ესპანეთში, ბარსელონას მახლობლად ერთმანეთს ორი მატარებელი შეეჯახა, დაშავებულია 155 ადამიანი

ესპანეთში, ბარსელონას მახლობლად ერთმანეთს ორი მატარებელი შეეჯახა, დაშავებულია 155 ადამიანი.

ამის შესახებ BBC იტყობინება.

შეჯახება ადგილობრივი დროით 07:50 საათზე მოხდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ერთი მატარებელი სადგურზე გაჩერებულ მეორე მატარებელს დაეჯახა, დაწყებულია გამოძიება

საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, დაშავებულია 155 ადამიანი, 14 მათგანი სამედიცინო დახმარების აღმოსაჩენად საავადმყოფოში გადაიყვანეს.