კატეგორია: მსოფლიო

ტაივანში მატარებელი სატვირთო მანქანას შეასკდა – 48 ადამიანი დაიღუპა

ტაივანში მატარებელი სატვირთო მანქანას შეასკდა - 48 ადამიანი დაიღუპა

ტაივანში მატარებელი, რომელიც დედაქალაქ ტაიბეიდან ტაიტუნგისკენ მიემგზავრებოდა, სატვირთო ავტომობილთან შეჯახების შემდეგ ლიანდაგებიდან გადავიდა. ავარიის შედეგად 48 ადამიანი დაიღუპა და 66 ადამიანი დაშავდა. ტაივანის ტრანსპორტის სამინისტროს ინფორმაციით, მატარებელში 490 ადამიანი იმყოფებოდა.

აშშ-ის მოსახლეობის 75%-ის ვაქცინაციას 4 თვე დასჭირდება

აშშ დღეიდან კორონავირუსის ვაქცინის კლინიკურ გამოცდებს იწყებს

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია მსოფლიოს 141 ქვეყანაში მიმდინარეობს და ამ დროისთვის გლობალურად ვაქცინების 574 მილიონზე მეტი დოზაა გამოყენებული, – შესაბამის მონაცემებს გამოცემა Bloomberg-ი ავრცელებს. პლატფორმის მიხედვით, ამ დროისთვის ვაქცინაცია პლანეტის მოსახლეობის 3.6%-ს ჩაუტარდა. პლატფორმის მიხედვით, მსოფლიოში ვაქცინაცია ყოველდღიურად დაახლოებით 14.8 მილიონამდე ადამიანს უტარდება. ვაქცინების ყველაზე მეტი – 147.6 მილიონი დოზა აშშ-შია გამოყენებული. გამოცემის მიხედვით, ერთ დღეში აშშ-ში […]

იტალიამ 2 რუსი დიპლომატი ქვეყნიდან გააძევა

იტალიამ 2 რუსი დიპლომატი ქვეყნიდან გააძევა

იტალიამ რუსეთის საელჩოს ორი თანამშრომელი, რომლებიც ჯაშუშურ საქმიანობაში იყვნენ ჩართული, ქვეყნიდან გააძევა. ამის შესახებ იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლუიჯი დი მაიომ განაცხადა. იტალიის საგარეო უწყების ხელმძღვანელი ფეისბუქში წერს, რომ რუსეთის ელჩს იტალიური მხარის პროტესტი გადასცა და ამ „ამ უკიდურესად სერიოზულ საქმეში მონაწილე ორი ოფიციალური პირის გაძევების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.“ მანამდე იტალიაში რუსეთის ელჩი სერგეი რაზოვი […]

სლოვაკეთის მთავრობა რუსულმა ვაქცინამ შეიწირა

სლოვაკეთის მთავრობა რუსულმა ვაქცინამ შეიწირა

სლოვაკეთმა რუსული ვაქცინა “სპუტნიკი” შეიძინა, რომელსაც ევროპული რეგისტრაცია არ გააჩნია. სკანდალი იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ მთავრობა სრული შემადგენლობით გადადგა. ტვ პირველი

იტალიის პრემიერი დრაგი და მისი ცოლი ასტრაზენეკათი აიცრნენ

იტალიის პრემიერი დრაგი და მისი ცოლი ასტრაზენეკათი აიცრნენ

იტალიის პრემიერ-მინისტრმა მარიო დრაგიმ და მისმა მეუღლემ მარია სერელა კაპელომ „ასტრაზენეკას“ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზა გაიკეთეს. პრემიერ-მინისტრის ოფისის ინფორმაციით, 73 წლის პრემიერსა და მის მეუღლეს, რომელიც ასევე 73 წლისაა, ვაქცინაცია რომის მთავარ სარკინიგზო სადგურზე გახსნილ ვაქცინაციის ცენტრში ჩაუტარდათ. აღსანიშნავია, რომ იტალია ერთ-ერთი იყო იმ ქვეყნებისგან, რომლებმაც მიმდინარე თვის დასაწყისში „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გამოყენება შეაჩერეს. თუმცა იტალიამ, […]

