მადრიდი ქვეყნის სხვა რეგიონებთან საზღვრებს 10 დღით, 4-დან 14 დეკემბრამდე ჩაკეტავს, – ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს. მადრიდის რეგიონალური მთავრობის გადაწყვეტილებით, კორონავირუსის გავრცელების შეჩერების მიზნით, აღნიშნული პერიოდის განმავლობაში, რეგიონში შესვლა და მისი დატოვება მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში იქნება შესაძლებელი. ამასთან, გამოცემის ცნობით, ესპანეთში გამოცხადებული ე.წ. კომენდანტის საათი ძალაში, სავარაუდოდ, მომავალი წლის დასაწყისამდე დარჩება. აღნიშნული შეზღუდვის […]
კატეგორია: მსოფლიო
სერბეთის პატრიარქი ირინეოსი კორონავირუსით გარდაიცვალა
სერბეთის პატრიარქი ირინეოსი კორონავირუსით გარდაიცვალა, – Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა ალექსანდრე ვუჩიჩმა Instagram- ის ოფიციალურ გვერდზე განაცხადა. შეგახსენებთ, გუშინ ცნობილი გახდა, რომ სერბეთის პატრიარქის ირინეოსის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. 90 წლის ირინეოსს კორონავირუსი 4 ნოემბერს დაუდასტურდა, მას ბელგრადის სამხედრო ჰოსპიტალში მკურნალობდნენ. იპნ
ჯორჯიის შტატში 5 მილიონი ბიულეტენი ხელით გადათვალეს – ჯო ბაიდენის გამარჯვება დადასტურდა
ამერიკის შეერთებული შტატების ჯორჯიის შტატში 5 მილიონი ბიულეტენის ხელით გადათვლის შემდეგ, “დემოკრატი” ჯო ბაიდენის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება საბოლოოდ დადასტურდა. როგორც Reuters-ი იტყობინება, აღნიშნულ შტატში ხმებს დაახლოებით 6 დღის განმავლობაში ითვლიდნენ. შტატის მდივნის, ბრედ რაფენსპერგერის განცხადებით, ჯო ბაიდენი დონალდ ტრამპს 12 284 ხმით უსწრებს. ცნობისთვის, ამერიკული მედიის ბოლო მონაცემების მიხედვით, “დემოკრატიული პარტიის” პრეზიდენტობის კანდიდატმა ჯო ბაიდენმა ამომრჩეველთა კოლეგიის […]
ისრაელი და ბაჰრეინი საელჩოების გახსნაზე შეთანხმდნენ
ისრაელი და ბაჰრეინი საელჩოების გახსნაზე შეთანხმდნენ. ქვეყნებმა გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ბაჰრეინის საგარეო საქმეთა მინისტრი აბდულატიფ ბინ რაშიდ ალ-ზაიანი ისრაელში ჩავიდა და კოლეგა გაბი აშკენაზის შეხვდა. ალ-ზაიანი ბაჰრეინის ხელისუფლების პირველი წარმომადგენელია, რომელიც ისრაელში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა. The times of Israel-ის ინფორმაციით, საელჩოების გახსნა მიმდინარე წლის დასრულებამდეა დაგეგმილი. ამასთან, ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ დეკემბერში […]
ნიუ იორკში 19 ნოემბრიდან საჯარო სკოლები დაიხურება
ნიუ-იორკის მერის, ბილ დე ბლაზიოს განცხადებით, კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო, 19 ნოემბრიდან ქალაქში საჯარო სკოლები დაიხურება. „ქალაქ ნიუ-იორკში ტესტირების დადებითმა მაჩვენებელმა 3%-ს მიაღწია. სამწუხაროდ, ეს ნიშნავს, რომ პრევენციის მიზნით, 19 ნოემბრიდან საჯარო სკოლების შენობები დაიხურება. კორონავირუსის მეორე ტალღა უნდა დავძლიოთ“, – განაცხადა ნიუ-იორკის მერმა.
