კატეგორია: მოზაიკა

ჯონ როკფელერი ბილ გეითსზე სამჯერ მდიდარი იყო

ჯონ როკფელერი ბილ გეითსზე სამჯერ მდიდარი იყო

სააგენტო Bloomberg-მა წარსულის ზოგიერთი ყველაზე მდიდარი ადამიანის ქონება მილიარდერების თანამედროვე რეიტინგების ლიდერთა შემოსავლებს შეადარა, რისთვისაც ეკონომისტ სემუელ უილიამსონის მეთოდოლოგია გამოიყენა. უილიამსონმა სერვისი Measuringworth.com შექმნა, რომლის საფუძველს წარმოადგენს ამა თუ იმ ადამიანის ქონების, სახელმწიფოს მთლიან შიდა პროდუქტთან (მშპ) თანაფარდობა. მაგალითად, ნევთობის მაგნატმა ჯონ როკფელერმა, რომელიც 1937 წელს გარდაიცვალა, იმ დროისთვის 1,5 მილიარდი დოლარი გამოიმუშავა, რაც თანამედროვე დოლარებზე გადათვლით 26 მილიარდი დოლარია. თუმცა, 1937 წელს 1,5 […]

ჟორჟ სიმენონის ერთ-ერთი რომანის მოქმედება ბათუმში მიმდინარეობს

ჟორჟ სიმენონის ერთ-ერთი რომანის მოქმედება ბათუმში მიმდინარეობს

მაისში ცნობილი გახდა, რომ ბელგიაში, ვალონიის რეგიონში, ცნობილი ბელგიელი მწერლის, ჟორჟ სიმენონის არქივში ინახება მწერლის მიერ 30-იან წლებში ბათუმში გადაღებული ფოტოები, რომელიც ბათუმელებისთვის ცნობილი არ არის. აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ცნობით, ბათუმში ჟორჟ სიმენონის არქივში დაცული ბათუმის უცნობი ფოტოების გამოფენა და კონფერენციაც იგეგმება. ჟორჟ სიმენონი ბათუმში გასული საუკუნის 30-იან წლებში იმყოფებოდა. მის რომანში – „ხალხი მოპირდაპირე მხარეს“ […]

17 წლის ბიჭი კომიდან მაშინ გამოვიდა, როცა ექიმები მისი ორგანოების ამოღებას აპირებდნენ

17 წლის ბიჭი კომიდან მაშინ გამოვიდა, როცა ექიმები მისი ორგანოების ამოღებას აპირებდნენ

გასული წლის 20 დეკემბერს, იტალიის ქალაქ ვერონაში უბედური შემთხვევა მოხდა: 17 წლის ლორენცო, რომელიც სკოლაში საკუთარი სკუტერით მიდიოდა, მოულოდნელად „მერსედესის“ მარკის ავტომობილი დაეჯახა. მიუხედავად იმისა, რომ ბიჭს ჩაფხუტი ეფარა, დარტყმა იმდენად ძლიერი იყო, რომ თავის არეში სერიოზული ტრავმა მიიღო. მოზარდი, ღრმა კომაში ჩავარდა. ექიმებმა ლორენცოს თავის ტვინის და სასუნთქი გზების ორგანული დაზიანება დაუდგინეს. რამდენიმე დღის წინ, […]

დევიდ ბექჰემს მანქანის ტარება 6 თვით აუკრძალეს

დევიდ ბექჰემს მანქანის ტარება 6 თვით აუკრძალეს

დევიდ ბექჰემს ინგლისში მანქანის ტარება 6 თვით აუკრძალეს. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც მან აღიარა, რომ 2018 2ლის 21 ნოემბერს ლონდონში მანქანის მართვის დროს მობილურს იყენებდა. ბექჰემის მიერ წესის დარღვევას ადასტურებს ფოტო, რომელზედაც ჩანს, როგორ უყურებს ის თავის მობილურ ტელეფონს მანქანის მართვის დროს. გარდა ამისა, ბექჰემს აბრალებენ, რომ მართვის დროს უსაფრთხოების ღვედზე იყურებოდა, რითაც მას […]

ბერძენ მამაკაცს ორსულობა დაუდგინეს

ბერძენ მამაკაცს ორსულობა დაუდგინეს

დიახ, ეს საბერძნეთში მოხდა… სულ რამდენიმე დღის წინ. მამაკაცი, რომელიც ბერძნულ მედიას დაუკავშირდა, მოჰყვა, თუ როგორ მივიდა ირაკლიოს ერთ-ერთ საავადმყოფოში სისხლის ანალიზის ჩასაბარებლად. გავრცელებული ინფორმაციით, ის ანალიზის პასუხების მოლოდინში იყო, როდესაც ექიმმა შედეგების ფურცლის საშუალებით, “სასიხარულო” სიახლის შესახებ შეატყობინა. როგორც მამაკაცს განუცხადეს, მისი ანალიზის შედეგები იდეალური იყო, მას ფეხმძიმობა დაუდგინდა და ყველაფერი ნორმის ფარგლებში მიმდინარეობდა. […]

