ჩინეთში კორონავირუსის გავრცელების ტალღა პიკს აღწევს. დღიური შემთხვევების რიცხვი უკვე 37 მილიონს უახლოვდება. ამის შესახებ Bloomberg-ი წერს. გამოცემის ცნობით, ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული კომისიის დახურულ სხდომაზე კორონავირუსის შემთხვევების არაოფიციალური სტატისტიკა გააჟღერეს. სხდომის ოქმის თანახმად, მიმდინარე კვირის ერთ-ერთ დღეს ახალი შემთხვევების რიცხვმა 37 მილიონს მიაღწია. საერთო ჯამში, დეკემბრის პირველი 20 დღის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსით 248 მილიონი ადამიანი, […]
კატეგორია: მსოფლიო
დამპყრობლებმა ხერსონის რაიონი 36-ჯერ დაბომბეს
რუსეთის ჯარებმა ხერსონის ცენტრს კვლავ ცეცხლი გაუხსნეს, არის მსხვერპლი, დანგრეულია შენობები. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს. გასული დღის განმავლობაში მათ განახორციელეს 74 დაბომბვა, რომელთაგან 36 მიმართული იყო ხერსონზე. რუსებმა 5 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს და 17 დაჭრეს, სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებებით დაშავებულებს შორის არის 6 წლის ბავშვი. „ხერსონში რუსებმა კიდევ ერთი ტერორი ჩაიდინეს – დაბომბეს ქალაქის ცენტრი. […]
„ერთხელ პუტინიც ახსენე, ირაკლი“ – ადამ კინზიგერი ირაკლი კობახიძეს
„ერთხელ პუტინიც ახსენე, ირაკლი…შენ იცი ვინ შემოიჭრა შენს ქვეყანაში, მოკლა ადამიანები და ამ დრომდე ოკუპირებული აქვს ტერიტორიები? შენი რეალური მტერი…არა?!“ – ასე ეხმაურება ამერიკელო კონგრესმენი ადამ კინზიგერი, „ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომელმაც უკრაინისა და მოლდოვას პრეზიდენტები გააკრიტიკა.
იტალიის პრეზიდენტს კოვიდ-19 დაუდასტურდა
მიუხედავად იმისა, რომ კოვიდსტატისტიკაზე სულ უფრო იშვიათად გვესმის ინფორმაცია, ვირუსი გარკვეული დოზით და ფორმით, მაინც ცირკულირებს. ახლახან გაირკვა, რომ იტალიის პრეზიდენტ სერჯო მატარელას კოვიდ-19 გამოუვლინდა. ქვეყნის პირველ პირს ვირუსი დღეს, ტესტირების შედეგად დაუდასტურდა. შესაბამისად ყველა დაგეგმილი შეხვედრა გადაიდო. როგორც ირკვევა, თუ არ ჩავთვლით, ოდნავ მომატებულ ტემპერატურას, პრეზიდენტი სხვა მხრივ თავს კარგად გრძნობს, იზოლაციაშია და მუშაობას ქვირინალეს აპარტამენტიდან, […]
ესპანეთში, ბარსელონას მახლობლად ერთმანეთს ორი მატარებელი შეეჯახა, დაშავებულია 155 ადამიანი
ესპანეთში, ბარსელონას მახლობლად ერთმანეთს ორი მატარებელი შეეჯახა, დაშავებულია 155 ადამიანი. ამის შესახებ BBC იტყობინება. შეჯახება ადგილობრივი დროით 07:50 საათზე მოხდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ერთი მატარებელი სადგურზე გაჩერებულ მეორე მატარებელს დაეჯახა, დაწყებულია გამოძიება საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, დაშავებულია 155 ადამიანი, 14 მათგანი სამედიცინო დახმარების აღმოსაჩენად საავადმყოფოში გადაიყვანეს.