გერმანიის უდიდესი სირცხვილი – ესპანეთმა მას 6:0 მოუგო
გაიმართა ერთა ლიგის მორიგი ტურის მატჩები. პორტუგალიამ სტუმრად დამატებით დროში გატანილი გოლით 3:2 მოუგო ხორვატიას. დუბლი “მანჩესტერ სიტის” მცველმა რუბენ დიასმა შეასრულა. ასევე დუბლი მიითვალა ხორვატთა ნახევარმცველმა მატეო კოვაჩიჩმა. პორტუგალიელთა შემტევმა ჟოაო ფელიქსმა ყველა ტურნირზე უკანასკნელ 7 შეხვედრაში 8-ჯერ დალაშქრა მეტოქეთა კარი. საფრანგეთმა სახლში 4:2 სძლია შვედეთს. დუბლი ოლივიე ჟირუმ მიითვალა. შვედეთმა 6-დან 5 შეხვედრა […]
სომხეთის პრეზიდენტმა ფაშინიანს გადადგომა მოსთხოვა
სომხეთის პრეზიდენტი არმენ სარქისიანი აცხადებს, რომ ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს. „ახლა ყველა სომეხისთვის ერთ-ერთი ყველაზე გარდამტეხი მომენტია ჩვენი ერის ათასწლეულების ისტორიაში. ჩვენ წავაგეთ ომი, როგორც ბრძოლის ველზე ასევე დიპლომატიურ და საერთაშორისო არენებზე. ჩვენი ქვეყანა ისეთი აღარ არის, როგორიც 26 სექტემბერს, ან თუნდაც 8 ნოემბერს იყო. ბოლო დღეების განმავლობაში ათობით პოლიტიკური კონსულტაცია გავიარე სხვადასხვა […]
იტალიაში სტრომბოლის ვულკანი ამოიფრქვა – ვიდეო
სტრომბოლი ისევ გააქტიურდა – სიცილიის ჩრდილოეთით მდებარე ვულკანის ერთ-ერთ კრატერში 16 ნოემბერს მძლავრი აფეთქება მოხდა. აფეთქების შედეგად კრატერიდან ლავა და ფერფლის მძლავრი ნაკადი ამოიჭრა, რომელიც შემდეგ უახლოეს დასახლებულ პუნქტებს მოეფინა. ვულკანის კრატერიდან ამოფრქვევა 4 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა. გავრცელებული ინფორმაციით, შედეგად არავინ დაშავებულა და არც რაიმე დანგრეულა. ადგილობრივებისთვის ეს „ჩვეულებრივი ვულკანური სანახაობა“ იყო. მათივე თქმით, ფერფლის სვეტი […]
გერმანია ახალი შეზღუდვებისთვის ემზადება
გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ქვეყნის 16 რეგიონის ხელმძღვანელებთან ვიდეო კონფერენციის ფორმატში შეხვედრას გამართავს და ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებული ახალი ზომების დაწესების საკითხს განიხილავს. ახალი შეზღუდვების დოკუმენტის პროექტის ტექსტში აღნიშნულია, რომ მოქალაქეებს უნდა მიეცეთ რეკომენდაცია შობამდე ყველა სახის კერძო წვეულებაზე დასწრებისგან თავის შეკავების შესახებ. ამასთან, ოჯახებმა თავიანთ სახლებში სტუმრების მიღება უნდა შეზღუდონ, უნდა გამკაცრდეს შეზღუდვა საზოგადოებრივ ადგილებში […]
მოლდოვის ახალი პრეზიდენტი მაია სანდუ გახდა
მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში პარტია „მოქმედებისა და სოლიდარობის“ ლიდერი მაია სანდუ ლიდერობს, – ამის შესახებ ინფორმაციას „დოიჩე ველე“ მოლდოვის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებულ წინასწარ შედეგებზე დაყრდნობით ავრცელებს. მაია სანდუმ არჩევნებში ხმების 56% მოიპოვა, მოქმედმა პრეზიდენტმა იგორ დოდონმა კი -43%. ცესკო-ს ცნობით, ამ დროისთვის დათვლილია საარჩევნო ბიულეტენების 99%. მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გუშინ გაიმართა. […]










