ასტრონომებმა შავი ხვრელის პირველი ფოტო წარადგინეს

ასტრონომებმა შავი ხვრელის პირველი ფოტო წარადგინესსაერთაშორისო პროექტის Ever Horizon Telescope (EHT)-ის ასტრონომებმა შავი ხვრელის პირველი გამოსახულების დემონსტრაცია მოახდინეს.

სურათის შექმნა 8 რადიოტელესკოპის ქსელის დახმარებით მოხდა, რომელიც მთელ მსოფლიოში იყო განთავსებული. პრესკონფერენციას, რომელიც ბრიუსელში ჩატარდა, პირდაპირ ეთერში აშშ-ის ეროვნული სამეცნიერო ფონდი გადასცემდა.

შავი ხვრელი ერთ-ერთი ყველაზე ძალადობრივი ადგილია სამყაროში. ის შთანთქავს სინათლეს და ნებისმიერ ციურ სხეულს, რომელიც მასთან ახლოს აღმოჩნდება. შავი ხვრელის წიაღში უკვალოდ ქრება ვარსკვლავები, პლანეტები, გაზები, მტვერი, თუ ნებისმიერი სახის ელექტრომაგნიტური რადიაცია.