“რაინეარის” თვითმფრინავმა, რომელიც საბერძნეთიდან ლიეტუვაში მიფრინავდა, მიმართულება შეიცვალა და მინსკში დაჯდა – ბელარუსის ოპოზიციის წარმომადგენლების თქმით, ეს იმიტომ მოხდა, რომ ბორტზე დისიდენტი ჟურნალისტი იმყოფებოდა, რომლის დაპატიმრებაც სურდათ. ოპოზიციური ტელეგრამ-არხი Nexta წერს, რომ მათი ყოფილი რედაქტორი, რომან პროტასევიჩი დააკავეს. ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა ბელარუსის მოქმედებას აღმაშფოთებელს უწოდებს და მოუწოდებს, ჟურნალისტი გაათავისუფლონ. ბელარუსის სახელმწიფო მედიასაშუალებები კი ამბობენ, რომ თვითმფრინავმა მიმართულება ბომბის საშიშროების გამო […]
კატეგორია: მსოფლიო
იტალიაში საბაგირო ჩამოვარდა – 8 ადამიანი დაიღუპა
სულ მცირე, 8 ადამიანი დაიღუპა ფუნიკულორის კაბინის ვარდნის გამო იტალიის პიემონტის პროვინციაში. დაშავებულია 2 ბავშვი, რომლებიც საავადმყოფოში მძიმე მდგომარეობაში გადაიყვანეს. ინციდენტი საბაგირო გზაზე მოხდა, რომელიც ლაგო მაჯორეს ტბის სანაპიროს მონტენორეს მთასთან აკავშირებს, რომლის სიმაღლე 1.500 მეტრია. მედიის ცნობით, ვაგონში 11 ადამიანი იყო. საბაგიროს კაბინა მთის მწვერვალამდე 100 მეტრის დაშორებით ჩამოვარდა. არ გამორიცხავენ, გარდაცვლილთა რაოდენობა გაიზარდოს. […]
ჩინეთში ზედიზედ 2 ძლიერი მიწისძვრა მოხდა
ჩინეთში ზედიზედ ორი ძლიერი მიწისძვრა მოხდა. ბოლო მიწისძვრა ცინხაის პროვინციაში დაფიქსირდა. აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის მონაცემებით, 7.4 მაგნიტუდის მიწისძვრა 10 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა. მანამდე, რამდენიმე საათით ადრე 6.3 მაგნიტუდის მიწისძვრა დაფიქსირდა იუნანის პროვინციაში, დალიში. მედიის ცნობით, იუნანში მომხდარ მიწისძვრას მსხვერპლი მოჰყვა, არიან დაშავებულებიც. ადგილზე სამაშველო ოპერაცია ხორციელდება. იპნ
იერუსალიმში ალ-აქსას მეჩეთთან შეტაკებები მოხდა
ისრაელსა და ჰამასის დაჯგუფებას შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიუხედავად, პალესტინელ დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის პარასკევის ლოცვის შემდეგ, იერუსალიმის ალ-აქსას მეჩეთის კომპლექსში შეტაკებები დაიწყო. უცნობია, რამ გამოიწვია მორიგი ძალადობის პროვოცირება. პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა, ხოლო პალესტინელებმა სამართალდამცავებს ქვები ესროლეს. დაპირისპირება მოხდა დასავლეთ სანაპიროზეც. ისრაელი და ჰამასის დაჯგუფება ცეცხლის შეწყვეტაზე დღეს შეთანხმდნენ. ისრაელის უსაფრთხოების კაბინეტმა ერთხმად დაუჭირა […]
ნეთანიაჰუ – “ღაზას ოპერაციამ მიზანს მიაღწია, ვინც გადაგვირჩა, მოვძებნით მიწის ზემოთ ან მიწის ქვეშ”
ისრაელის ოფიციალურმა პირებმა ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ პირველი პრესკონფერენცია გამართეს. როგორც სიტყვით გამოსვლისას ქვეყნის პრემიერმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, „ღაზას ოპერაციის მიზნები არაჩვეულებრივად იქნა მიღწეული“. ოპერაციისას ერთადერთი ამოცანა ისრაელის უსაფრთხოების დაცვა იყო. ნეთანიაჰუს განცხადებით, ისრაელის მხრიდან დარტყმების შედეგსა და გავლენასთან დაკავშირებით ჯერ ყველაფერი ცნობილი არ არის საზოგადოებისთვის, ან თუნდაც „ჰამასისთვის“, თუმცა დროის შემდეგ ცნობილი გახდება. „ჩვენ „ჰამასს“ მივაყენეთ […]
