უცხოელმა ავიაგადამზიდავებმა მიიღეს შეტყობინება, რომ ისრაელში უცხო ქვეყნის მოქალაქეთა შეშვებაზე დაწესებული აკრძალვა 1 ივლისამდე გახანგრძლივდა. ამის შესახებ გაზეთი „მაარივი“ იუწყება. „ისრაელში უცხოელების შესვლაზე დაწესებული აკრძალვა საერთაშორისო ავიაკომპანიებისთვის გახანგრძლივებულია ივლისის დასაწყისამდე. საერთაშორისო ავიაკომპანიებს ეცნობათ, რომ შეზღუდვები, რომლებიც გამოწვეულია კორონავირუსთან დაკავშირებული პანდემიის გამო, გაგრძელდა, მინიმუმ, 1-ელ ივლისამდე“, – აღნიშნულია პუბლიკაციაში. უცხო ქვეყნის მოქალაქეთა შეშვებაზე აკრძალვა ისრაელმა მარტის […]
კატეგორია: მსოფლიო
მიხეილ ეფრემოვს, რომელმაც ავარიაში კაცი მოკლა, შინაპატიმრობა შეუფარდეს
9 ივნისს მოსკოვის ტაგანის რაიონულმა სასამართლომ რუსეთის დამსახურებულ არტისტ მიხეილ ეფრემოვს აღმკვეთ ღონისძიებად შინაპატიმრობა განუსაზღვრა. შინაპატიმრობა 9 აგვისტომდე გაგრძელდება. მიხეილ ეფრემოვს ეკრძალება ურთიერთობა მოწმეებთან, დაზარალებულებთან და ბრალდებულებთან. მას ასევე არ შეუძლია ინტერნეტის გამოყენება საქმესთან დაკავშირებული მასალების გასაცნობად. ტელეფონით სარგებლობა მსახიობს მხოლოდ ადვოკატთან სასაუბროდ და საგანგებო სამსახურების გამოსაძახებლად შეუძლია. ეფრემოვი სასამართლოზე პრაქტიკულად არ ლაპარაკობდა. სხდომის დასაწყიში […]
ირანში 5.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
ირანში 5.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას ‘”როიტერსი” ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ცნობით, მიწისქვეშა ბიძგები ქვეყნის სამხრეთით, ფარსის პროვინციაში მოხდა. ინფორმაცია მსხვერპლისა და დაშავებულების შესახებ არ ვრცელდება. იპნ
პოლონეთის პოლიციამ 3 ტონაზე მეტი კოკაინი ამოიღო
პოლონეთის პოლიციამ სამ ტონაზე მეტი კოკაინი ამოიღო, რომელიც გაყინული ანანასის კასრებში იყო დამალული. ნარკოტიკული საშუალების საერთო ღირებულება 760 მილიონ აშშ დოლარს აჭარბებს, რაც პოლონეთისთვის რეკორდულია. პოლიციის ინფორმაციით, ტვირთი ჩრდილოეთით მდებარე საპორტო ქალაქ გდინიაში იყო დასაწყობებული. კოკაინის გადატანა გემის საშუალებით ეკვადორიდან ჰამბურგში ხდებოდა. სამართალდამცვლებმა გამოძიების შედეგად სამი მამაკაცი დააკავეს, რომელთა ასაკიც 64-დან 71 წლამდეა. ნარკოტიკებთან ბრძოლის სამსახურის […]
ბურუნდის პრეზიდენტი გულის შეტევით გარდაიცვალა
ბურუნდის პრეზიდენტი პიერ ნკურუნზიზა 55 წლის ასაკში გულის შეტევით გარდაიცვალა, – ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. გამოცემის ცნობით, პრეზიდენტი პიერ ნკურუნზიზა კვირას საავადმყოფოში მას შემდეგ გადაიყვანეს, რაც მან თავი შეუძლოდ იგრძნო. ცნობისათვის, პიერ ნკურუნზიზა ქვეყანას 15 წლის განმავლობაში მართავდა. ის მიმდინარე წლის აგვისტოში გადადგომას აპირებდა.
