21 ივნისს ესპანეთში მთავრდება საგანგებო მდგომარეობა, რომელიც მთავრობამ 14 მარტს შემოიღო კოვიდ 19-ის პანდემიის გამო და რომელიც 6-ჯერ გაგრძელდა. 21 ივნისიდან ქვეყანაში იხსნება პროვინციებსა და ავტონომიებს შორის მოძრაობის შეზღუდვა. ამასთან, ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტრო მოქალაქეებს ურჩევს, უკიდურესი აუცილებლობის გარეშე, ქვეყნის შიგნით მოძრაობისგან ჯერჯერობით თავი შეიკავონ. 21 ივნისიდან ესპანეთი ხსნის საზღვრებს შენგენის ზონის ქვეყნებთან. შესაბამისად, ამ ქვეყნებიდან […]
კატეგორია: მსოფლიო
საფრანგეთში 21 ივნისიდან კინოთეატრები, 22 ივნისიდან კი კაზინოები იხსნება
საფრანგეთში ხვალიდან კინოთეატრები, ორშაბათიდან კი კაზინოები იხსნება, – ამის შესახებ ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს. გარდა ამისა, 11 ივლისიდან ქვეყანაში სტადიონებისა და იპოდრომების გახსნაც იგეგმება, თუმცა ერთდროულად 5 000-ზე მეტი ადამიანის შეკრება ნებადართული არ იქნება. ცნობისათვის, საფრანგეთში ღია კაფები და რესტორნები უკვე გაიხსნა, თუმცა 10-ზე მეტი ადამიანის თავშეყრა ჯერჯერობით აკრძალულია. ბოლო მონაცემებით, საფრანგეთში კორონავირუსის 159.452 შემთხვევაა […]
აშშ რამდენიმე ტიპის სამუშაო ვიზის გაცემას შეაჩერებს
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია უახლოეს დღეებში რამდენიმე ტიპის სამუშაო ვიზის გაცემის შეჩერების შესახებ გამოაცხადებს. ამის შესახებ თავის წყაროზე დაყრდნობით გამოცემა The New York Times-ი წერს. გამოცემის მტკიცებით, შესაბამის ბრძანებას ხელს დონალდ ტრამპი მოაწერს, რის შედეგადაც ამერიკულ კომპანიებში უცხოელთა დასაქმება უფრო რთული გახდება. გადაწყვეტილება შეეხება უცხო ქვეყნის იმ მოქალაქეებსაც, რომლებსაც უმაღლესი განათლება აშშ-ში აქვთ მიღებული. გარდა […]
ცუკერბერგმა ტრამპს ფეისბუქში პოსტები და რეკლამები წაუშალა
კომპანია „ფეისბუქმა“ დონალდ ტრამპის ის წინასაარჩევნო რეკლამები და პოსტები წაშალა, რომლებსაც თან ახლდა ამობრუნებული წითელი სამკუთხედი – სიმბოლო, რომელსაც ნაცისტურ გერმანიაში იყენებდნენ,– ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს. „ფეისბუქის“ განმარტებით, წითელ სამკუთხედს ნაცისტები პოლიტიკური პატიმრების ამოსაცნობად იყენებდნენ და ტრამპის წინასაარჩევნო რეკლამებსა და პოსტებში აღნიშნული სიმბოლოს გამოყენება ორგანიზებული სიძულვილის მიმართ კომპანიის პოლიტიკის დარღვევას წარმოადგენს. კომპანიის ინფორმაციით, თანდართული ტექსტი […]
ფაუჩი – “აშშ-ში კარანტინის საჭიროება აღარ არის”
აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის ხელმძღვანელი ენტონი ფაუჩი აცხადებს, რომ ქვეყანაში კარანტინი საჭიროება აღარ არის. „ბოლო დღეების განმავლობაში ვირუსით დაინფიცირების მასშტაბები შემცირდა. ვფიქრობ, რომ უკან, მკაცრი კარანტინის პირობებში დაბრუნების აუცლებლობა აღარ არის. ახლა ჩვენი მიზანია უკეთ გავაკონტროლოთ ის არეალები, სადაც ვირუსი ფართოდ არის გავრცელებული,“ – განაცხადა ფაუჩიმ. მისი თქმით, ქვეყნის იმ შტატებში, სადაც კორონავირუსის […]
15 წლის კარლო კუტისი შეიძლება წმინდანად შერაცხონ
