ესპანეთში ტურისტების რაოდენობა 97,7%-ით შემცირდა

ესპანეთში ტურისტების რაოდენობა 97,7%-ით შემცირდაესპანეთმა, მიმდინარე წლის ივნისში 204.926 საერთაშიროსო ტურისტი მიიღო, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 97.7%-ით ნაკლებია, – ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ქვეყნის სტატისტიკის ეროვნულ სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამავე სტატისტიკის თანახმად, ტურისტების მიერ აღნიშნულ პერიოდში დახარჯული თანხის საერთო მოცულობა წინა წელთან შედარებით 98.6%-ით შემცირდა.

გარდა ამისა, თითოეულმა ტურისტმა, საშუალოდ, 755 აშშ დოლარი დახარჯა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 40.8%-ით ნაკლებია.

იპნ