ჯორჯ ფლოიდის მკვლელობაში ბრალდებულ პოლიციელს სასამართლომ გირაო1,25 მილიონი დოლარი შეუფარდა. ჯორჯ ფლოიდის მკვლელობაში ბრალდებულ პოლიციელი გირაოს სახით 1,25 მილიონი დოლარს გადაიხდის. შესაბამისი გადაწყვეტილება სასამართლომ მიიღო, რომლის წინაშეც 44 წლის დერეკ შოვინი პირველად წარდგა. ინფორმაციას “ბიბისი” ავრცელებს. როგორც „ბიბისი“ წერს, შოვინი სასამართლო სხდომაზე დისტანციურ რეჟიმში წარდგა. 15-წუთიანი მოსმენის დროს მას არ უსაუბრია. შოვინს ბორკილები ედო და ნარინჯისფერი ფორმა ეცვა. ამჟამად […]
კატეგორია: მსოფლიო
სიეტლში პოლიციამ აქცია ძალის გამოყენებით დაშალა
სიეტლში სამართალდამცავებმა საპროტესტო აქცია მანათობელი ყუმბარებისა და ძალის გამოყენებით დაშალეს, – ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომანია CNN-ი ავრცელებს. სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ გავრცელდა ვიდეო კადრები, სადაც ისმის პოლიციელების ხმა, რომლებიც მომიტინგეებს აფთხილებენ. კადრებში ჩანს თეთრი კვამლი და ისმის ხმაური. აღსანიშნავია, რომ საპროტესტო აქციის დაშლამდე სიეტლის პოლიციის დეპარტამენტმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ გამაფრთხილებელი პოსტი გამოაქვეყნა. შეგახსენებთ, რამდენიმე საათის წინ სიეტლის […]
ნიუ იორკში კომენდანტის საათი უქმდება
ნიუ-იორკის მერის ბილ დე ბლაზიოს განცხადებით, “კომენდანტის საათი” აღარ გაგრძელდება, რომელიც კვირას იწურება. ამის შესახებ მერმა „ტვიტერის“ გერდზე დაწერა. „ჩვენ ვაუქმებთ “კომენდანტის საათს”. ეს გადაწყვეტილება ძალაში დაუყოვნებლივ შევა. გუშინ და გასული ღამით ქალაქის მოსახლეობამ საკუთარი თავის საუკეთესო მხრიდან აჩვენა“ , – განაცხადა ნიუ-იორკის მერმა. გარდა ამისა, მისი თქმით, ორშაბათს ქალაქში სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური ზომების მოხსნის პირველ ფაზას იწყებს, […]
ფაშინიანი – “ჩვენ უკვე ჯოჯოხეთში ვართ”
სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი იმ მოქალაქეებს მიმართავს, რომლებსაც კორონავირუსის არსებობის არ სჯერათ. „ამბობენ, რომ ეს სიცრუეა, რომ კორონავირუსი არ არსებობს და მთავრობა ციფრებს იმიტომ აქვეყნებს, რომ დახმარება მიიღოს. თითქოს, ჩვენი ხელისუფლება ასე ხშირად ითხოვდეს დახმარებას საჭიროების გარეშე. რა თქმა უნდა, კორონავირუსის შესახებ ბევრი რამ სულ ცოტა ხნის წინ გავიგეთ, ჩვენთვის უფრო სასარგებლო იქნებოდა, რომ უფრო […]
ჯასტინ ტრუდომ ჯორჯ ფლოიდის ხსოვნის აქციაზე დაიჩოქა
კანადის პრემიერ-მინისტრმა, ჯასტინ ტრუდომ ოტავაში გამართულ რასიზმის საწინააღმდეგო აქციაზე დაიჩოქა, რითაც მან სოლიდარობა გამოხატა აშშ-ში მიმდინარე საპროტესტო აქციების მონაწილეების მიმართ. ჯასტინ ტრუდო ოტავაში, პარლამენტის შენობასთან გამართულ აქციაზე შავი პირბადით მივიდა და დემონსტრანტებს შეუერთდა, რომლებიც 9 წუთიანი დუმილით პატივს მიაგებდნენ აშშ-ის ქალაქ მინეაპოლისში პოლიციის ძალადობის შედეგად დაღუპული ჯორჯ ფლოიდის ხსოვნას. კანადის პრემიერ-მინისტრს აქციაზე კომენტარი არ გაუკეთებია. შეგასენებთ, […]
ნორვეგიაში მეწყერმა სახლები ზღვაში ჩაიტანა – ვიდეო
