ისრაელში ნეთანიაჰუს საწინააღმდეგო აქცია გაიმართა

ისრაელში ნეთანიაჰუს საწინააღმდეგო აქცია გაიმართაისრაელში პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს საწინააღმდეგო საპროტესტო აქცია გაიმართა.

აქტივისტები პრემიერის რეზიდენციასთან საპარლამენტო არჩევნების ჩატარებამდე 3 დღით ადრე შეიკრიბნენ.

დემონსტრანტები აცხადებდნენ, რომ ნეთანიაჰუს მმართველობა საბოლოოდ უნდა დასრულდეს.

23 მარტს ისრაელში საპარლამენტო არჩევნები გაიმართება, რაც ბოლო 2 წლის განმავლობაში ქვეყანაში ჩატარებული რიგით მე-4 არჩევნები იქნება.

Reuters-ი წერს, რომ მოსახლეობის განსაკუთრებული სისწრაფით ვაქცინაციასა და რამდენიმე არაბულ ქვეყანასთან დიპლომატიური ურთიერთობის დამყარების შემდეგ, ნეთანიაჰუს პარტიის მხარდამჭერთა რიცხვი წინა არჩევნებთან შედარებით გაიზრდება.