„დაჭრილია მეთაური, დანარჩენი ბიჭები ალყაში არიან”

„დაჭრილია მეთაური, დანარჩენი ბიჭები ალყაში არიან"ცნობილი ხდება, რომ უკრაინაში ქართველი მეთაური დაიჭრა, – ამის შესახებ „მთავარ არხთან” უკრაინიდან პირდაპირი ჩართვისას, რომეო ფარულავამ ისაუბრა.

მისივე ინფორმაციით, ქართველი მებრძოლების ნაწილი უკრაინელებთან ერთად, ბახმუტთან, ახლა ალყაში არიან მოქცეული.

„დაჭრილი არის მეთაური… დანარჩენი ბიჭები, ვინც არიან, ჩვენს უკრაინელ ძმებთან ერთად ალყაში არიან მოქცეული. ამ დროისთვის მიმდინარეობს ბრძოლა, ამ ბიჭების გამოსაყვანად, ვინც ცოცხლები არიან და ასევე მიმდინარეობს ჩვენი დაღუპული გმირების გამოყვანა” – ამბობს რომეო ფარულავა
შეგახსენებთ, რომ დღეს უკრაინაში 5 ქართველი მებრძოლი დაიღუპა – ავთო რურუა, რომეო კვარაცხელია, ბადრი მარკელია, მერაბ ალადაშვილი და  რომეო ფირჩხაია.

24 თებერვლის შემდეგ,  რუსულ აგრესიას უკრაინაში, უკვე 33 ქართველი მებრძოლი შეეწირა.