რატომ იკეთებენ ქალები მშობიარობის წინ მაკიაჟს

რატომ იკეთებენ ქალები მშობიარობის წინ მაკიაჟს

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ქალები სილამაზის ახალ სტანდარტს ამკვიდრებენ, რომლის თანახმად იდეალურად უნდა გამოიყურებოდე მშობიარობის დროსაც და მის შემდეგაც. ახალგაზრდა ქალები მშობიარობის წინ, რამდენიმე სააათით ადრე, პედიკურს და მანიკურს იკეთებენ, სალონურად ივარცხნიან თმას, ხელოვნურ რუჯს და მაკიაჟს იკეთებენ. ყოველივე ეს კი იმისთვის, რომ სოციალურ ქსელში სრულყოფილი ფოტო განათავსონ. ზოგიერთი მათგანი მშობიარობის ტკივილების დროსაც კი თვალის ჩრდილს […]

დაღუპული 13 წლის ბიჭი ორგანოების დონორი გახდა 

დაღუპული 13 წლის ბიჭი ორგანოების დონორი გახდა 

საბერძნეთის ქალაქ პრევეზაში ტრაგედია მოხდა – 13 წლის ბიჭს, რომელიც ველოსიპედით მიდიოდა, საკუთარ სახლთან ახლოს, ლასკარატუს ქუჩაზე მანქანა დაეჯახა. ბავშვი სასწრაფოდ გადაიყვანეს ხაძიკოსტას საავადმყოფოს ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, მაგრამ ექიმების დიდი მცდელობის მიუხედავად მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. შემთხვევა 18 აპრილს დღის მეორე ნახევარში მოხდა, გამთენიისას კი მოზარდის ტვინი უკვე მკვდარი იყო და ბავშვს მხოლოდ მექანიკურად აცოცხლებდნენ. […]

ასტრონომებმა შავი ხვრელის პირველი ფოტო წარადგინეს

ასტრონომებმა შავი ხვრელის პირველი ფოტო წარადგინეს

საერთაშორისო პროექტის Ever Horizon Telescope (EHT)-ის ასტრონომებმა შავი ხვრელის პირველი გამოსახულების დემონსტრაცია მოახდინეს. სურათის შექმნა 8 რადიოტელესკოპის ქსელის დახმარებით მოხდა, რომელიც მთელ მსოფლიოში იყო განთავსებული. პრესკონფერენციას, რომელიც ბრიუსელში ჩატარდა, პირდაპირ ეთერში აშშ-ის ეროვნული სამეცნიერო ფონდი გადასცემდა. შავი ხვრელი ერთ-ერთი ყველაზე ძალადობრივი ადგილია სამყაროში. ის შთანთქავს სინათლეს და ნებისმიერ ციურ სხეულს, რომელიც მასთან ახლოს აღმოჩნდება. შავი […]

მოზამბიკელმა ქალმა ციკლონის დროს ხეზე იმშობიარა

მოზამბიკელმა ქალმა ციკლონის დროს ხეზე იმშობიარა

მოზამბიკში ქალმა ციკლონის დროს მანგოს ხეზე იმშობიარა. ამელიამ ქალიშვილი მაშინ გააჩინა, როდესაც ციკლონი „იდაი“ მძვინვარებდა. მასთან ერთად ხეზე მხოლოდ უფროსი ვაჟი იყო. „სახლში ვიყავი ჩემს 2 წლის შვილთან ერთად, როდესაც უეცრად წყალი სახლში შემოვარდა“, – ჰყვება მოზამბიკელი ქალი. ბოლო ინფორმაციით, მოზამბიკში ციკლონის შედეგად 732 ადამიანი დაიღუპა. ციკლონი „იდაი“ პირველად საპორტო ქალაქ ბეირას დაატყდა თავს. სტიქიამ […]

”მომავალი მამა რეპეტიციას გადის” – პრინცი ჰარი ბავშვებთან

”მომავალი მამა რეპეტიციას გადის" - პრინცი ჰარი ბავშვებთან

სოციალურ ქსელში პრინცი ჰარის ბავშვებთან ერთად გადაღებული ფოტოები გავრცელდა. პრინცი ჰარი და მეგან მარკლი პირველ შვილს რამდენიმე კვირაში ელოდებიან. ჯერჯერობით, ბავშვის სქესი ცნობილი არაა. ნიუპოსტი