ესპანეთმა სეუტაში ჯარი შეიყვანა

ესპანეთმა სეუტაში ჯარი შეიყვანაესპანეთის ანკლავის, სეუტას ტერიტორიაზე მეზობელი მაროკოდან 6 000-მდე მიგრანტი შევიდა.

მიგრანტების უმეტესობა მაროკოელია და მათ შორის 1.500-მდე არასრულწლოვანია.

ესპანეთის ხელისუფლებამ სეუტაში ჯარისკაცები შეიყვანა, რომლებიც სასაზღვრო პოლიციას დაეხმარებიან და მაროკოსთან საზღვარზე პატრულირებას განახორციელებენ. შინაგან საქმეთა მინისტრმა ფერნანდო გრანდ-მარლასკამ განაცხადა, რომ სეუტას სასაზღვრო ძალებს 200 ჯარისკაცი და 200 პოლიციელი დაეხმარება.

ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა სეუტაში შექმნილი კრიზისის გამო პარიზში დაგეგმილი ვიზიტი გადადო. ესპანეთის სეუტასა და მელილას ანკლავები ცხოვრების უკეთესი პირობების პოვნის მიზნით ევროპაში ჩასვლის მსურველ აფრიკელ მიგრანტებს დიდი ხანია იზიდავს.

იპნ