ვატიკანში მსჯელობენ იმაზე, რომ 15 წლის კარლო კუტისი წმინდანად შერაცხონ და “ინტერნეტის წმინდა მფარველად” აღიარონ. კარლო კუტისი ლონდონში დაიბადა, იტალიურ მორწმუნე ოჯახში. დადიოდა ეკლესიაში, ესწრებოდა წირვებს, ეხმარებოდა უსახლკარო ადამიანებს და სკოლაშიც ყველას მოსარჩლე და მშვლელელი იყო, ვისაც ჩაგრავდნენ. გარდა ამისა, იყო ძალიან მხიარული, ფეხბურთი უყვარდა და ვიდეოთამაშები. განსაკუთრებით უყვარდა ინტერნეტი, ისე, როგორც ყველა მის თანატოლს. […]
რა სჭირს პრინც უილიამს? – საუკეთესო ექიმები მკურნალობენ, თუმცა პროგნოზი არაკეთილსაიმედოა
ბრიტანული ყვითელი პრესა პრინც უილიამის ჯანმრთელობის მდგომარეობის სერიოზული გაუარესების შესახებ წერს. ჟურნალისტები ამტკიცებენ, რომ ბრიტანეთის ტახტის მემკვიდრეს მხედველობა სწრაფად აკლდება და რამდენიმე წელიწადში მისი დაავადება შესაძლოა, სრული სიბრმავით დასრულდეს. ამის შესახებ გამოცემა Gossipcop სამეფო ოჯახთან დაახლოებულ წყაროზე დაყრდნობით წერს. წყაროს თქმით, პრინცის საუკეთესო ექიმები მკურნალობენ, თუმცა ექსპერტების პროგნოზი არცთუ კეთილსაიმედოა. ყველაზე პესიმისტური პროგნოზით, უილიამი შეიძლება […]
ფრანგმა ექიმებმა, მედდებმა, მომვლელებმა და სანიტრებმა ხელფასის მომატება მოითხოვეს
16 ივნისს, პარიზში ჯანდაცვის სამინისტროსთან საავადმყოფოების თანამშრომელთა აქცია გაიმართა მედდების, ექიმების, მომვლელებისა და სანიტრების მონაწილეობით. ისინი ქვეყნის ხელისუფლებისგან მყარ ფინანსურ გარანტიებს, ხელფასის მომატებას და საავადმყოფოების რეორგანიზაციას ითხოვენ. ინფორმაციას გამოცემა Le Monde ავრცელებს. საფრანგეთის პრეზიდენტი და ქვეყნის ხელისუფლების სხვადასხვა წარმომადგენლები პანდემიის პირობებში საჯარო გამოსვლებში ხაზგასმით უწოდებენ მედიკოსებს Covid 19-ის კრიზისის გმირებს, პერიოდულად ყველაზე რთულ დღეებში, იტალიის, […]
ტრამპი – “პოლიციის გარეშე ქაოსი იქნება, კანონის გარეშე – ანარქია” – პრეზიდენტმა პოლიციის რეფორმას ხელი მოაწერა
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, აღმასრულებელ განკარგულებას პოლიციის რეფორმის შესახებ ხელი მოაწერა. ბრძანება ითვალისწინებს სამართალდამცავების მიერ არასათანადო ქმედებების აღრიცხვას და მათი საქმიანობის ეფექტურობის ამაღლებას. პრეზიდენტმა თეთრ სახლში გამოსვლის დროს განაცხადა, რომ განკარგულების თანახმად, პოლიციელებს „მახრჩობელა ილეთების“ გამოყენება ეკრძალებათ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც პოლიციის ოფიცრის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. „ამერიკელებმა იციან სიმართლე: პოლიციის გარეშე ქაოსი იქნება, კანონის გარეშე – […]
ზელენსკის მეუღლე საავადმყოფოში გადაიყვანეს
უკრაინის პრეზიდენტის, ვლადიმირ ზელენსკის მეუღლე ელენა ზელენსკაია ორმხრივი პნევმონიით საავადმყოფოში გადაიყვანეს, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია პრეზიდენტის ოფისზე დაყრდნობით ავრცელებს. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ელენა ზელენსკაიას საშუალო სიმძიმის პნევმონია აღენიშნება. მისი მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია. შეგახსენებთ, უკრაინის პირველ ლედის კორონავირუსი რამდენიმე დღის წინ დაუდასტურდა, თუმცა მას სიმპტომები არ აღენიშნებოდა და სახლში, თვითიზოლაციაში იმყოფებოდა. იპნ