ნორვეგიაში მეწყერმა სახლები ზღვაში ჩაიტანა. როგორც CNN წერს, შემთხვევა გასულ ოთხშაბათს, ალტას მუნიციპალიტეტში მოხდა. მოულოდნელად მიწის დიდი ნაჭერი მოწყდა და ზღვაში ჩასრიალდა. გამოცემის ცნობით, შემთხვევის შედეგად 8 სახლი განადგურდა. ნორვეგიელი ოფიციალური პირების განცხადებით, არავინ დაშავებულა და იქ მცხოვრებლები ევაკუირებულნი იყვნენ. ნორვეგიის წყლისა და ენერგორესურსების ხელმძღვანელი, ანდერს ბიორდალი ამბობს, რომ მსგავსი შემთხვევები ნორვეგიაში ყოველ ერთ, ან ორ წელიწადში […]
ტრამპი – “კოვიდ 19-ის ვაქცინაზე უახლოეს დღეებში პოზიტიური სიურპრიზი გელით”
დონალდ ტრამპის განცხადებით, უახლოეს დღეებში კორონავირუსის ვაქცინასთან დაკავშირებით პოზიტიური სიურპრიზი გახდება ცნობილი. ამის შესახებ განცხადება აშშ-ის პრეზიდენტმა თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. „გუშინ მქონდა შეხვედრა ვაქცინებთან დაკავშირებით და ჩვენ ძალიან კარგი, საოცარი დინამიკა გვაქვს ამ მიმართულებით. ვფიქრობ, უახლოეს ხანში პოზიტიური სიურპრიზი გელით. ასევე ძალიან კარგი, საოცარი ტემპით მიმდინარეობს მედიკამენტებზე მუშაობა. ფაქტობრივად, ჩვენ გვაქვს ტრანსპორტირებისთვის მომზადებული […]
პუტინმა ვიდეო-კონფერენციის დროს აუშენებელი საავადმყოფო ჩაიბარა
რუსეთის ფედერაციაში, ულან-უდეში, კორონავირუსით დაინფიცირებული პაციენტებისთვის განკუთვნილი თავდაცვის სამინისტროს ჰოსპიტალი, რომელიც ვლადიმერ პუტინს უკვე ჩააბარეს, დაუსრულებელი აღმოჩნდა. ამის შესახებ, ადგილობრივმა დეპუტატმა ბაირ ცირენოვმა განაცხადა და შესაბამისი ფოტოებიც გამოამზეურა. ულან-უდეს სამხედრო ჰოსპიტალი რუსეთის პრეზიდენტმა ვიდეოკონფერენციის დროს 15 მაისს ჩაიბარა. ორი კვირის შემდეგ, დეპუტატმა ობიექტის მონახულება გადაწყვიტა და გაარკვია, რომ სამშენებლო სამუშაოები შენობის შიგნით ჯერ კიდევ გრძელდება. […]
ბილ გეითსი – “მიკროჩიპებთან არავითარი კავშირი არ მაქვს”
ამერიკელი მილიარდერი და კომპანია „მაიქროსოფთის“ დამფუძნებელი ბილ გეითსი კაცობრიობის მიკროჩიპირების თაობაზე მის შესახებ “გავრცელებულ შეთქმულების თეორიას“ უარყოფს. ამის შესახებ გამოცემა „ბიზნეს ინსაიდერი“ წერს. საქმე ეხება საზოგადოების ნაწილში გავრცელებულ თეორიებს, რომლის თანახმადაც თითქოსდა, ბილ გეითსი კორონავირუსის ვაქცინის გამოყენებით, კაცობრიობის ჩიპირებას აპირებს. ბილ გეითსის თქმით, მისთვის ძნელია ამ გამონაგონის უარყოფა, რადგან ისინი „ასეთი სულელურია“. მედიასაშუალების ცნობით, მილიარდერმა უარყო […]
ფაშინიანი – „ცუდი ამბავი გვაქვს, 697 ახალი შემთხვევა დადასტურდა”
სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 697 ახალი შემთხვევა დადასტურდა, – ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა „ფეისბუქ“ ლაივის დროს განაცხადა. „ცუდი ამბავი გვაქვს, სიტუაცია უარესდება, 697 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ეს იმას ნიშნავს, რომ გვყავს ადამიანები, რომლებსაც ჰოსპიტალიზაცია სჭირდებათ, მაგრამ ჩვენ მათი დროულად ჰოსპიტალიზაციის საშუალება არ გვაქვს,“ – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა. მისივე თქმით, ქვეყანაში ათასობით ასიმპტომური პაციენტია, […]










