პომპეიში 2.000 წლის წინანდელი ქუჩა აღმოაჩინეს – აქ იყიდებოდა ცხელი საჭმელი და სასმელი

არქეოლოგებმა პომპეის ვულკანური ფერფლის ქვეშ ე.წ. ტერმოპოლიუმი, იგივე ცხელი საკვებისა და სასმელების სავაჭრო ქუჩა აღმოაჩინეს, რომელიც 2.000-ზე მეტი წლით თარიღდება და ამ დრომდე ვულკანური ფერფლით იყო დაფარული.

მკვლევართა გუნდმა პომპეის უძველეს ნაქალაქარში ის მზა საკვები პროდუქტებიც აღმოაჩინეს, რომელსაც ადგილობრივები რომაელ მოგზაურებს სთავაზობდნენ.

პომპეის არქეოლოგიური პარკის დირექტორის მასიმო ოსანას განცხადებით, თითქმის დაუზიანებელი სახით არის შემორჩენილი ის ნახატებიც, რომლებიც მაღაზიების ფასადს ამშვენებდა.

რუსთავი 2