დღეს მსოფლიომ ახალი ამბიოთ გაიღვიძა – აშშ-ში, 1954 წლის შემდეგ ქალი პატიმარი სიკვდილით პირველად დასაჯეს. ლიზა მონტგომერს სასიკვდილო ინექცია ტერ ჰაუტის ციხეში, ინდიანაში უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ჩაუტარდა. 52 წლის ქალი უმძიმესი დანაშაულისთვის, მკვლელობისთვის იყო გასამართლებული. საქმის მასალების მიხედვით, 2004 წელს მან მისურის შტატში ორსული ქალი, 23 წლის ბობი ჯო სტინეტი დაახრჩო, მუცლიდან ბავშვი […]
კატეგორია: მსოფლიო
დოიჩე ბანკმა ტრამპს თანამშრომლობაზე უარი უთხრა
დოიჩე ბანკი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან მომავალ ბიზნეს თანამშრომლობაზე უარს აცხადებს, – ამის შესახებ ინფორმაციას ნიუ იორკ ტაიმსი სანდო წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. დოიჩე ბანკი ტრამპის ყველაზე დიდი კრედიტორია, რომლისგანაც ტრამპის ორგანიზაციას 340 მილიონი აშშ დოლარი აქვს ნასესხები. დოიჩე ბანკის გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას წინ უძღოდა სიგნაჩა ბანკის განცადება, რომელმაც დონალდ ტრამპს გადადგომისკენ მოუწოდა. „პრეზიდენტის გადადგომა […]
თურქეთში მიწისძვრა მოხდა
თურქეთში მიწისძვრა მოხდა. როგორც ადგილობრივი მედია ქვეყნის საგანგებო სიტუაციების სამსახურის მონაცემებზე დაყრდნობით წერს, ბიძგების სიძლიერემ 4.5 მაგნიტუდა შეადგინა. მიწისძვრის ეპიცენტრი ანკარაში, კალეჯიკის რაიონში იყო. მიწისძვრა ადგილობრივი დროით 22:53 საათზე, 12 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა. ბიძგები მთელი ქალაქის მასშტაბით იგრძნობოდა. მსხვერპლისა და ზიანის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. პირველი არხი
მაიკ პომპეო – “ფატუ ბენსუდა კორუფციაშია ჩართული”
აშშ-ის მოქმედი სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მთავარ პროკურორს, ფატუ ბენსუდას კორუმპირებულ ქმედებებში მონაწილეობაში სდებს ბრალს. აღნიშნულ განცხადებას პომპეო „ტვიტერის“ მეშვეობით ავრცელებს. „სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო არის კორუმპირებული, პოლიტიზებული და არაკომპეტენტური. მთავარი პროკურორი ფატუ ბენსუდა ბოროტად იყენებს თავის უფლებამოსილებას, პირადი სარგებლის მიზნით ის ჩართულია კორუმპირებულ ქმედებებში და გაფლანგა მილიონები ამერიკელი სამხედროების სისხლის […]
ჯაკარტასთან ზღვაში თვითმფრინავის ნამსხვრევევბი და ადამიანის სხეულის ნაწილები იპოვეს
ინდონეზიაში კომპანია Sriwijaya Air-ის კუთვნილი თვითმფრინავის ავიაკატასტროფის სავარაუდო ადგილას თვითმფრინავის ნამსხვრევები და ადამიანის სხეულის ნაწილები იპოვეს. Reuters-ის ინფორმაციით, სამძებრო სამუშაოები ქვეყნის დედაქალაქ ჯაკარტასთან ახლოს ამ წუთებშიც მიმდინარეობს. ინდონეზიაში რადარებიდან გაუჩინარებულ სამგზავრო თვითმფრინავ „ბოინგ 737-500“-ში, 62 ადამიანი იმყოფებოდა. მათ შორის 56 მგზავრი და ეკიპაჟის 6 წევრი იყო. თვითმფრინავი 9 იანვარს ინდონეზიის დასავლეთ კალიმანტანის პროვინციის ქალაქ პონტიანაკისკენ მიფრინავდა, […]
ინდონეზიაში ჯაკარტა-პონტიანაკის ბორტი გაუჩინარდა – ზღვაში ბორტის ნარჩენები იპოვეს
