კატეგორია: მსოფლიო

ფაშინიანი – “მთავარი დამნაშავე მე არ ვარ”

ფაშინიანი - "ჩვენ უკვე ჯოჯოხეთში ვართ"

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ შეუძლებელია, ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მხოლოდ მისი სურვილითა და გადაწყვეტილებით ჩატარდეს. „აქ საკითხი იმაზე კი არ დგას, უნდა გადადგეს თუ არა პრემიერ-მინისტრი, არამედ საკითხავია, ვინ წყვეტს იმას, თუ ვინ არის სომხეთის პრემიერ-მინისტრი. ეს ხალხმა საკუთარი არჩევანით უნდა გადაწყვიტოს, ვადამდელი არჩევნების ჩატარება მხოლოდ ჩემი ნებით და გადაწყვეტილებით ვერ მოხდება, ამაზე თანხმობაა […]

ფილიპინებში 6,2 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

ფილიპინების სანაპიროსთან ახლოს 6.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას აშშ-ის გეოლოგიური სამსახური ავრცელებს. მიწისძვრა ადგილობრივი დროით 07:20 საათზე მოხდა. მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ დავაოსთან ახლოს, 27 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა. ჯერჯერობით მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. ფილიპინები მსოფლიოში სეისმურად ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ ზონაში მდებარეობს. იპნ

გერმანიის ჯანდაცვის მინისტრი – “ჩვენ გვინდა, რომ კოვიდის ვაქცინა შობამდე დამტკიცდეს”

გერმანიის ჯანდაცვის მინისტრი - "ჩვენ გვინდა, რომ კოვიდის ვაქცინა შობამდე დამტკიცდეს"

გერმანიის ჯანდაცვის მინისტრი იენს შპანი „ევროპის წამლის სააგენტოს“ მოუწოდებს, ამერიკული კომპანია Pfizer-სა და გერმანული BioNTech -ის მიერ შექმნილი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა შობამდე დაამტკიცოს. „ჩვენი მიზანია, ვაქცინა შობამდე დამტკიცდეს, რაც ვაქცინაციის დაწყებას მიმდინარე წლიდანვე შესაძლებელს გახდის, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება „ევროპის წამლის სააგენტომ“ უნდა მიიღოს,“- განაცხადა იენს შპანმა. CNN-ის ინფორმაციით, გერმანიის მთავრობას იმის გამო აკრიტიკებენ, რომ გერმანული […]

აშშ-ის საარჩევნო კოლეგიამ ჯო ბაიდენის გამარჯვება ოფიციალურად დაამტკიცა

აშშ-ის საარჩევნო კოლეგიამ ჯო ბაიდენის გამარჯვება ოფიციალურად დაამტკიცა

აშშ-ის საარჩევნო კოლეგიის წევრებმა საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენის გამარჯვება ოფიციალურად დაამტკიცეს. BBC-ის ინფორმაციით, „დემოკრატმა“ ბაიდენმა კოლეგიის 306 ხმა მოიპოვა, „რესპუბლიკელმა“ დონალდ ტრამპმა კი – 232. პრეზიდენტად დამტკიცებისთვის საარჩევნო კოლეგიის მინიმიმ 270 წევრის თანხმობა იყო საჭირო. კენჭისყრის შედეგები ვაშინგტონში გაიგზავნება და ხმებს 6 იანვარს კონგრესის ერთობლივ სხდომაზე ოფიციალურად დაითვლიან. ახლადარჩეული პრეზიდენტის ინაუგურაცია 20 იანვარს გაიმართება.

ბოლო 24 საათში ჩეჩნეთში 5 მიწისძვრა მოხდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში ჩეჩნეთში 5 მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ რუსული მედია იუწყება. ბოლო მიწისძვრა თბილისის დროით 15:34 საათზე, რუსეთში, ჩეჩნეთთან, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან 52 კმ_ში, მოხდა. მისი სიმძლავრე 4.8 მაგნიტუდას (ML) შეადგენდა. პირველი და ყველაზე ძლიერი 5.6 ბალიანი მიწისძვრა მოსკოვის დროით კვირას 00:30 საათზე მოხდა. ბიძგები რამდენიმე წამს გრძელდებოდა. ბიძგები კვლავ განმეორდა 14:40 საათზე (4,1 […]

აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ ბაიდენის გამარჯვება 4 შტატში არ გააუქმა

აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ ბაიდენის გამარჯვება 4 შტატში არ გააუქმა

აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა ტექსასის შტატის გენერალური პროკურორის, კენ პაქსტონის მიერ შეტანილი სარჩელი, რომელიც ოთხ შტატში, ჯორჯიაში, მიჩიგანში, პენსილვანიასა და ვისკონსინში, სადაც გამარჯვება ჯო ბაიდენმა მოიპოვა, საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების ბათილად ცნობას ითვალისწინებდა. ტექსასის შტატის მტკიცებით, ამ შტატებში შედეგები უკანონო იყო, რადგან ხმის მიცემის პროცედურებში ცვლილებები შეიტანეს. უზენაესი სასამართლოს განკარგულებაში აღნიშნულია, რომ ტექსასს საქმის აღძვრის სამართლებრივი […]

აშშ-ში პფაიზერის ვაქცინის გამოყენების ნებართვა გასცეს – ვაქცინაცია 14 დეკემბრიდან დაიწყება

ევროკავშირი BioNTech-Pfizer-ის კოვიდ 19-ის ვაქცინის 300 მილიონ დოზას შეიძენს

აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ ამერიკული ფარმაცევტული კომპანია პფაიზერისა და მისი გერმანული პარტნიორის ბიონტექის მიერ შექმნილი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოყენების ნებართვა გასცა. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ვაქცინაცია 16 წლის და უფროსი ასაკის პირებს შეუძლიათ. ვაქცინაციის პროცესის დაწყება აშშ-ში ორშაბათს იგეგმება და პირველ ეტაპზე მედიკოსები და მოხუცთა თავშესაფრებში მყოფი პირები აიცრებიან. ბოლო მონაცემებით, აშშ-ში კოვიდ 19-ით დაღუპულთა […]

პაოლო როსი გარდაიცვალა

პაოლო როსი გარდაიცვალა

იტალიის საფეხბურთო ნაკრების ვარსკვლავი, მსოფლიოს 1982 წლის მსოფლიოს პირველობის გმირი პაოლო როსი 64 წლის ასაკში გარდაიცვალა. მან განსაკუთრებით გამოიჩინა თავი ბრაზილიის ნაკრებთან მეორე ჯგუფური ეტაპის გადამწყვეტ მატჩში, რომელშიც 3 გოლი გაიტანა. იმ შეხვედრაში ბრაზილიას ნახევარფინალში გასასვლელად ფრეც ჰყოფნიდა, მაგრამ იტალიამ, პაოლო როსის წყალობით, 3:2 მოიგო და ნახევარფინალში გავიდა, სადაც პოლონეთი დაამარცხა, ფინალში კი დასავლეთ გერმანიას […]

ჯო ბაიდენმა თავდაცვის მდივნად ლოიდ ოსტინი დაასახელა

ჯო ბაიდენმა თავდაცვის მდივნად ლოიდ ოსტინი დაასახელა

აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გადამდგარი გენერალი ლოიდ ოსტინი თავდაცვის მდივნის თანამდებობაზე მის რჩეულად ოფიციალურად დაასახელა. ”მთელი თავისი სიცოცხლის მანძილზე თავდადებული სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს- და მრავალი საათის განმავლობაში, რაც ჩვენ ერთად გავატარეთ თეთრ სახლში და საზღვარგარეთ მყოფ ჩვენს ჯარისკაცებთან ერთად, გენერალმა ოსტინმა აჩვენა სამაგალითო ხელმძღვანელობა, ხასიათი და სარდლობა”, – განაცხადა ბაიდენმა. მისი თქმით, ის […]

გარეგინ II – “ფაშინიანი უნდა გადადგეს”

გარეგინ II - "ფაშინიანი უნდა გადადგეს"

სომხური სამოციქულო ეკლესიის წინამძღვარმა გარეგინ II-მ პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს გადადგომისკენ მოუწოდა, – ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს. „ყარაბაღის ომის შემდეგ ჩვენ განვიცდით ტკივილის, დარდისა და შფოთვის მძიმე დღეებს. მრავალმა მსხვერპლმა, ისტორიული ყარაბაღის მნიშვნელოვანი ნაწილის დაკარგვამ, ომის კატასტროფულმა შედეგებმა და კიდევ უფრო დიდმა საგარეო საფრთხემ მოიცვა ჩვენი სულები და დაარღვია სამშობლოსა და დიასპორის სოლიდარობა, ეროვნული […]