იტალიამ 2 რუსი დიპლომატი ქვეყნიდან გააძევა

იტალიამ 2 რუსი დიპლომატი ქვეყნიდან გააძევაიტალიამ რუსეთის საელჩოს ორი თანამშრომელი, რომლებიც ჯაშუშურ საქმიანობაში იყვნენ ჩართული, ქვეყნიდან გააძევა.

ამის შესახებ იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლუიჯი დი მაიომ განაცხადა.

იტალიის საგარეო უწყების ხელმძღვანელი ფეისბუქში წერს, რომ რუსეთის ელჩს იტალიური მხარის პროტესტი გადასცა და ამ „ამ უკიდურესად სერიოზულ საქმეში მონაწილე ორი ოფიციალური პირის გაძევების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.“

მანამდე იტალიაში რუსეთის ელჩი სერგეი რაზოვი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს.

„სამინისტროს გენერალურმა მდივანმა ელისაბეტა ბელონმა რუსეთის ელჩი სერგეი რაზოვი იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრის ლუიჯი დი მაიოს დავალებით გამოიძახა“, – ნათქვამია იტალიის საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.