ფლოიდის მკვლელობაში ბრალდებულ შოვინს 1,25 მილიონის გირაო შეეფარდა
ჯორჯ ფლოიდის მკვლელობაში ბრალდებულ პოლიციელს სასამართლომ გირაო1,25 მილიონი დოლარი შეუფარდა. ჯორჯ ფლოიდის მკვლელობაში ბრალდებულ პოლიციელი გირაოს სახით 1,25 მილიონი დოლარს გადაიხდის. შესაბამისი გადაწყვეტილება სასამართლომ მიიღო, რომლის წინაშეც 44 წლის დერეკ შოვინი პირველად წარდგა. ინფორმაციას “ბიბისი” ავრცელებს. როგორც „ბიბისი“ წერს, შოვინი სასამართლო სხდომაზე დისტანციურ რეჟიმში წარდგა. 15-წუთიანი მოსმენის დროს მას არ უსაუბრია. შოვინს ბორკილები ედო და ნარინჯისფერი ფორმა ეცვა. ამჟამად […]
სიეტლში პოლიციამ აქცია ძალის გამოყენებით დაშალა
სიეტლში სამართალდამცავებმა საპროტესტო აქცია მანათობელი ყუმბარებისა და ძალის გამოყენებით დაშალეს, – ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომანია CNN-ი ავრცელებს. სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ გავრცელდა ვიდეო კადრები, სადაც ისმის პოლიციელების ხმა, რომლებიც მომიტინგეებს აფთხილებენ. კადრებში ჩანს თეთრი კვამლი და ისმის ხმაური. აღსანიშნავია, რომ საპროტესტო აქციის დაშლამდე სიეტლის პოლიციის დეპარტამენტმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ გამაფრთხილებელი პოსტი გამოაქვეყნა. შეგახსენებთ, რამდენიმე საათის წინ სიეტლის […]
ნიუ იორკში კომენდანტის საათი უქმდება
ნიუ-იორკის მერის ბილ დე ბლაზიოს განცხადებით, “კომენდანტის საათი” აღარ გაგრძელდება, რომელიც კვირას იწურება. ამის შესახებ მერმა „ტვიტერის“ გერდზე დაწერა. „ჩვენ ვაუქმებთ “კომენდანტის საათს”. ეს გადაწყვეტილება ძალაში დაუყოვნებლივ შევა. გუშინ და გასული ღამით ქალაქის მოსახლეობამ საკუთარი თავის საუკეთესო მხრიდან აჩვენა“ , – განაცხადა ნიუ-იორკის მერმა. გარდა ამისა, მისი თქმით, ორშაბათს ქალაქში სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური ზომების მოხსნის პირველ ფაზას იწყებს, […]
ფაშინიანი – “ჩვენ უკვე ჯოჯოხეთში ვართ”
სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი იმ მოქალაქეებს მიმართავს, რომლებსაც კორონავირუსის არსებობის არ სჯერათ. „ამბობენ, რომ ეს სიცრუეა, რომ კორონავირუსი არ არსებობს და მთავრობა ციფრებს იმიტომ აქვეყნებს, რომ დახმარება მიიღოს. თითქოს, ჩვენი ხელისუფლება ასე ხშირად ითხოვდეს დახმარებას საჭიროების გარეშე. რა თქმა უნდა, კორონავირუსის შესახებ ბევრი რამ სულ ცოტა ხნის წინ გავიგეთ, ჩვენთვის უფრო სასარგებლო იქნებოდა, რომ უფრო […]
ჯასტინ ტრუდომ ჯორჯ ფლოიდის ხსოვნის აქციაზე დაიჩოქა
კანადის პრემიერ-მინისტრმა, ჯასტინ ტრუდომ ოტავაში გამართულ რასიზმის საწინააღმდეგო აქციაზე დაიჩოქა, რითაც მან სოლიდარობა გამოხატა აშშ-ში მიმდინარე საპროტესტო აქციების მონაწილეების მიმართ. ჯასტინ ტრუდო ოტავაში, პარლამენტის შენობასთან გამართულ აქციაზე შავი პირბადით მივიდა და დემონსტრანტებს შეუერთდა, რომლებიც 9 წუთიანი დუმილით პატივს მიაგებდნენ აშშ-ის ქალაქ მინეაპოლისში პოლიციის ძალადობის შედეგად დაღუპული ჯორჯ ფლოიდის ხსოვნას. კანადის პრემიერ-მინისტრს აქციაზე კომენტარი არ გაუკეთებია. შეგასენებთ, […]









