ბეირუთში დაღუპულთა რიცხვი 100-მდე გაიზარდა, 4.000 დაშავებულია

ბეირუთში დაღუპულთა რიცხვი 100-მდე გაიზარდა, 4.000 დაშავებულიალიბანის დედაქალაქ ბეირუთში მომხდარი ძლიერი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 100-მდე, ხოლო დაშავებულთა რიცხვი 4.000-მდე გაიზრდა. ამ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ლიბანის ოფიციალური პირები მომხდარს ასაფეთქებელი ნივთიერებების საწყობს უკავშირებენ.

ქვეყნის პრეზიდენტმა მიშელ აუნმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ 2 750 ტონა ამონიუმის ნიტრატის საწყობში, უსაფრთხოების ნორმები დაცული არ იყო.

ამასთან, მედიის ინფორმაციით, ძლიერი აფეთქების შედეგად ლიბანში გაერო-ს დროებითი ძალების საზღვაო გემი დაზიანდა და რამდენიმე სამხედრო -საზღვაო მშვიდობისმყოფელი დაშავდა.

პრეზიდენტმა დღეისთვის მთავრობის საგანგებო სხდომა დანიშნა და განაცხადა, რომ ქვეყანაში 2-კვირიანი საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდება. გარდა ამისა, მიშელ აუნმა 3-დღიანი გლოვა გამოაცხადა.

იპნ