კატეგორია: მსოფლიო

ხორვატიაში 6.3 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა – არის მსხვერპლი

ხორვატიაში 6.3 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა - არის მსხვერპლი

ხორვატიაში 6.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. მედიის ინფორმაციით, მიწისძვრის შედეგად ქალაქ პეტრინიაში, რომელიც ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებიდან 60 კილომეტრში მდებარეობს, რამდენიმე შენობა დაინგრა და დაზიანდა. გამოცემა ალ-ჯაზირას კორესპონდენტის ინფორმაციით, მაშველებმა ნანგრევებში მოყოლილი ავტომობილიდან მამა-შვილი გამოიყვანეს. ზოგიერთი მედიასაშუალების ინფორმაციით, მიწისძვრის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. მიწისძვრა მეზობელ სერბეთში, ბოსნია და ჰერცეგოვინაში და ავსტრიაში მდებარე ქალაქ გრაცშიც იგრძნობოდა. ევროკომისიის პრეზიდენტმა […]

ჩინელ ჟურნალისტს, რომელიც უხანიდან კოვიდის თემას აშუქებდა, 4 წელი მიუსაჯეს

ჩინელ ჟურნალისტს, რომელიც უხანიდან კოვიდის თემას აშუქებდა, 4 წელი მიუსაჯეს

ჩინეთის სასამართლომ ჟურნალისტს, რომელიც ქალაქ უხანიდან კორონავირუსის ეპიდემიასთან დაკავშირებულ თემებს აშუქებდა, 4 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა, – ამის შესახებ ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს. გამოცემის ცნობით, 37 წლის ჟანგ ჟანის სასამართლო პროცესი შანხაიში გაიმართა და ის პრობლემის პროვოცირებაში დაადანაშაულეს. აღსანიშნავია, რომ ჟანგ ჟანი ქვეყნის ხელისუფლებას ხშირად აკრიტიკებდა და უხანში ვირუსის გავრცელების შეჩერების მიზნით არასაკმარის მოქმედებაში ადანაშაულებდა. „ხელისუფლებამ ხალხს […]

ევროპის ქვეყნებში კოვიდ 19-ის ვაქცინაცია დაიწყო

ევროკავშირი BioNTech-Pfizer-ის კოვიდ 19-ის ვაქცინის 300 მილიონ დოზას შეიძენს

ევროპის ქვეყნებში კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინაცია დაიწყო.Euronews-ის ინფორმაციით, ვაქცინაცია უკვე დაიწყო გერმანიაში, იტალიაში, ჩეხეთში, სლოვაკეთში, უნგრეთში, ესპანეთსა და ბელგიაში. ვაქცინაციის პირველ ეტაპზე ხანდაზმულები და სამედიცინო პერსონალი აიცრება, შემდეგ კი მოსახლეობის საყოველთაო ვაქცინაციის პროგრამა დაიწყება. „ჩვენ ამ რთული წლის დასასრულს მნიშვნელოვანი მოვლენით ვასრულებთ, კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ევროპის თითოეულ ქვეყანაში იწყება. ვაქცინაცია ვირუსის დაძლევის ერთადერთი გზაა“, -განაცხადა ევროკომისიის […]

პომპეიში 2.000 წლის წინანდელი ქუჩა აღმოაჩინეს – აქ იყიდებოდა ცხელი საჭმელი და სასმელი

პომპეიში 2.000 წლის წინანდელი ქუჩა აღმოაჩინეს - აქ იყიდებოდა ცხელი საჭმელი და სასმელი

არქეოლოგებმა პომპეის ვულკანური ფერფლის ქვეშ ე.წ. ტერმოპოლიუმი, იგივე ცხელი საკვებისა და სასმელების სავაჭრო ქუჩა აღმოაჩინეს, რომელიც 2.000-ზე მეტი წლით თარიღდება და ამ დრომდე ვულკანური ფერფლით იყო დაფარული. მკვლევართა გუნდმა პომპეის უძველეს ნაქალაქარში ის მზა საკვები პროდუქტებიც აღმოაჩინეს, რომელსაც ადგილობრივები რომაელ მოგზაურებს სთავაზობდნენ. პომპეის არქეოლოგიური პარკის დირექტორის მასიმო ოსანას განცხადებით, თითქმის დაუზიანებელი სახით არის შემორჩენილი ის ნახატებიც, […]

თურქეთში 5,3 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

თურქეთში 5,3 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

თურქეთში 5.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. თურქეთის კატასტროფების და საგანგებო სიტუაციების მართვის ორგანოს ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგები 09:37 საათზე დაფიქსირდა. მიწისძვრის ეპიცენტრი ელაზიღის პროვინცია იყო. ასევე მიწისძვრა იგრძნობოდა მიმდებარე პროვინციებში. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ამ დროისთვის მსხვერპლის და ზარალის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ.

