ისრაელი და ჰამასი 21 მაისის დილის 2 საათიდან ცეცხლს შეწყვეტენ

ისრაელი და ჰამასი 21 მაისის დილის 2 საათიდან ცეცხლს შეწყვეტენისრაელის მედიის ცნობით, „ჰამასთან“ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ადგილობრივი დროით პარასკევს ღამის 02:00 საათიდან ამოქმედდება,- წერს BBC.

ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება უშიშროების კაბინეტმა რამდენიმესაათიანი მსჯელობის შემდეგ მიიღო.

აქვე BBC იტყობინება, რომ „ჰამასის“ წარმომადგენლებმა დაადასტურეს ისრაელთან ერთდროული ზავი ადგილობრივი დროით 02:00 საათზე დაიწყება.

ისრაელის უშიშროების კაბინეტმა ცეცხლის შეწყვეტას მხარი დაუჭირა.

საკითხს სხდომაზე რამდენიმე საათის განმავლობაში განიხილავდნენ.

იპნ