იტალიის პრეზიდენტს კოვიდ-19 დაუდასტურდა

იტალიის პრეზიდენტს კოვიდ-19 დაუდასტურდამიუხედავად იმისა, რომ კოვიდსტატისტიკაზე სულ უფრო იშვიათად გვესმის ინფორმაცია, ვირუსი გარკვეული დოზით და ფორმით, მაინც ცირკულირებს.

ახლახან გაირკვა, რომ იტალიის პრეზიდენტ სერჯო მატარელას კოვიდ-19 გამოუვლინდა. ქვეყნის პირველ პირს ვირუსი დღეს, ტესტირების შედეგად დაუდასტურდა. შესაბამისად ყველა დაგეგმილი შეხვედრა გადაიდო.

როგორც ირკვევა, თუ არ ჩავთვლით, ოდნავ მომატებულ ტემპერატურას, პრეზიდენტი სხვა მხრივ თავს კარგად გრძნობს, იზოლაციაშია და მუშაობას ქვირინალეს აპარტამენტიდან, დისტანციურად აგრძელებს.