მინდა ერთი საკითხის შესახებ მოგაწოდოთ ინფორმაცია, ჩემო ძვირფასო ხალხო, ალბათ შეამჩნიეთ, რომ განცხადებაში მთიანი ყარაბაღის სტატუსთან დაკავშირებით ერთი სიტყვაც არ წერია, სად არის სომხური მხარის მოთხოვნები მისთვის დამოუკიდებლობის მინიჭებასთან დაკავშირებით?- ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა მოსახლეობის მიმართ გავრცელებულ მიმართვაში განაცხადა. მისივე თქმით, როდესაც სომხებს ავტონომია შესთავაზა, მათგან უარი მიიღო და დამოუკიდებელი სახელმწიფოს სტატუსი მოინდომეს. […]
კატეგორია: მსოფლიო
აზერბაიჯანს 15 ნოემბრისთვის დაუბრუნდება ქალბაჯარი, 20 ნოემბრისთვის – აღდამი, 1 დეკემბრისთვის ლაჩინი
აღდამის რაიონი აზერბაიჯანს 2020 წლის 20 ნოემბრისთვის, ქალბაჯარი – 15 ნოემბრისთვის, ლაჩინი კი 1 დეკემბრისთვის უნდა დაუბრუნდეს, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს, სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის გაფორმებულ განცხადებაშია აღნიშნული. “ჩვენ, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ი.გ. ალიევი, სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ნ.ვ. ფაშინიანი და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვ.ვ. პუტინი, შევთანხმდით […]
ერევანში მომიტინგეები პარლამენტში შეიჭრნენ – მათ პარლამენტის სპიკერი მირზოიანი ცემეს
9 ნოემბერს ღამით ყარაბაღში საომარი მოქმედებების შეწყვეტის მოწინააღმდეგე მოქალაქეები სომხეთის მთავრობის შენობაში შეიჭრნენ. მათ კორდონი გაარღვიეს და შენობაში ისე შევიდნენ. სომხეთის მთავრობის შენობის წინ სროლის ხმაც ისმოდა. მომიტინგეები სომხეთის ეროვნული ასამბლეის სხდომათა დარბაზში შეიჭრნენ. სამართალდამცავებს მათთვის წინააღმდეგობა არ გაუწევიათ. მომიტინგეების დიდი ნაწილი სომხეთის პრეზიდენტის რეზიდენციის წინაც იყო შეკრებილი. დემონსტრანტებმა სომხეთის პარლამენტის სპიკერს არარატ მირზოიანს სცემეს, რომელიც […]
პუტინი – “ყარაბაღში რუსი სამშვიდობოები განლაგდებიან”
რუსეთი, აზერბაიჯანი და სომხეთი მთიან ყარაბაღში რუსი სამშვიდობოების განლაგების შესახებ შეთანხმდნენ. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა. ”რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტი განლაგდება მთიანი ყარაბაღის საკონტაქტო ხაზისა და მთიანი ყარაბაღის სომხეთის რესპუბლიკასთან დამაკავშირებელი დერეფნის გასწვრივ”, – განაცხადა პუტინმა. რუსეთის ფედერაციის ლიდერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სომხეთისა და აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები ამ დროისთვის თავიანთ პოზიციებზე დარჩებიან. ”ყარაბახის შესახებ […]
“უკიდურესად მძიმე გადაწყვეტილება მივიღე” – ფაშინიანმა ყარაბაღის ომის შეწყვეტას ხელი მოაწერა
სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებთან ვლადიმერ პუტინთან და ილჰამ ალიევთან ერთად ხელი მოაწერა შეთანხმებას მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის შესახებ. „პატივცემულო მოქალაქეებო, ძმებო და დებო, პირადად ჩემთვის და ყველა ჩვენგანისთვის უკიდურესად მძიმე გადაწყვეტილება მივიღე. რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებთან ერთად ხელი მოვაწერე განცხადებას ყარაბაღის ომის შეწყვეტის შესახებ 01:00 საათიდან“, – დაწერა ფაშინიანმა […]
