კატეგორია: მსოფლიო

გვინეამ ებოლას ეპიდემია გამოაცხადა

გვინეამ ებოლას ეპიდემია გამოაცხადა

გვინეამ ოფიციალურად გამოაცხადა, ებოლას ეპიდემიის თაობაზე. ამის შესახებ BBC-ი წერს. როგორც გამოცემა აღნიშნავს, ეს მას შემდეგ, მოხდა, რაც ქვეყანაში სამი ადამიანი გარდაიცვალა. დაავადებულია რამდენიმე ადამიანი. ამასთან, ცნობილია, რომ გვინეას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია დაავადების საწინააღმდეგო ვაქცინებს გადასცემს. 2013-2016 წლებში 11000-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა ეპიდემიით დასავლეთ აფრიკაში. ებოლა გვინეაში დაიწყო.

აშშ-ის სენატმა ტრამპს იმპიჩმენტი არ გამოუცხადა – მას 10 ხმა დააკლდა

ტრამპი - "ვაქცინა ძალიან მალე იქნება მზად"

აშშ-ის სენატმა ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი იმპიჩმენტის პროცედურის ფარგლებში წაყენებულ ბრალდებაში გაამართლა. ყოფილი პრეზიდენტის უდანაშაულოდ ცნობას 43-მა სენატორმა დაუჭირა მხარი,  დამნაშავედ კი 57-მა სენატორმა ცნო. იმპიჩმენტის ფარგლებში დონალდ ტრამპის გასამართლებას აშშ-ის სენატის წევრთა 2/3-ის ხმა სჭირდებოდა – 100 სენატორიდან 67 სენატორის ხმა. შესაბამისად, იმპიჩმენტის გამოცხადებას 10 ხმა დააკლდა. 11 იანვარს აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ აშშ-ის […]

იაპონიაში 7,3 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

იაპონიაში 7,3 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

13 თებერვალს იაპონიაში 7.3 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში, ფუკუშიმასა და მიაგის პროვინციაში მიწისძვრის შედეგად 124 ადამიანი დაშავდა. დაზარალებულების უმეტესობას ძირითადად მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებათ. იაპონიის პრემიერ-მინისტრის ოიშიჰიდე სუგას თქმით, მიწისძვრის შედეგად ატომური ობიექტი არ დაზიანებულა. მისი თქმით, მიწისძვრას შესაძლოა განმეორებითი ბიძგები მოჰყვეს, რის გამოც ის მოსახლეობას განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდებს. იპნ

მარიო დრაგი იტალიის ახალი პრემიერი გახდა

მარიო დრაგი იტალიის ახალი პრემიერი გახდა

ევროპის ცენტრალური ბანკის ყოფილ ხელმძღვანელი, მარიო დრაგი იტალიის პრემიერ-მინისტრის პოსტს დათანხმდა და ახალი მთავრობის შემადგენლობა გამოაცხადა. „პრეზიდენტი სერჯიო მატარელა პროფესორ მარიო დრაგის შეხვდა, რომელმაც თანხმობა გამოაცხადა, მთავრობას უხელმძღვანელოს, რომლის შემადგენლობაც მან პრეზიდენტს წარუდგინა“, – ნათქვამია იტალიის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში. მანამდე მარიო დრაგიმ იტალიის პარლამენტში წარმოდგენილ წამყვან პოლიტიკურ პარტიებთან კონსულტაციები გამართა და მათი მხარდაჭერა მიიღო. 13 თებერვალს მარიო […]

ვლადიკავკაზში სუპერმარკეტი მაგნიტი აფეთქდა

ვლადიკავკაზში სუპერმარკეტი მაგნიტი აფეთქდა

ვლადიკავკაზში სუპერმარკეტი აფეთქდა –  შემთხვევის შედეგად შენობა სრულად განადგურდა. აფეთქება გაგკაევის ქუჩაზე მდებარე სუპერმარკეტ მაგნიტში მოხდა. აფეთქების დროს, რომელიც, სავარაუდოდ, ბუნებრივმა აირმა გამოიწვია, სუპერმარკეტი დაკეტილი იყო და მასში მომხმარებლები არ იმყოფებოდნენ. მაშველებმა აღმოაჩინეს 33 წლის მამაკაცი, რომელმაც ნანგრევებიდან გამოსვლა მოახერხა. ის თავს კარგად გრძნობს. “ჩემ გარდა იქ არავინ იყო” – უთხრა ზურაბ ზასეევმა ჟურნალისტებს.

