როდის შეეჯახება დედამიწას ასტეროიდი აპოფისი, რომელსაც პრობლემების შექმნა შეუძლია

როდის შეეჯახება დედამიწას ასტეროიდი აპოფისი, რომელსაც პრობლემების შექმნა შეუძლიააშშ-ის კოსმოსური სააგენტოს ცნობით, ასტეროიდი აპოფისი, რომლის დედამიწასთან შეჯახების საფრთხეც არსებობდა, სულ მცირე, მომდევნო 100 წლის განმავლობაში აღარ შექმნის საშიშროებას. ნასა განმარტავს, რომ აპოფისი  დედამიწისთვის ერთ-ერთი ყველაზე საშიში ასტეროიდია. ის 2004 წელს აღმოაჩინეს.

ასტეროიდის დედამიწასთან შეჯახების სავარაუდო თარიღად, თავდაპირველად, 2029 წელი მიიჩნეოდა, შემდეგ 2036, ბოლოს კი, 2068 წელი. აშშ-ის კოსმოსური სააგენტოს ბოლო განცხადებით კი, აღნიშნულმა თარიღმა კიდევ 100 წლით გადაიწია.

ასტეროიდს ქაოსისა და სიბნელის ძველეგვიპტური ღმერთის, აპოფისის,  სახელი დაარქვეს. მისი ზომა 3 საფეხბურთო მოედნისას აღემატება.