კატეგორია: მსოფლიო

“შს მინისტრი ციხეში!” – მინსკში მასობრივი საპროტესტო მიტინგი მიმდინარეობს

"შს მინისტრი ციხეში!" - მინსკში მასობრივი საპროტესტო მიტინგი მიმდინარეობს

ბელარუსის დედაქალაქ მინსკში მორიგი მასშტაბური საპროტესტო აქცია იმართება. გავრცელებული ინფორმაციით, აქცია არასანქცირებულია. დემონსტრანტები თავდაპირველად მინსკის ცენტრში შეიკრიბნენ, შემდეგ კი მსვლელობა მთავრობის სახლის მიმართულებით მოაწყეს. გავრცელებულ ვიდეომასალაში ჩანს, რომ მთავრობის ადმინისტრაციის წინ მდებარე დამოუკიდებლობის მოედანი სავსეა მომიტინგეებით. ასევე, ოპოზიციის მხარდამჭერებმა დაიკავეს დამოუკიდებლობის გამზირის მიმდებარე ქუჩებიც. ბელარუსის თავდაცვის სამინისტრომ რამდენიმე საათის წინ მომიტინგეები გააფრთხილა, რომ სამამულო ომის მემორიალებისა […]

მსოფლიო პატრიარქი – “აია სოფიასა და ხორას მონასტრის მეჩეთად გადაკეთებამ უდიდესი ტკივილი მოგვაყენა”

მსოფლიო პატრიარქი - "აია სოფიასა და ხორას მონასტრის მეჩეთად გადაკეთებამ უდიდესი ტკივილი მოგვაყენა"

ფაქტია, რომ აია სოფიას და ახლა უკვე ხორას მონასტრის მუსლიმურ მეჩეთად გადაკეთებამ უდიდესი ტკივილი მოგვაყენა, – ამის შესახებ მსოფლიო პატრიარქმა ბართლომეოსმა საკვირაო ლიტურგიის შემდეგ განაცხადა. „სტამბოლის ეს ორი უნიკალური ძეგლი აშენებულია როგორც ქრისტიანული ტაძრები, რომლებიც აჩვენებდნენ ღმერთის სიტყვის ჭეშმარიტ განხორციელებას, ქვეყნის მაცხოვრის სილამაზეს. ისინი გამოხატავენ ჩვენი რწმენის უნივერსალურ სულს, სიყვარულსა და მარადიულობის იმედს. მათი მოზაიკა და […]

“ესაა მოწამვლა და ამაში ეჭვიც არ მეპარება” – ალექსეი ნავალნი ბერლინშიგადაიყვანეს

"ესაა მოწამვლა და ამაში ეჭვიც არ მეპარება" - ალექსეი ნავალნი ბერლინშიგადაიყვანეს

კომაში მყოფი რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი ომსკის საავადმყოფოდან ბერლინში სამკურნალოდ თვითმფრინავით გადაიყვანეს. ომსკის საავადმყოფოს ექიმების დასკვნით, პაციენტის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრებოდა და მათ ნავალნის გერმანიაში გადაყვანა დაუშვეს. ნავალნის ექიმის განცხადებით, მას ეჭვი საერთოდ არ ეპარება იმაში, რომ მისი პაციენტი მოწამლულია. “მცირედითაც არ მეპარება ეჭვი, რომ ეს არის მოწამვლა, რამაც გამოიწვია ტოქსიკური ენცელოპათია და კრუნჩხვითი სინდრომის კომა, არცერთი მეტაბოლური დარღვევა, განსაკუთრებით ნახშირწყლები, არ […]

ესპანეთში ბორდელები იხურება

ესპანეთში ბორდელები იხურება

კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო, ესპანეთში, კასტილია-ლა მანჩას რეგიონში ბორდელები დაიხურება. აღნიშნული გადაწყვეტყილება რეგიონის მთავრობამ მიიღო. კორონავირუსის გავრცელების შეჩერების მიზნით, ადგილობრივმა მთავრობამ რიგი შეზღუდვები დააწესა. კერძოდ, დაიხურება ღამის კლუბები, აიკრძალება ფიესტების გამართვა, ასევე საზოგადოებრივ ტრანსპორტში ჭამა და სმა. აღსანიშნავია, რომ კასტილია-ლა მანჩას რეგიონზე ესპანეთში რეგისტრირებული ბორდელების 80% მოდის. პანდემიის დაწყებიდან დღემდე ესპანეთში კორონავირუსის 377 906 შემთხვევა გამოვლინდა, […]

კიმ ჩენ ინმა ძალაუფლების ნაწილი თავის დას გადასცა

კიმ ჩენ ინმა ძალაუფლების ნაწილი თავის დას გადასცა

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა უფლებამოსილების ნაწილი უმცროს დას გადასცა. ინფორმაციას ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Yonhap-ი სამხრეთ კორეის დაზვერვაზე დაყრდნობით ავრცელებს. როგორც სამხრეთ კორეის დაზვერვაში აცხადებენ, კიმ ჩენ ინმა სახელმწიფო პოლიტიკის ნაწილზე პასუხისმგებლობა მის დას, კიმ იო ჩჟონს დააკისრა. გარდა ამისა, მისი და ვაშინგტონისა და სეულის მიმართულებებს კურირებს. უწყებაში აღნიშნავენ, რომ ის ფაქტობრივად ჩრდილოეთ კორეის […]

