იერუსალიმში ალ-აქსას მეჩეთთან შეტაკებები მოხდა

იერუსალიმში ალ-აქსას მეჩეთთან შეტაკებები მოხდაისრაელსა და ჰამასის დაჯგუფებას შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიუხედავად, პალესტინელ დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის პარასკევის  ლოცვის შემდეგ, იერუსალიმის ალ-აქსას მეჩეთის კომპლექსში შეტაკებები დაიწყო.

უცნობია, რამ გამოიწვია მორიგი ძალადობის პროვოცირება. პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა, ხოლო პალესტინელებმა სამართალდამცავებს ქვები ესროლეს. დაპირისპირება მოხდა დასავლეთ სანაპიროზეც.

ისრაელი და ჰამასის დაჯგუფება ცეცხლის შეწყვეტაზე დღეს შეთანხმდნენ. ისრაელის უსაფრთხოების კაბინეტმა ერთხმად დაუჭირა მხარი ეგვიპტის წინადადებას უპირობო, ორმხრივი ზავის შესახებ. ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ძალაში დღეს შევიდა, რომლის შესრულების შემთხვევაში, 11 დღიანი ომი დასრულდება.

ბიზნესფორმულა