ინდონეზიური ავიაკომპანიის Sriwijaya Air-ის კუთვნილი სამგზავრო თვითმფრინავი, „ბოინგ 737-500“, რომელიც ინდონეზიის დედაქალაქ ჯაკარტადან აფრინდა, რადარებიდან გაუჩინარდა. თვითმფრინავი ინდონეზიის დასავლეთ კალიმანტანის პროვინციის ქალაქ პონტიანაკისკენ მიფრინავდა, რა დროსაც მასთან სიგნალი დაიკარგა. ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ სავარაუდოდ თვითმფრინავის ნამსხვრევები მეთევზეებმა ჯაკარტას ჩრდილოეთით ზღვაში აღმოაჩინეს. ინდონეზიაში რადარებიდან გაუჩინარებულ სამგზავრო თვითმფრინავში -„ბოინგ 737-500“-ში, 62 ადამიანი იმყოფებოდა, – ამის შესახებ […]
ტვიტერმა პრეზიდენტ ტრამპის ანგარიში საბოლოოდ დახურა
ტვიტერმა აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ანგარიში სამუდამოდ დახურა. კომპანიაში აცხადებენ, რომ პრეზიდენტის ანგარიშის დახურვის გადაწყვეტილება „ძალადობის შემდგომი წაქეზების რისკის“ გამო მიიღეს. ”@RealDonaldTrump ანგარიშზე ბოლო დროს განთავსებული ტვიტებისა და მათ გარშემო არსებული კონტექსტის ზედმიწევნით განხილვის შემდეგ, ძალადობის შემდგომი წაქეზების რისკის გამო ანგარიში სამუდამოდ დავხურეთ,” – ნათქვამია “ტვიტერის“ განცხადებაში. მანამდე კომპანიამ დონალდ ტრამპის ანგარიში 12 საათით […]
ჯო ბაიდენი – „ტრამპი ქვეყნის სირცხვილია“
“ერთ ერთი იმ ცოტა საკითხს შორის, რაზეც მე და ის ერთმანეთს ვეთანხმებით”- ასე შეაფასა ამერიკის არჩეულმა პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა მოქმედი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადება, რომ ის ბაიდენის ინაუგურაციას არ დაესწრება. “კარგია, თუ არ გამოჩნდება” – უთხრა ბაიდენმა პარასკევს ჟურნალისტებს პრესკონფერენციაზე კაბინეტის წევრების წარდგენის შემდეგ. “მან გადააჭარბა ჩემს ყველაზე ცუდ წარმოდგენასაც კი მის შესახებ. ის ქვეყნის სირცხვილია, მთელ […]
აშშ-ის კონგრესმა ჯო ბაიდენის გამარჯვება ოფიციალურად დაადასტურა
აშშ-ის კონგრესმა აშშ-ის არჩევნებში ჯო ბაიდენის გამარჯვებასთან დაკავშირებით საარჩევნო კოლეგიის გადაწყვეტილება ოფიციალურად დაადასტურა. არჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ინაუგურაცია 20 იანვარს გაიმართება. შეგახსენებთ, აშშ-ის კონგრესი ჯო ბაიდენის გამარჯვების დასადასტურებლად თავდაპირველად გუშინ შეიკრიბა, თუმცა, მოქმედი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მხარდამჭერების მიერ კაპიტოლიუმში შეჭრის შემდეგ შეხვედრა შეწყდა და შენობიდან კონგრესმენების ევაკუაცია განხორციელდა. არის მსხვერპლი. დაკავებულია 50-მდე ადამიანი. იპნ
ჯო ბაიდენი – “ეს ამბოხებაა!”
აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კაპიტოლიუმთან მომხდარ არეულობასთან დაკავშირებით სპეციალური მიმართვა გაავრცელა. ჯო ბაიდენის განცხადებით, ის შოკირებული და დამწუხრებულია, რომ ქვეყანა ასეთ „ბნელ მომენტამდე“ მივიდა, თუმცა დასძინა, რომ როგორც სხვა ისტორიული მომენტების დროს, ამერიკა ამჯერადაც გაიმარჯვებს. „მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში მუშაობა უნდა მოხდეს დემოკრატიის, პატივისცემის, კანონის უზენაესობის და უბრალო თავაზიანობის აღდგენის მიმართულებით. ომისა და კონფლიქტების გავლით, […]









