კატეგორია: მსოფლიო

დედოფალ ელისაბედის მეუღლე, პრინცი ფილიპი, 99 წლის ასაკში გარდაიცვალა

ედინ­ბურ­გის ჰერ­ცო­გი, დიდი ბრი­ტა­ნე­თის დე­დოფ­ლის, ელი­სა­ბედ მე­ო­რის მე­უღ­ლე, პრინ­ცი ფი­ლი­პი 99 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა. ამის შე­სა­ხებ “გარ­დი­ა­ნი” წერს. პრინ­ცის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა ბოლო დროს გა­უ­ა­რე­სე­ბუ­ლი იყო და ის კვი­რე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში კლი­ნი­კა­ში იყო მო­თავ­სე­ბუ­ლი. თუმ­ცა რამ­დე­ნი­მე დღის წინ კლი­ნი­კი­დან გა­წე­რეს და სა­სახ­ლეს და­უბ­რუნ­და და ოფი­ცი­ა­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბის თა­ნახ­მად, ის თავს კარ­გად გრძნობ­და. ასა­კის მა­ტე­ბას­თან ერ­თად პრინც ფი­ლი­პის ჯან­მრთე­ლო­ბა […]

სად მოხდა რუსეთის ჯაშუშების  ფიასკო და რა საიდუმლოს ხელში ჩაგდება სურდა  ГРУ-ს

ბულგარეთში უმსხვილესი ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, რომელიც ქვეყნის ინტერესებისა და უსაფრთხოების წინააღმდეგ მუშაობდა. როგორც ადგილობრივი მედია წერს, ასეთი მასშტაბური ჯაშუშური ქსელის გამოვლენა  მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ მომხდარა. ირკვევა, რომ ჯაშუშების ჯგუფი მუშაობდა როგორც უშუალოდ საკუთარი სახელმწიფოს, ასევე, ნატო-სა და ევროკავშირის  წინააღმდეგაც. ბულგარეთის სპეცსამსახურებმა დაადგინეს, რომ ეს აგენტურული ქსელი რუსეთის საელჩოს მეშვეობით, რუსეთის ГРУ-ს მიერ იმართებოდა […]

პუტინს რუსეთის პრეზიდენტობა კიდევ 15 წელი შეეძლება

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც მას საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლებას კიდევ ორჯერ მისცემს. ახალი კანონი მოქმედ და ყოფილ პრეზიდენტებს თანამდებობაზე ყოფნის ვადებს უნულებს. აქედან გამომდინარე ვლადიმერ პუტინსა და დიმიტრი მედვედევს რუსეთის პრეზიდენტის თანამდებობის დაკავების საშუალება კიდევ 2-2 ვადით ექნებათ. პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში ვლადიმერ პუტინი პრეზიდენტის პოსტზე დარჩენას 2036 წლამდე შეძლებს. შეგახსენებთ, ვლადიმერ პუტინი […]

ბანგკოკში 4 სართულიანი სახლი ჩამოინგრა – 4 ადამიანი დაიღუპა

დასავლეთ ბანგკოკში ოთხსართულიანი სახლის ნგრევას, სულ მცირე, ოთხი ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულთა შორის სამაშველო სამსახურის სამი თანამშრომელი და სახლში მცხოვრები ერთი ადამიანია. ნანგრევებში მოყოლილია არაერთი ადამიანი. შენობაში დილის 6:00 საათზე ხანძარი გაჩნდა. ნგრევაც სწორედ ხანძარს მოჰყვა. იმედინიუსი

იტალიაში სააღდგომო მკაცრი ლოკდაუნი ამოქმედდა – პაპი მრევლს წმინდა პეტრეს ცარიელ მოედანზე მიმართავს