ნეთანიაჰუ – “ისრაელი გახდება პირველი ქვეყანა, რომელიც პანდემიას გადალახავს”

ნეთანიაჰუმ კოვიდ 19-ის აცრა პირდაპირ ეთერში გაიკეთა - "თავს მშვენივრად ვგრძნობ" - ვიდეო

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ისრაელი, შესაძლოა, პირველი ქვეყანა გახდეს მსოფლიოში, რომელიც პანდემიას გადალახავს. „მინდა გითხრათ, რომ ერთი მხრივ, ვაქცინაციის გასაოცარი კამპანიის და მეორე მხრივ, „ლოქდაუნის“ კომბინაცია საშუალებას გვაძლევს, კორონავირუსის პანდემიას თავი დავაღწიოთ და ჩვენ, სავარაუდოდ, გავხდებით პირველი ქვეყანა მსოფლიოში, რომელიც მას გადალახავს,“ – განაცხადა ნეთანიაჰუმ. მისივე თქმით, იმედი აქვს, მომავალ კვირაში კორონავირუსის საწინააღმდეგო […]

ისრაელი ლოკდაუნს მესამედ აწესებს

ისრაელი ლოკდაუნს მესამედ აწესებს

კორონავირუსის გავრცელებასთან ბრძოლის ფარგლებში, ისრაელი “ლოკდაუნს” მესამედ აწესებს. Reuters-ის ინფორმაციით, შეზღუდვები ძალაში კვირას შევა და 14 დღის განმავლობაში იმოქმედებს. შეზღუდვები ითვალისწინებს მაღაზიების დახურვას, საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეზღუდვასა და სკოლების ნაწილობრივ დახურვას. ამასთან, მოქალაქეებს საკუთარი საცხოვრებელი ადგილებიდან 1 კილომეტრზე შორ მანძილზე გადაადგილება აეკრძალებათ, გამონაკლისი შეეხება მათ, ვინც სამსახურებრივი საჭიროებისთვის იმგზავრებს ან აუცილებელი მოხმარების პროდუქციის შესაძენად გადაადგილდება. ისრაელში, სადაც, […]

თურქეთში გაზეთის რედაქტორს 27 წელი მიუსაჯეს

თურქეთში გაზეთის რედაქტორს 27 წელი მიუსაჯეს

თურქეთის სასამართლომ ოპოზიციური გაზეთის, Cumhuriyet-ის, ყოფილ მთავარ რედაქტორს, ჯან დიუნდარს, 27 წელზე მეტი ხნით პატიმრობა მიუსაჯა, – ამის შესახებ ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს. გამოცემის ცნობით, დიუნდარს ბრალი ტერორიზმსა და ჯაშუშობაში დასდეს. ჟურნალისტს პატიმრობა დაუსწრებლად მიუსაჯეს, ვინაიდან ის ამჟამად გერმანიაში იმყოფება. სასამართლო პროცესზე დასწრებაზე უარი განაცხადეს დიუნდარის ადვოკატებმაც, ვინაიდან, მათი განმარტებით, ბრალდება პოლიტიკურად მოტივირებულია. ცნობისათვის, ჯან დიუნდარმა […]

ნეთანიაჰუმ კოვიდ 19-ის აცრა პირდაპირ ეთერში გაიკეთა – “თავს მშვენივრად ვგრძნობ” – ვიდეო

ნეთანიაჰუმ კოვიდ 19-ის აცრა პირდაპირ ეთერში გაიკეთა - "თავს მშვენივრად ვგრძნობ" - ვიდეო

ისრაელის პრემიერმინისტრმა, რომელმაც 19 დეკემბერს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა პირდაპირ ეთერში გაიკეთა, აცხადებს, რომ თავს მშვენივრად გრძნობს და მოქალაქეებს მოუწოდებს, მის მაგალითს მიბაძონ. „გუშინ მივიღე პირველი ვაქცინა. თავს მშვენივრად ვგრძნობ. მოვუწოდებ ისრაელის ყველა მოქალაქეს გამოვიდეს და აიცრას. თუკი ყველა ჩვენგანი, ან დიდი ნაწილი მაინც აიცრება, ჩვენ ამ ავადმყოფობას დავამარცხებთ“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე. მისი […]

იტალიაში კოვიდ 19-ის ვაქცინა 27 დეკემბერს შევა

"იტალიაში კლინიკურად კოვიდ 19 აღარ არსებობს“

კორონავირუსის საწინააღმდეგო პირველი ვაქცინა იტალიაში 27 დეკემბერს შევა. მასობრივი ვაქცინაცია კი საშობაო და საახალწლო დღესასწაულების შემდეგ 2021 წლის იანვრის დასაწყისში დაიწყება. ამის შესახებ იტალიის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ განაცხადა. „დავიწყებთ 27 დეკემბრიდან, მაგრამ მასობრივი ვაქცინაცია დაიწყება წმინდა ეფიპანეს დღესასწაულის მეორე დღეს“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ. ევროკომისარმა პანდემიის საკითხებში დომენიკო არკურიმ მანამდე გააჟღერა ვაქცინაციის გეგმა, რომელიც განხორციელდება რეგიონალური […]