წინასწარი შედეგების თანახმად, „სოციალისტური“ პარტიის წევრი ან იდალგო პარიზის მერად ხელმეორედ აირჩიეს, – ამის შესახებ ინფორმაციას „ესოშიეთიდ პრესი“ ავრცელებს. გამოცემის ინფორმაციით, არჩევნები პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის პარტიისთვის – „წინ რესპუბლიკა“ – წარუმატებელი აღმოჩნდა, ვინაიდან ქვეყნის უდიდეს ქალაქებში, მათ შორის მარსელში, ლიონში, სტრასბურგსა და ბორდოში, „მწვანეთა პარტიის“ კანდიდატები ლიდერობენ. „მწვანეების“ მხარდაჭერით სარგებლობდა პარიზის მერი ან იდალგოც. შეგახსენებთ, საფრანგეთში […]
კატეგორია: მსოფლიო
თურქეთში 5,2 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა
თურქეთში მიწისძვრა მოხდა. თურქეთის კატასტროფების და საგანგებო სიტუაციების მართვის ორგანოს (AFAD) თანახმად, მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრე 5.2 მაგნიტუდას შეადგენდა. მიწისძვრა მარმარისის მახლობლად, მუღლას პროვინციაში მოხდა. მიწისქვეშა ბიძგები იგრძნობოდა იზმირში, ანტალიასა და მის მიმდებარე პროვინციებში. მუღლას გუბერნატორის განცხადებით, მიწისძვრას ნგრევა და მსხვერპლი არ მოჰყოლია. იპნ
ბარსელონაში კოვიდ 19-ის კვალი 1 წლისა და 3 თვის წინანდელ წყლის ნიმუშებში იპოვეს – მსგავსი შედეგებია იტალიაშიც
ესპანელმა ვირუსოლოგებმა კოვიდ 19-ის კვალი აღმოაჩინეს ბარსელონას გამდინარე წყლის ნიმუშში, რომელიც 2019 წლის მარტშია აღებული ანუ ვირუსის ოფიციალურად გავრცელებამდე 9 თვით ადრე. ამის შესახებ განცხადება ბარსელონას უნივერსიტეტში 26 ივნისს გააკეთეს. ეს ფაქტი შეიძლება მიუთითებდეს იმაზე, რომ ახალი კორონავირუსის გავრცელება გაცილებით ადრე დაიწყო, ვიდრე ამას ფიქრობენ. თავდაპირველად უნივერსიტეტის მკვლევარებმა კოვიდ-19-ის კვალი 2020-ის 15 იანვრით დათარიღებულ, ანუ […]
პარიზში ორლის აეროპორტი გაიხსნა – პირველ ბორტს წყალი გადაასხეს
პარიზის ორლის აეროპორტიდან თითქმის სამთვიანი პაუზის შემდეგ 26 ივნისს გაიხსნა. საზეიმო განწყობის გამოხატვის ნიშნად, თვითმფრინავი, რომელმაც აეროპორტიდან გუშინ დილით პირველ რეისი შეასრულა, აფრენამდე წყლის ჭავლით დაასველეს. ორლის აეროპორტიდან ამ ეტაპზე რეისები 25 მიმართულებით შესრულდება. ცნობისათვის, კორონავირუსის ეპიდემიის გამო აეროპორტი 31 მარტს დაიხურა. იპნ
თურქეთში 5.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
თურქეთში 5.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. სეისმოლოგიური სამსახურის ინფორმაციით, მიწისძვრა ადგილობრივი დროით, 10:21 საათზე მოხდა. ეპიცენტრი მანისის პროვინციაში, მიწისქვეშ 4.1 კმ-ის სიღრმეში დაფიქსირდა. ბიძგები იგრძნობოდა იზმირში, აიდინესა და მუღლეშიც. თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მსხვერპლისა და დაშავებულების შესახებ ამ ეტაპზე ინფორმაცია არ ვრცელდება.
თურქეთში მიწისძვრა მოხდა
თურქეთის აღმოსავლეთით, ვანის პროვინციაში 5,4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი ოზალპის ოლქთან ახლოს, 6,9 კილომეტრის სიღრმეში იყო. პროვინციის გუბერნატორის თქმით, მიწისძვრის შედეგად დანგრეულია რამდენიმე შენობა, დაშავებულია ხუთი ადამიანი. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. დაშავებულები საავადმყოფოებში, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩებიან.
იაპონიაში 6.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
კალიფორნიაში 5.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
ესპანეთში საპენსიო მინიმუმის 1.084 ევრომდე გაზრდა მოითხოვეს
მადრიდის ცენტრში პარლამენტის შენობასთან ესპანელმა პენსიონერებმა და მათმა მხარდამჭერებმა მსვლელობა მოაწყეს. მათი მთავარი მოთხოვნა საპენსიო მინიმუმის გაზრდა იყო. პენსიონერები ითხოვენ, რომ ესპანეთის მთავრობამ საპენსიო მინიმუმი 1.084 ევროთი განსაზღვროს. როგორც ესპანეთის სოციალური დაცვისა და საპენსიო საკითხთა სამინისტრო ირწმუნება, ესპანეთში მაისში საშუალო თვიური პენსია 1.011 ევრო იყო, თუმცა დემონსტრანტები აცხადებენ, რომ პენსიების ნაწილი გაცილებით ნაკლებია. „მე არ […]
ძლიერი მიწისძვრა მექსიკაში – გამოცხადდა ცუნამის საშიშროება
ამერიკის ცუნამის შესახებ გაფრთხილების ეროვნული ცენტრი გვატემალაში, მექსიკაში, ჰონდურასსა და სალვადორში მოსალოდნელი ცუნამის შესახებ იუწყება, რაც დაკავშირებულია მექსიკის ქალაქ ოახაკა-დე-ხუარესის მახლობლად მომხდარ ძლიერ მიწისძვრასთან. მექსიკის სეისმოლოგიის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ამ ტერიტორიაზე მიწისძვრის სიმძლავრემ 7.5 მაგნიტუდა შეადგინა, რომლის ეპიცენტრი 12 კილომეტრის სიღრმეში მდებარეობდა. იპნ