იტალიაში, კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების ზრდის პრევენციის მიზნით, 3-დღიანი მკაცრი სააღდგომო ლოკდაუნი. ამოქმედდა. იტალიის ყველა რეგიონი „წითელ ზონად“ გამოცხადდა, აიკრძალა არააუცილებელი გადაადგილება, დაიხურა ყველა არააუცილებელი მაღაზია, კაფეებსა და რესტორნებს მხოლოდ გატანის სერვისით მუშაობის უფლება აქვთ, ოჯახებში სტუმრების დასაშვები რაოდენობა კი ორამდე შეიზღუდა. ეკლესიები ღია რჩება, თუმცა მრევლს მოუწოდებენ, ღვთისმსახურებას საკუთარ რეგიონებში მდებარე ეკლესიებში დაესწრონ. რომის პაპი […]

ტაივანში მატარებელი სატვირთო მანქანას შეასკდა – 48 ადამიანი დაიღუპა

ტაივანში მატარებელი, რომელიც დედაქალაქ ტაიბეიდან ტაიტუნგისკენ მიემგზავრებოდა, სატვირთო ავტომობილთან შეჯახების შემდეგ ლიანდაგებიდან გადავიდა. ავარიის შედეგად 48 ადამიანი დაიღუპა და 66 ადამიანი დაშავდა. ტაივანის ტრანსპორტის სამინისტროს ინფორმაციით, მატარებელში 490 ადამიანი იმყოფებოდა.

აშშ-ის მოსახლეობის 75%-ის ვაქცინაციას 4 თვე დასჭირდება

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია მსოფლიოს 141 ქვეყანაში მიმდინარეობს და ამ დროისთვის გლობალურად ვაქცინების 574 მილიონზე მეტი დოზაა გამოყენებული, – შესაბამის მონაცემებს გამოცემა Bloomberg-ი ავრცელებს. პლატფორმის მიხედვით, ამ დროისთვის ვაქცინაცია პლანეტის მოსახლეობის 3.6%-ს ჩაუტარდა. პლატფორმის მიხედვით, მსოფლიოში ვაქცინაცია ყოველდღიურად დაახლოებით 14.8 მილიონამდე ადამიანს უტარდება. ვაქცინების ყველაზე მეტი – 147.6 მილიონი დოზა აშშ-შია გამოყენებული. გამოცემის მიხედვით, ერთ დღეში აშშ-ში […]

იტალიამ 2 რუსი დიპლომატი ქვეყნიდან გააძევა

იტალიამ რუსეთის საელჩოს ორი თანამშრომელი, რომლებიც ჯაშუშურ საქმიანობაში იყვნენ ჩართული, ქვეყნიდან გააძევა. ამის შესახებ იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლუიჯი დი მაიომ განაცხადა. იტალიის საგარეო უწყების ხელმძღვანელი ფეისბუქში წერს, რომ რუსეთის ელჩს იტალიური მხარის პროტესტი გადასცა და ამ „ამ უკიდურესად სერიოზულ საქმეში მონაწილე ორი ოფიციალური პირის გაძევების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.“ მანამდე იტალიაში რუსეთის ელჩი სერგეი რაზოვი […]

სლოვაკეთის მთავრობა რუსულმა ვაქცინამ შეიწირა

სლოვაკეთმა რუსული ვაქცინა “სპუტნიკი” შეიძინა, რომელსაც ევროპული რეგისტრაცია არ გააჩნია. სკანდალი იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ მთავრობა სრული შემადგენლობით გადადგა. ტვ პირველი

იტალიის პრემიერი დრაგი და მისი ცოლი ასტრაზენეკათი აიცრნენ

იტალიის პრემიერ-მინისტრმა მარიო დრაგიმ და მისმა მეუღლემ მარია სერელა კაპელომ „ასტრაზენეკას“ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზა გაიკეთეს. პრემიერ-მინისტრის ოფისის ინფორმაციით, 73 წლის პრემიერსა და მის მეუღლეს, რომელიც ასევე 73 წლისაა, ვაქცინაცია რომის მთავარ სარკინიგზო სადგურზე გახსნილ ვაქცინაციის ცენტრში ჩაუტარდათ. აღსანიშნავია, რომ იტალია ერთ-ერთი იყო იმ ქვეყნებისგან, რომლებმაც მიმდინარე თვის დასაწყისში „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გამოყენება შეაჩერეს. თუმცა იტალიამ, […]