“ესაა მოწამვლა და ამაში ეჭვიც არ მეპარება” – ალექსეი ნავალნი ბერლინშიგადაიყვანეს

"ესაა მოწამვლა და ამაში ეჭვიც არ მეპარება" - ალექსეი ნავალნი ბერლინშიგადაიყვანესკომაში მყოფი რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი ომსკის საავადმყოფოდან ბერლინში სამკურნალოდ თვითმფრინავით გადაიყვანეს. ომსკის საავადმყოფოს ექიმების დასკვნით, პაციენტის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრებოდა და მათ ნავალნის გერმანიაში გადაყვანა დაუშვეს.

ნავალნის ექიმის განცხადებით, მას ეჭვი საერთოდ არ ეპარება იმაში, რომ მისი პაციენტი მოწამლულია.

“მცირედითაც არ მეპარება ეჭვი, რომ ეს არის მოწამვლა, რამაც გამოიწვია ტოქსიკური ენცელოპათია და კრუნჩხვითი სინდრომის კომა, არცერთი მეტაბოლური დარღვევა, განსაკუთრებით ნახშირწყლები, არ არის კომის მიზეზი,”- აცხადებს ალექსეი ნავალნის ექიმი ანასტასია ვასილიევა.

​აღნიშნულ ფაქტზე ექსპერტი აცხადებს, რომ მოწამვლის დასადგენად ომსკის კლინიკაში შესაბამისი ინფრასტრუქტურა არ არსებობს და ამის დასადგენად საჭიროა სკრინინგის დახვეწილი სისტემა.

ნავალნის თვითმფრინავი უკვე ბერლინშია. გავრცელებული ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ბორტზე სტაბილური იყო. ახლა კი, მისი ჯანმრთელობა უკვე გერმანელი ექიმების ხელშია. რუსი მედიკოსები კი, ნავალნის გერმანიაში გადაყვანის საჭიროებას ვერ ხედავდნენ და ამბობდნენ, რომ ის მოწამლული არ იყო.

პროცესში თითქმის მსოფლიო ჩაერთო. გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა იმედი გამოთქვა, რომ რუსეთი კონტაქტზე იქნება ამ საკითხთან დაკავშირებით და ნავალნის გერმანიაში გადაყვანის გამო, სიხარული გამოთქვა.

რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი 20 აგვისტოს ტომსკიდან მოსკოვში მიფრინავდა, როდესაც თვითმფრინავში შეუძლოდ გახდა. თვითმფრინავი ომსკში საგანგებოდ დაეშვა. ნავალნის გუნდში აცხადებენ, რომ პოლიტიკოსი მოწამლეს.

რუსთავი 2