კატეგორია: მსოფლიო

კაიროში 10 სართულიანი სახლი ჩამოინგრა – 5 ადამიანი დაიღუპა, 24 დაშავდა

კაიროში 10 სართულიანი სახლი ჩამოინგრა - 5 ადამიანი დაიღუპა, 24 დაშავდა

ეგვიპტის დედაქალაქ კაიროში 10-სართულიანი კორპუსი ჩამოინგრა, რის შედეგადაც დაიღუპა 5 და დაშავდა 24 ადამიანი,- ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. შენობის ჩამონგრევის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

როდის შეეჯახება დედამიწას ასტეროიდი აპოფისი, რომელსაც პრობლემების შექმნა შეუძლია

როდის შეეჯახება დედამიწას ასტეროიდი აპოფისი, რომელსაც პრობლემების შექმნა შეუძლია

აშშ-ის კოსმოსური სააგენტოს ცნობით, ასტეროიდი აპოფისი, რომლის დედამიწასთან შეჯახების საფრთხეც არსებობდა, სულ მცირე, მომდევნო 100 წლის განმავლობაში აღარ შექმნის საშიშროებას. ნასა განმარტავს, რომ აპოფისი  დედამიწისთვის ერთ-ერთი ყველაზე საშიში ასტეროიდია. ის 2004 წელს აღმოაჩინეს. ასტეროიდის დედამიწასთან შეჯახების სავარაუდო თარიღად, თავდაპირველად, 2029 წელი მიიჩნეოდა, შემდეგ 2036, ბოლოს კი, 2068 წელი. აშშ-ის კოსმოსური სააგენტოს ბოლო განცხადებით კი, აღნიშნულმა […]

როგორ იყენებს პუტინის რეჟიმი საპროტესტო გამოსვლების წინააღმდეგ ხელოვნურ ინტელექტს

როგორ იყენებს პუტინის რეჟიმი საპროტესტო გამოსვლების წინააღმდეგ ხელოვნურ ინტელექტს

 რუსული ტელეგრამ-არხის, „ბაზას“ საშუალებით გაირკვა, რომ რუსეთის ხელისუფლება საკუთარ მოქალაქეებს არაავთენტურ, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შექმნილ პროფილებს უპირისპირებს. „ბაზამ“ აღმოაჩინა, რომ 23 იანვრის ნავალნის მხარდამჭერი მასშტაბური საპროტესტო აქციის დაწყებამდე, ინსტაგრამზე მოსკოვის წითელი მოედნის აღმნიშვნელი ე.წ. „თეგი“ საეჭვო წარმომავლობის პროფილებმა იმდენჯერ გამოიყენეს, რომ მისი ძებნისას აქციის შესახებ ინფორმაციის მიღება შეუძლებელი გახდა. უფრო მარტივად რომ ავხსნათ: ინსტაგრამს ლოკაციის […]

ნეთანიაჰუს პარტია ისრაელის საპარლამენტო არჩევნებში დამარცხდა

არჩევნები ისრაელში - ნეთანიაჰუს პარტია 35 მანდატს იღებს

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ და მისი მოკავშირეები ისრაელში გამართულ საპარლამენტო არჩევნებში დამარცხდნენ. ნეთანიაჰუს პარტია „ლიკუდი“ და მისი მოკავშირეები სავარაუდოდ, ისრაელის 120-ადგილიან პარლამენტში 52 ან 53 ხმის მოპოვებას შეძლებენ, რაც უმრავლესობის მოსაპოვებლად არ არის საკმარისი. ქვეყნის ოპოზიციური პარტიები დიდი ალბათობით, კოალიციის შექმნასა და უმრავლესობის მოპოვებას შეძლებენ. ოფიციალურ შედეგებს ქვეყნის საარჩევნო კომისია რამდენიმე დღეში გამოაქვეყნებს. ისრაელში ბოლო […]

გერმანია შეზღუდვებს 18 აპრილამდე ახანგრძლივებს

გერმანია საზღვარს 16 მაისიდან გახსნის

გერმანია კორონავირუსის ტალღის შესასუსტებლად შეზღუდვებს კიდევ უფრო ამკაცრებს. დღეს დილით ოფიციალურ პირებთან შეხვედრის შემდეგ ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ შეზღუდვები, რომელიც 28 მარტს უნდა მოხსნილიყო 18 აპრილამდე შენარჩუნდება. “ჩვენ ფაქტობრივად, გვაქვს ახალი პანდემია. ჩვენ გვაქვს ახალი ვირუსი, რომელიც არის იგივე ტიპის, თუმცა სულ სხვა მახასიათებლებით. შესამჩნევად მაღალი სიკვდილიანობის, მეტად უფრო გადამდები და უფრო დიდხანს გრძელდება,”- განაცხადა გერმანიის […]