ალექსეი ნავალნი ღრმა კომაშია

ალექსეი ნავალნი ღრმა კომაშია

რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი, რომელიც სავარაუდოდ, მოწამლულია, ღრმა კომაში იმყოფება. „ტელეგრამ-არხი ბაზა“ იუწყება, რომ ექიმების ცნობით, ნავალნის კომის დონე შესაძლებელია, გლაზგოს კომის სკალის მიხედვით, 5 ბალით განისაზღვროს, რაც ერთ-ერთი კრიტიკული მაჩვენებელია. „ტელეგრამ-არხის“ მიხედვით, სამედიცინო დოკუმენტებში პოლიტიკოსის დიაგნოზი აღნიშნულია როგორც „უცხო გენეზის კომა, მძიმე მოწამვლა.“ სააგენტო „რია ნოვოსტის“ ინფორმაციით კი, ალექსეი ნავალნის მკურნალობა ადეკვატურ რეჟიმში გრძელდება. […]

ესპანეთში ღია ცის ქვეშ მოწევა აიკრძალება – რესტორნები და ბარები ღამის 1 საათზე დაიკეტება

ბარსელონას და მადრიდს შეზღუდვების შერბილების პირველ ეტაპზე გადასვლის უფლება მისცეს

ესპანეთში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ახალი წესები ამოქმედდა, მათ შორის არის ღია ცის ქვეშ მოწევის აკრძალვა, ღამის კლუბების დახურვა და ბარებისა და რესტორნებისთვის სამუშაო საათების განსაზღვრა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს. „არ შეიკრიბოთ ღია ცის ქვეშ წვეულებებზე, არ დალიოთ და არ მოწიოთ, როდესაც არ შეგიძლიათ მინიმუმ 2 მეტრიანი დისტანციის დაცვა. დაიცავით დისტანცია მეგობრებთან და ნუ შეიკრიბებით 10 […]

ალექსეი ნავალნი თვითმფრინავში მოწამლეს – ბორტი ომსკში საგანგებოდ დაჯდა – ვიდეო

ალექსეი ნავალნი თვითმფრინავში მოწამლეს - ბორტი ომსკში საგანგებოდ დაჯდა - ვიდეო

რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი უგონო მდგომარეობით საავადმყოფოშია მოთავსებული – პოლიტიკოსი, სავარაუდოდ, მოწამლეს. ნავალნის წარმომადგენელზე დაყრდნობით ინფორმაციას BBC ავრცელებს. ნავალნი ავად ფრენის დროს გახდა, ის ტომსკიდან მოსკოვში მიფრინავდა. თვითმფრინავი ომსკში საგანგებოდ დაეშვა. პოლიტიკოსის პრეს-სპიკერი კირა იარმუში “ტვიტერზე” წერს, რომ საწამლავი ნავალნის ჩაიში იყო შერეული, რადგან მას დილით სხვა არაფერი მიუღია. მისივე ინფორმაციით, პოლიტიკოსი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია მოთავსებული. ალექსეი ნავალნი ცნობილია, როგორც კორუფციის წინააღმდეგ აქტიური მებრძოლი, ის  ვლადიმერ პუტინის პარტიას “კრიმინალებისა და ქურდების პარტიას” უწოდებს. რუსთავი […]

ესპანეთში კოვიდ 19-ის 3.715 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

ესპანეთში 10 დღიანი გლოვა გამოცხადდა

ესპანეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის რეკორდულად მაღალი, 3.715 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში ვირუსის 1.535 შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით 131 ადამიანი გარდაიცვალა. ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ესპანეთში კორონავირუსის 370.867 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი. გარდაცვლილია 28.797 ადამიანი.

ესპანეთის ყოფილი მეფე ხუან კარლოსი გაერთიანებულ საამიროებში ცხოვრობს

ესპანეთის ყოფილი მეფე ხუან კარლოსი გაერთიანებულ საამიროებში ცხოვრობს

ესპანეთის სამეფო სახლი ადასტურებს, რომ ქვეყნის ყოფილი მეფე ხუან კარლოს პირველი 3 აგვისტოს შემდეგ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ცხოვრობს. სამეფო სახლის პრესსპიკერის განმარტებით, ხუან კარლოს პირველი 3 აგვისტოს შემდეგ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გაემგზავრა და იქ რჩება. მას სხვა დეტალებზე არ უსაუბრია. ესპანეთის დატოვების თაობაზე ხუან კარლოს პირველის მოულოდნელი გადაწყვეტილების შესახებ 3 აგვისტოს გახდა ცნობილი. ამ დრომდე ოფიციალურად […]