმსაჯულების წინაშე წარდგომა და მრავალი წელი ციხეში ყოფნა.

თუ რაიმე ცუდი იყო ნაცმოძრაობის დროს, ამ ხელისუფლებამ ყველაფერი გადმოიტანა, გადმოიბარეს ბიზნესები, ბიზნესმენები, ოფშორები და ასე შემდეგ, ამათაც თავიანთი კეზერაშვილები და ახალაიები ჰყავთ. ძალიან ცუდად მოუწევთ დამთავრება. პარტნიორი ქვეყნის საელჩოებს უსმენენ. ეს ასე მარტივად არ დამთავრდება.

– “ოცნება” ცდილობს, გახარიასა და ხოჯევანიშვილს გადააბრალოს ეს ყველაფერი.

– გახარიამდე და ხოჯევანიშვილამდე სხვები ჰყავდათ ხელისუფლებაში. ახლანდელი პრემიერ-მინისტრი რატომ არ არის ეჭვქვეშ? ვისი დავალებით გაკეთდა ეს ყველაფერი? მეტი არაა ჩემი მტერი, ამის ჩაწერა-არჩაწერა ღარიბაშვილისთვის ეკითხათ. მეტი საქმე არა აქვს ბიძინა ივანიშვილს, მაგისგან აიღოს ნებართვა.

– ამ არჩევნების შემდეგ ცვლილებები მოსალოდნელია?

– ამ არჩევნების შემდეგ ვადამდელი არჩევნები იქნება. ეს გარდაუვალია. მე მაქვს ინფორმაცია, რომ “ქართული ოცნების” დასატოვებლად სხვა ძალებიც ემზადებიან. ამ ადგილობრივი არჩევნების შემდეგ სიტუაცია მნიშვნელოვნად შეიცვლება.

ნონა ცაბაძე, ახალი თაობა