“ბოდიში, შეგვეშალა” – აზერბაიჯანმა რუსული ვერტმფრენი ჩამოაგდო სომხეთის ტერიტორიაზე
აზერბაიჯანმა დაადასტურა, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი ვერტმფრენი „მი-24“ შემთხვევით ჩამოაგდო. ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრო იუწყება. უწყებაში განაცხადეს, რომ შეცდომა მოხდა იმის გამო, რომ ვერტმფრენმა გადაიფრინა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის უშუალო სიახლოვეს იმ დროს, როდესაც მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მსვლელობისას მიმდინარეობს აქტიური საბრძოლო შეტაკებები. მათივე ცნობით, ფრენა მიმდინარეობდა სიბნელეში, დაბალ სიმაღლეზე და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცის საშუალების სარადარე ზონის […]
რუსმა ჯარისკაცმა 3 ოფიცერი მოკლა
რუსეთის ქალაქ ვორონეჟთან მდებარე სამხედრო აეროდრომ „ბალტიმორზე“ ერთ-ერთმა სამხედრო მოსამსახურემ სამი ოფიცერი მოკლა, ერთი კი დაჭრა, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, სამხედრო მოსამსახურე თავდაპირველად ოფიცერს ნაჯახით დაესხა თავს და ცეცხლსასროლი იარაღი წაართვა, ამის შემდეგ კი აეროდრომის ტერიტორიაზე ცეცხლი გახსნა. თავდასხმის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. რუსული მედიის ცნობით, თავდამსხმელი ჯარისკაცი ანტონ მაკაროვია, რომელმაც გაქცევა […]
მელანია ტრამპი – “დონალდ, აღიარე დამარცხება!”
პირველი ლედი მოქმედი პრეზიდენტის ახლო წრეში ერთ-ერთია, რომელიც დონალდ ტრამპს ურჩევს, დამარცხება აღიაროს, ამის შესახებ CNN წერს. მელანია ტრამპს არჩევნების შედეგების შესახებ ოფიციალური კომენტარი საჯაროდ არ გაუკეთებია. CNN-ის ინფორმაციით, ასევე, დონალდ ტრამპს დამარცხების აღიარებისკენ მისმა სიძემ და მრჩეველმა, ჯარედ კუშნერმაც მოუწოდა. დონალდ ტრამპი შედეგების გასაჩივრებას გეგმავს და ამბობს, რომ არჩევნებში არა ჯო ბაიდენმა, არამედ თვითონ გაიმარჯვა. რუსთავი 2
ალიევი – “ქალაქი შუშა სომხური ოკუპაციისგან გავათავისუფლეთ!”
აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის განცხადებით, აზერბაიჯანის არმიამ მთიანი ყარაბაღის ქალაქი შუშა გაათავისუფლა. “დიდი სიამაყით ვაცხადებ, რომ ქალაქი შუშა გათავისუფლებულია სომხური ოკუპაციისგან. შუშა ჩვენია! ყარაბაღი ჩვენია!” – განაცხადა მან. პარალელურად კი, სოციალურ მედიაში ვრცელდება კადრები, თუ როგორ ტოვებს სომხური მოსახლეობა ქალაქ შუშასა და მის შემოგარენში არსებულ დასახლებებს. აღსანიშნავია, რომ ქალაქი შუშა სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქალაქია და ის […]
ჯო ბაიდენი აშშ-ის 46-ე პრეზიდენტი გახდა, კამალა ჰარისი – პირველი ქალი ფერადკანიანი ვიცე პრეზიდენტი
ჯო ბაიდენი აშშ-ის 46-ე პრეზიდენტი გახდა. ეს მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც მან საარჩევნო კოლეგიის 290 ხმა მოიპოვა. გამარჯვებისთვის 270 ხმაა საჭირო. 1 საათის წინ ჯო ბაიდენმა ტვიტერში დაწერა: “ამერიკა, ჩემთვის დიდი პატივია, რომ ამირჩიეთ ჩვენი დიადი ქვეყნის სამართავად. მე გპირდებით, რომ ყველა ამერიკელის პრეზიდენტი ვიქნები, იმის მიუხედავად, მომეცით ხმა თუ არა.” ტვიტი დაწერა აწ […]