„დაჭრილია მეთაური, დანარჩენი ბიჭები ალყაში არიან”
ცნობილი ხდება, რომ უკრაინაში ქართველი მეთაური დაიჭრა, – ამის შესახებ „მთავარ არხთან” უკრაინიდან პირდაპირი ჩართვისას, რომეო ფარულავამ ისაუბრა. მისივე ინფორმაციით, ქართველი მებრძოლების ნაწილი უკრაინელებთან ერთად, ბახმუტთან, ახლა ალყაში არიან მოქცეული. „დაჭრილი არის მეთაური… დანარჩენი ბიჭები, ვინც არიან, ჩვენს უკრაინელ ძმებთან ერთად ალყაში არიან მოქცეული. ამ დროისთვის მიმდინარეობს ბრძოლა, ამ ბიჭების გამოსაყვანად, ვინც ცოცხლები არიან და […]
ირანში დემონსტრანტებმა აიათოლა ხომეინის სახლ-მუზეუმი დაწვეს
ირანში დემონსტრანტებმა ისლამური რესპუბლიკის დამაარსებლის, აიათოლა ხომეინის საგვარეულო სახლი დაწვეს. სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტოებიდან ჩანს, რომ ქალაქ ხომეინში, რომელსაც მის პატივსაცემად დაერქვა, შენობის ნაწილს ცეცხლი უკიდია. როგორც “რადიო თავისუფლების” ევროპის ბიურო წერს, მიუხედავად იმისა, რომ საინფორმაციო სააგენტოებმა გადაამოწმეს გავრცელებული ვიდეოები, რეგიონული მთავრობა ინფორმაციას უარყოფს. როგორც ცნობილია, აიათოლა ხომეინი სწორედ ამ სახლში დაიბადა, რომელიც შემდეგ მუზეუმად გადააკეთეს. […]
კატასტროფა ამერიკაში – ორი თვითმფრინავი ერთმანეთს შეეჯახა
აშშ-ს საჰაერო ძალების Wings Over Dallas-ის სამახსოვრო შოუს დროს, დალასის აეროპორტში, მეორე მსოფლიო ომის დროინდელი, ორი ვინტაჟური სამხედრო თვითმფრინავი ერთმანეთს ჰაერში შეეჯახა. აშშ-ის ფედერალური საავიაციო ადმინისტრაციის ცნობით, Boeing B-17 Flying Fortress და Bell P-63 Kingcobra ადგილობრივი დროით დაახლოებით 13:20 საათზე ჩამოვარდა. უცნობია რამდენი ადამიანი იმყოფებოდა თვითმფრინავში, მაგრამ წინასწარი ცნობებით, ე.წ. ავიაშოუს 2 ადამიანი ემსხვერპლა. პილოტთა […]
აქტივისტს, რომელმაც მეფე ჩარლზს კვერცხი ესროლა, საჯარო ადგილებში კვერცხის ტარება აუკრძალეს
კლიმატის დამცველმა აქტივისტმა მეფე ჩარლზს და დედოფალ კამილას კვერცხები 9 ნოემბერს იორკშირში ესროლა. 23 წლის პატრიკ თელველი პოლიციამ დააკავა. სასამართლომ მას მეფესთან 500 მეტრით მიახლოება და საზოგადოებრივ ადგილებში კვერცხის ტარება აუკრძალა. გამონაკლისი მხოლოდ სასურსათო მაღაზიიდან სახლამდე კვერცხის მიტანაა.
საბერძნეთში მიგრანტების ნავი ჩაიძირა – ნავზე 68 ადამიანი იმყოფებოდა
თურქეთიდან შესული ნავი, რომლითაც მიგრანტები გადაადგილდებოდნენ, საბერძნეთში, კუნძულ ევიასთან ჩაიძირა. სანაპირო დაცვის ინფორმაციით, ნავზე დაახლოებით, 68 ადამიანი იმყოფებოდა. სამაშველო ოპერაციებში ჩართულია ვერტმფრენი და ორი ნავი. ამ დროისთვის ცნობილია, რომ 9 ადამიანის გადარჩენა მოხერხდა, დანარჩენების სამძებრო – სამაშველო ოპერაცია გრძელდება.