ისრაელის თავდაცვის ძალები საგანგებო ზომებს ხსნის
ისრაელის თავდაცვის ძალები აცხადებს, რომ ქვეყნის მასშტაბით გადაადგილებაზე თითქმის ყველა შეზღუდვას ხსნის, ღაზას საზღვართან მყოფი დასახლებების ჩათვლით. ისრაელის თავდაცვის ძალები ასევე აცხადებს, რომ სკოლები და სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებები სამხრეთ და ცენტრალურ ნაწილში დღეს დახურული რჩება. აქვე ის მაინც სიფრთხილისკენ მოუწოდებს მოქალაქეებს ღია ცის ქვეშ ყოფნისას. ამასთან, პოლიციამ ღაზას სექტორთან ახლოს მდებარე ავტომაგისტრალების გახსნა დაიწყო, რომელიც ავიაიერიშებისას […]
ისრაელი და ჰამასი 21 მაისის დილის 2 საათიდან ცეცხლს შეწყვეტენ
ისრაელის მედიის ცნობით, „ჰამასთან“ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ადგილობრივი დროით პარასკევს ღამის 02:00 საათიდან ამოქმედდება,- წერს BBC. ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება უშიშროების კაბინეტმა რამდენიმესაათიანი მსჯელობის შემდეგ მიიღო. აქვე BBC იტყობინება, რომ „ჰამასის“ წარმომადგენლებმა დაადასტურეს ისრაელთან ერთდროული ზავი ადგილობრივი დროით 02:00 საათზე დაიწყება. ისრაელის უშიშროების კაბინეტმა ცეცხლის შეწყვეტას მხარი დაუჭირა. საკითხს სხდომაზე რამდენიმე საათის განმავლობაში განიხილავდნენ. იპნ
“ღაზაში ბავშვების ცხოვრება დღეს ნამდვილი ჯოჯოხეთია” – გუტიერეში
გაერო პალესტინა-ისრაელის კონფლიქტის მხარეებს ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდებს. შესაბამისი განცხადებები გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა გაეროს გენერალური ასამბლეის შეხვედრაზე გააკეთა. „გასულმა ათმა დღემ მოიტანა სასიკვდილო ძალადობის სახიფათო და საზარელი ზრდა პალესტინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე, განსაკუთრებით ღაზასა და ისრაელში. მე ღრმად შოკირებული ვარ ისრაელის თავდაცვის ძალების მიერ ღაზაში მიმდინარე საჰაერო და საარტილერიო დაბომბვის გამო. დაბომბვებმა შეიწირა 200-ზე […]
მაკრონი და კასტექსი პარიზის ღია კაფეში ყავის დასალევად შევიდნენ
პარიზში 19 მაისს, 6 თვის შემდეგ, ღია კაფეები, რესტორნების ტერასები გაიხსნა. ადამიანები საყვარელ კაფეებს მეგობრებთან ერთად ესტუმრნენ. მათ შორის იყო ქვეყნის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონიც. მაკრონი პრემიერ მინისტრთან ერთად პარიზის ერთ-ერთ გარე კაფეში ყავის დასალევად მივიდა და ასე აღნიშნა კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების ნაწილობრივ შემსუბუქება. მედიამ კი გაავრცელა ფოტო და ვიდეო კადრები, სადაც ასახულია, თუ როგორ […]
ისრაელმა დღეს დილას ჰამასის იარაღის საწყობი და სამხედრო ინფრასტრუქტურა გაანადგურა
ისრაელის არმია აცხადებს, რომ დღეს დილით ავიაიერიშები მიიტანა და გაანადგურა ღაზას სექტორში, „ჰამასის“ მეთაურების სახლებში განთავსებულ იარაღის საწყობი და სამხედრო ინფრასტრუქტურა. მედიკოსების თქმით, ისრაელის საჰაერო დარტყმების შედეგად ქალაქ ხან იუნისში 4 ადამიანი დაშავდა. ამასთან, დღეს დილით სარაკეტო სირენების ხმა გაისმა ისრაელის ქალაქ ბეერშევასა და ღაზას მოსაზღვრე რაიონებში. ჯერჯერობით დაღუპულების ან დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. ღაზას […]