ესპანეთში პირბადე ღია სივრცეში ყველგან სავალდებულო ხდება

ესპანეთში პირბადე ღია სივრცეში ყველგან სავალდებულო ხდება

ესპანეთში პირბადის გამოყენება ღია ცის ქვეშ ყველგან, მათ შორის სანაპიროებსა და საცურაო აუზებზეც, სავალდებულო ხდება იმ სიტუაციაშიც კი, სადაც სოციალური დისტანციის დაცვა შესაძლებელია. რეგულაცია, რომელიც კატალონიაში გასული წლის ივლისიდან არის ძალაში, მთელს ქვეყანაში გავრცელდება. პირბადეების მოხსნა მხოლოდ ჭამის, სმისა და მოწევის დროს იქნება შესაძლებელი. ესპანეთში, პანდემიის დაწყების დროიდან კორონავირუსით ინფიცირების 3.2 მილიონი და გარდაცვალების 75 000 […]

რა საფრთხეს წარმოადგენს პუტინის ხელში ხელოვნური ინტელექტი

რა საფრთხეს წარმოადგენს პუტინის ხელში ხელოვნური ინტელექტი

2018 წლის 1 მარტს, რუსეთის პრეზიდენტმა ფედერალურ კრებას მიმართა და ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი ღრმა წყლების უპილოტო ხომალდის შექმნა აცნობა. პუტინმა განმარტა, რომ ხომალდს საკმაოდ დიდი მანძილის დაფარვა და ბირთვული იარაღის გადატანა შეუძლია. პრეზიდენტის განცხადებით, მრავალფუნქციური ოკეანის სისტემა „პოსეიდონი“ რუსულ საზღვაო არსენალს 2027 წლამდე უნდა შეუერთდეს. პრეზიდენტის მიმართვიდან მალევე, რუსეთში ხელოვნური ინტელექტის თემაზე პირველი კონფერენცია, სახელწოდებით: […]

პეკინს ქვიშის ქარიშხალმა გადაუარა

პეკინს ქვიშის ქარიშხალმა გადაუარა

ჩინეთის დედაქალაქ პეკინს ქვიშის ქარიშხალმა გადაუარა. Reuters-ის ინფორმაციით, ეს ბოლო ათწლეულის განმავლობაში ყველაზე ძლიერი ქვიშის ქარიშხალი იყო, რომელიც ჩინეთში მოხდა. ქარიშხლის გამო პეკინში ხილვადობა გართულდა, ქალაქის ქუჩები კი მტვრის სქელი ფენით დაიფარა. სპეციალისტების მტკიცებით, ჰაერის დაბინძურებამ დასაშვებ ნორმას რამდენჯერმე გადააჭარბა. ადგილობრივი ხელისუფლება დედაქალაქის მცხოვრებლებს სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს. სინოპტიკოსების მტკიცებით, ქვიშის ქარიშხალი მონღოლეთის უდაბნოში წარმოიქმნა და […]

კაიროში 10 სართულიანი სახლი ჩამოინგრა – 5 ადამიანი დაიღუპა, 24 დაშავდა

კაიროში 10 სართულიანი სახლი ჩამოინგრა - 5 ადამიანი დაიღუპა, 24 დაშავდა

ეგვიპტის დედაქალაქ კაიროში 10-სართულიანი კორპუსი ჩამოინგრა, რის შედეგადაც დაიღუპა 5 და დაშავდა 24 ადამიანი,- ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. შენობის ჩამონგრევის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

როდის შეეჯახება დედამიწას ასტეროიდი აპოფისი, რომელსაც პრობლემების შექმნა შეუძლია

როდის შეეჯახება დედამიწას ასტეროიდი აპოფისი, რომელსაც პრობლემების შექმნა შეუძლია

აშშ-ის კოსმოსური სააგენტოს ცნობით, ასტეროიდი აპოფისი, რომლის დედამიწასთან შეჯახების საფრთხეც არსებობდა, სულ მცირე, მომდევნო 100 წლის განმავლობაში აღარ შექმნის საშიშროებას. ნასა განმარტავს, რომ აპოფისი  დედამიწისთვის ერთ-ერთი ყველაზე საშიში ასტეროიდია. ის 2004 წელს აღმოაჩინეს. ასტეროიდის დედამიწასთან შეჯახების სავარაუდო თარიღად, თავდაპირველად, 2029 წელი მიიჩნეოდა, შემდეგ 2036, ბოლოს კი, 2068 წელი. აშშ-ის კოსმოსური სააგენტოს ბოლო განცხადებით კი, აღნიშნულმა […]