წყნარი ოკეანის სამხრეთში 7,7 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

არგენტინაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

წყნარი ოკეანის სამხრეთ ნაწილში 10 თებერვალს 7,7 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. ახალ ზელანდიასა და ფიჯისთვის არსებობდა ცუნამის საშიშროება.

ამერიკელი სენატორების უმრავლესობა მოუწოდებს ბაიდენს მიიღოს ზომები თურქეთში არსებულ ადამიანის უფლებებთან მიმართებაში

ამერიკელი სენატორების უმრავლესობა მოუწოდებს ბაიდენს მიიღოს ზომები თურქეთში არსებულ ადამიანის უფლებებთან მიმართებაში

ვაშინგტონი (როიტერი) – შეერთებული შტატების სენატის ორპარტიულმა უმრავლესობამ სამშაბათს პრეზიდენტ ჯო ბაიდენს მოუწოდა გაატაროს შესაბამისი ზომები თურქეთში არსებული ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ. 100 სენატორიდან ორმოცდათოთხმეტმა ხელი მოაწერა შესაბამის დოკუმენტს, რომელშიც აღნიშნულია ის ფაქტი, რომ თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ახდენს შიდა ოპოზიციის მარგინალიზებას, ახორციელებს ზეწოლას კრიტიკულ მედიაზე, აპატიმრებს ჟურნალისტებს და თანამდებობებიდან ათავისუფლებს დამოუკიდებელ მოსამართლეებს. „მოგიწოდებთ, […]

გერმანია შეზღუდვებს 14 მარტამდე ახანგრძლივებს

გერმანია ახალი შეზღუდვებისთვის ემზადება

გერმანია კორონავირუსის გავრცელების შეჩერების მიზნით დაწესებული შეზღუდვების 14 მარტამდე გახანგრძლივებას გეგმავს,- მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ კანცლერ ანგელა მერკელსა და 16 ფედერალური მიწის ლიდერებს შორის დღეს დაგეგმილი მოლაპარაკებების პროექტშია აღნიშნული. Reuers-ი წერს, რომ ბოლო პერიოდში გერმანიაში ინფიცირების ყოველდღიური მაჩვენებელი კლებულობს, თუმცა ქვეყანაში ვირუსის უფრო გადამდები ვარიანტების გავრცელებასთან დაკავშირებით შეშფოთება არსებობს. „ძალიან მყიფე სიტუაცია გვაქვს. სხვა ქვეყნების, მაგალითად, […]

ქარიშხალი სტამბოლში – მოგლეჯილია ხეები, დაზიანდა შენობების სახურავები

ქარიშხალი სტამბოლში - მოგლეჯილია ხეები, დაზიანდა შენობების სახურავები

თურქეთის უდიდეს ქალაქს სტამბოლს ძლიერი ქარიშხალი დაატყდა თავს, – ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ქარიშხალმა მოგლიჯა ხეები და დააზიანა შენობების სახურავები. ერთ-ერთი მოგლეჯილი ხე ავტომობილს დაეცა. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. ძლიერი ქარის გამო ქალაქში საბორნე გადაზიდვები შეჩერდა. სტამბოლის საზღვაო და ავტობუსების კომპანიაში აცხადებენ, რომ ქარიშხლის გამო ზოგიერთი სერვისი გაუქმდა. იპნ

,,თალიბანის” ლიდერმა მოჯაჰიდები AstraZeneca ვაქცინით აცრა

,,თალიბანის" ლიდერმა მოჯაჰიდები AstraZeneca ვაქცინით აცრა

სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, „ავღანეთში, ისლამური მოძრაობა ,,თალიბანის” ლიდერმა, მოლა აბდულ განი ბარადარმა (ომს აწარმოებს აშშ-თან და კოალიციასთან), თავის მოჯაჰიდების AstraZeneca-თი ვაქცინაცია დაიწყო!)“.