რატომ იკეთებენ ქალები მშობიარობის წინ მაკიაჟს

რატომ იკეთებენ ქალები მშობიარობის წინ მაკიაჟსმსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ქალები სილამაზის ახალ სტანდარტს ამკვიდრებენ, რომლის თანახმად იდეალურად უნდა გამოიყურებოდე მშობიარობის დროსაც და მის შემდეგაც.

ახალგაზრდა ქალები მშობიარობის წინ, რამდენიმე სააათით ადრე, პედიკურს და მანიკურს იკეთებენ, სალონურად ივარცხნიან თმას, ხელოვნურ რუჯს და მაკიაჟს იკეთებენ. ყოველივე ეს კი იმისთვის, რომ სოციალურ ქსელში სრულყოფილი ფოტო განათავსონ. ზოგიერთი მათგანი მშობიარობის ტკივილების დროსაც კი თვალის ჩრდილს ისმევს.

ბრიტანეთში ამ საკითხზე კვლევაც ჩატარდა და აღმოჩნდა, რომ გაერთიანებული სამეფოს მასშტაბით, ქალების 68% იკეთებს მაკიაჟს მშობიარობის დღეს.

ამ ახალი ტრენდის მიმდევრები 18-დან 31 წლამდე ასაკის ქალები არიან.

პრაიმ ტაიმი