საფრანგეთში 21 ივნისიდან კინოთეატრები, 22 ივნისიდან კი კაზინოები იხსნება

საფრანგეთში 21 ივნისიდან კინოთეატრები, 22 ივნისიდან კი კაზინოები იხსნებასაფრანგეთში ხვალიდან კინოთეატრები, ორშაბათიდან კი კაზინოები იხსნება, – ამის შესახებ ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

გარდა ამისა, 11 ივლისიდან ქვეყანაში სტადიონებისა და იპოდრომების გახსნაც იგეგმება, თუმცა ერთდროულად 5 000-ზე მეტი ადამიანის შეკრება ნებადართული არ იქნება.

ცნობისათვის, საფრანგეთში ღია კაფები და რესტორნები უკვე გაიხსნა, თუმცა 10-ზე მეტი ადამიანის თავშეყრა ჯერჯერობით აკრძალულია.

ბოლო მონაცემებით, საფრანგეთში კორონავირუსის 159.452 შემთხვევაა დადასტურებული, გარდაცვლილია 29.617 ადამიანი.

დაინფიცირებულთა რაოდენობით ქვეყანა მე-15 ადგილზე დგას მსოფლიოში.

იპნ