ტაივანში მატარებელი სატვირთო მანქანას შეასკდა – 48 ადამიანი დაიღუპა

ტაივანში მატარებელი, რომელიც დედაქალაქ ტაიბეიდან ტაიტუნგისკენ მიემგზავრებოდა, სატვირთო ავტომობილთან შეჯახების შემდეგ ლიანდაგებიდან გადავიდა.

ავარიის შედეგად 48 ადამიანი დაიღუპა და 66 ადამიანი დაშავდა.

ტაივანის ტრანსპორტის სამინისტროს ინფორმაციით, მატარებელში 490 ადამიანი იმყოფებოდა.