21 ივნისს ესპანეთში საგანგებო მდგომარეობა მთავრდება

21 ივნისს ესპანეთში საგანგებო მდგომარეობა მთავრდება21 ივნისს ესპანეთში მთავრდება საგანგებო მდგომარეობა, რომელიც მთავრობამ 14 მარტს შემოიღო კოვიდ 19-ის პანდემიის გამო და რომელიც 6-ჯერ გაგრძელდა.

21 ივნისიდან ქვეყანაში იხსნება პროვინციებსა და ავტონომიებს შორის მოძრაობის შეზღუდვა. ამასთან, ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტრო მოქალაქეებს ურჩევს, უკიდურესი აუცილებლობის გარეშე, ქვეყნის შიგნით მოძრაობისგან ჯერჯერობით თავი შეიკავონ.
21 ივნისიდან ესპანეთი ხსნის საზღვრებს შენგენის ზონის ქვეყნებთან. შესაბამისად, ამ ქვეყნებიდან ჩასულ პირებს აღარ მოუწევთ აუცილებელი 2 კვირიანი კარანტინის გავლა.

გამონაკლისი მხოლოდ პორტუგალიაა, რომელთანაც ესპანეთი საზღვარს 1 ივლისს გახსნის.

15 ივნისიდან ბალეარის კუნძულებზე გერმანელი ტურისტების ჩასვლა დაიწყო.
ესპანეთში ჩასულ უცხოელებს 3 კონტროლის გავლა მოუწევთ – საბუთების, ტემპერატურის და ვიზუალური.