“ბოდიში, შეგვეშალა” – აზერბაიჯანმა რუსული ვერტმფრენი ჩამოაგდო სომხეთის ტერიტორიაზე

"ბოდიში, შეგვეშალა" - აზერბაიჯანმა რუსული ვერტმფრენი ჩამოაგდო სომხეთის ტერიტორიაზეაზერბაიჯანმა დაადასტურა, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი ვერტმფრენი „მი-24“ შემთხვევით ჩამოაგდო. ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრო იუწყება.

უწყებაში განაცხადეს, რომ შეცდომა მოხდა იმის გამო, რომ ვერტმფრენმა გადაიფრინა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის უშუალო სიახლოვეს იმ დროს, როდესაც მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მსვლელობისას მიმდინარეობს აქტიური საბრძოლო შეტაკებები.

მათივე ცნობით, ფრენა მიმდინარეობდა სიბნელეში, დაბალ სიმაღლეზე და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცის საშუალების სარადარე ზონის მიღმა. მათივე განცხადებით, მანამდე რუსეთის ვერტმფრენები იმ რაიონში, სადაც ის ჩამოაგდეს, არასოდეს შეუმჩნევიათ.

მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, სომხეთის ტერიტორიაზე, აზერბაიჯანის საზღვართან რუსეთის თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი „მი-24“ ტიპის სამხედრო ვერტმფრენი ჩამოაგდეს.

იპნ