ისრაელმა დღეს დილას ჰამასის იარაღის საწყობი და სამხედრო ინფრასტრუქტურა გაანადგურა

ისრაელმა დღეს დილას ჰამასის იარაღის საწყობი და სამხედრო ინფრასტრუქტურა გაანადგურაისრაელის არმია აცხადებს, რომ დღეს დილით ავიაიერიშები მიიტანა და გაანადგურა ღაზას სექტორში, „ჰამასის“ მეთაურების სახლებში განთავსებულ იარაღის საწყობი და სამხედრო ინფრასტრუქტურა.

მედიკოსების თქმით, ისრაელის საჰაერო დარტყმების შედეგად ქალაქ ხან იუნისში 4 ადამიანი დაშავდა.

ამასთან, დღეს დილით სარაკეტო სირენების ხმა გაისმა ისრაელის ქალაქ ბეერშევასა და ღაზას მოსაზღვრე რაიონებში. ჯერჯერობით დაღუპულების ან დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

ღაზას სექტორში აცხადებენ, რომ 10 მაისის შემდეგ დაღუპული პალესტინელების რაოდენობა 228-მდე გაიზარდა. ისრაელის ხელისუფლების ინფორმაციით კი „ჰამასის“ სარაკეტო თავდასხმებს 12 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

იპნ