მოზამბიკელმა ქალმა ციკლონის დროს ხეზე იმშობიარა

მოზამბიკელმა ქალმა ციკლონის დროს ხეზე იმშობიარამოზამბიკში ქალმა ციკლონის დროს მანგოს ხეზე იმშობიარა. ამელიამ ქალიშვილი მაშინ გააჩინა, როდესაც ციკლონი „იდაი“ მძვინვარებდა. მასთან ერთად ხეზე მხოლოდ უფროსი ვაჟი იყო. „სახლში ვიყავი ჩემს 2 წლის შვილთან ერთად, როდესაც უეცრად წყალი სახლში შემოვარდა“, – ჰყვება მოზამბიკელი ქალი.

ბოლო ინფორმაციით, მოზამბიკში ციკლონის შედეგად 732 ადამიანი დაიღუპა.

ციკლონი „იდაი“ პირველად საპორტო ქალაქ ბეირას დაატყდა თავს. სტიქიამ მდინარე ბუზის ადიდება გამოიწვია. შედეგად კი, თითქმის მთელი ქალაქი წყალქვეშ მოექცა. მსხვერპლის დიდი ნაწილი სწორედ ამ ქალაქში ცხოვრობდა.

იმედინიუსი