ერევანში მომიტინგეები პარლამენტში შეიჭრნენ – მათ პარლამენტის სპიკერი მირზოიანი ცემეს

ერევანში მომიტინგეები პარლამენტში შეიჭრნენ - მათ პარლამენტის სპიკერი მირზოიანი ცემეს9 ნოემბერს ღამით ყარაბაღში საომარი მოქმედებების შეწყვეტის მოწინააღმდეგე მოქალაქეები სომხეთის მთავრობის შენობაში შეიჭრნენ.

მათ კორდონი გაარღვიეს და შენობაში ისე შევიდნენ.

სომხეთის მთავრობის შენობის წინ სროლის ხმაც ისმოდა.

მომიტინგეები სომხეთის ეროვნული ასამბლეის სხდომათა დარბაზში შეიჭრნენ.

სამართალდამცავებს მათთვის წინააღმდეგობა არ გაუწევიათ.

მომიტინგეების დიდი ნაწილი სომხეთის პრეზიდენტის რეზიდენციის წინაც იყო შეკრებილი.

დემონსტრანტებმა სომხეთის პარლამენტის სპიკერს არარატ მირზოიანს სცემეს, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი.

სომხეთის პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსმა ედუარდ აღაჯანიამა სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ პოსტი გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ სპიკერი დაშავებულია, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა კი განაცხადა, რომ მირზოიანს ოპერაცია უტარდება.

გავრცელებული ინფორმაციით, ერევანში შეკრებილმა მომიტინგეებმა მირზოიანი ავტომობილიდან ძალის გამოყენებით გადაიყვანეს და სცემეს.

იპნ