ისრაელში ნეთანიაჰუს საწინააღმდეგო აქცია გაიმართა

ისრაელში ნეთანიაჰუს საწინააღმდეგო აქცია გაიმართა

ისრაელში პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს საწინააღმდეგო საპროტესტო აქცია გაიმართა. აქტივისტები პრემიერის რეზიდენციასთან საპარლამენტო არჩევნების ჩატარებამდე 3 დღით ადრე შეიკრიბნენ. დემონსტრანტები აცხადებდნენ, რომ ნეთანიაჰუს მმართველობა საბოლოოდ უნდა დასრულდეს. 23 მარტს ისრაელში საპარლამენტო არჩევნები გაიმართება, რაც ბოლო 2 წლის განმავლობაში ქვეყანაში ჩატარებული რიგით მე-4 არჩევნები იქნება. Reuters-ი წერს, რომ მოსახლეობის განსაკუთრებული სისწრაფით ვაქცინაციასა და რამდენიმე არაბულ ქვეყანასთან დიპლომატიური […]

ფრანგმა მამაკაცმა ცოლის მოსაკლავად ქართველები დაიქირავა

ფრანგმა მამაკაცმა ცოლის მოსაკლავად ქართველები დაიქირავა

საფრანგეთის პროკურატურამ ქართული წარმოშობის სამი მამაკაცი შეკვეთილ მკვლელობაში ამხილა. Le Parisien -ის ცნობით, ოთხი შვილის დედა თვეზე მეტი დაკარგული იყო. მისი ცხედარი რენეს მახლობლად, 19 მარტს იპოვეს. 42 წლის მაგალი ბლანდინის მკვლელობის შეკვეთისთვის პროკურატურამ ბრალი მის მეუღლეს ჯერემი გ-ს წარუდგინა, რომელთანაც ქალი განქორწინების პროცესში იყო. ასევე ბრალი წარედგინა სამ ქართველ ეჭვმიტანილს.

იაპონიაში 7,2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

არგენტინაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

სულ ცოტა, 8 ადამიანი დაშავდა 20 მარტს იაპონიაში მიწისძვრის შედეგად მიაგის და ივატეს პრეფექტურებში. ამის შესახებ რუსული მედია, საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს. დაზარალებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სხვა დეტალები უცნობია. ამავდროულად მიწისძვრამ არ იმოქმედა ატომური ელექტროსადგურების მუშაობაზე, რომლებიც ფუკუშიმას, მიაგისა და იბარაკის პრეფექტურებშია. იაპონიაში 7,2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ ქვეყნის მეტეოროლოგიური სამმართველო ავრცელებს. მიწისქვეშა ბიძგების ეპიცენტრი ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთით, მიაგის პრეფექტურასთან, […]

ისლანდიაში მიძინებული ვულკანი ამოიფრქვა _ ფრენები შეწყდა

ისლანდიაში მიძინებული ვულკანი ამოიფრქვა _ ფრენები შეწყდა

ისლანდიის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, დედაქალაქ რეიკიავიკთან დაახლოებით 40 კილომეტრში, დიდი ხნის მიძინებული ვულკანი ამოიფრქვა, – ამის შესახებ ინფორმაციას მედია საშუალებები ისლანდიის მეტეოროლოგიურ სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებენ. იპნ-ის ცნობით, შემთხვევის გამო კეფლავიკის საერთაშორისო აეროპორტში ფრენები შეჩერებულია. ამინდის ეროვნულ ბიუროში აცხადებენ, რომ ამოფრქვევის შედეგად გამოწვეული ნაპრალის სიგრძე დაახლოებით 500 მეტრია. ხელისუფლებამ მოქალაქეებს მოუწოდა, ამოფრქვევის ტერიტორიასთან მიახლოვებისგან თავი შეიკავონ. ვულკანის ამოფრქვევის […]

ბაიდენი საპრეზიდენტო ბორტის ტრაპზე სამჯერ წაიქცა – ვიდეო

ბაიდენი საპრეზიდენტო ბორტის ტრაპზე სამჯერ წაიქცა - ვიდეო

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი თვითმფრინავის ტრაპზე ასვლისას სამჯერ წაიქცა. პრეზიდენტს ინციდენტი ენდრიუსის ბაზაზე მოუვიდა, როდესაც ის საპრეზიდენტო ბორტზე ადიოდა. ამ ბორტით ბაიდენი ჯორჯიის შტატში გაემგზავრა.