კატეგორია: მსოფლიო

ჯორჯ ფლოიდის დასაკავებლად პოლიცია “ქაფს ფუდის” გამყიდველმა გამოიძახა

„ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ უმჯობესია, თუ მხოლოდ ძალადობრივი დანაშაულის შემთხვევაში დავრეკავთ პოლიციაში“,- განაცხადა „ქაფს ფუდის“ მფლობელმა, რომლის ერთ-ერთმა თანამშრომელმა ჯორჯ ფლოიდის მიერ შესაძლო ყალბი კუპიურის გამოყენების შესახებ პოლიციას აცნობა. „მას ეგონა, რომ პოლიციაში აუცილებლად უნდა დაერეკა, ეს კი თავისთავად ჯორჯ ფლოიდის მკვლელობით არ უნდა დასრულებულიყო. როცა ჩვენ პოლიციას ვიძახებთ, ეს სიკვდილის განაჩენს არ უნდა უდრიდეს“, განაცხადა […]

ბარსელონაში კოვიდ 19-ით ინფიცირებულს ექიმები პლაჟზე ასეირნებენ

ბარსელონაში, კლინიკა ჰოსპიტალ დელ მარის პერსონალი კოვიდინფიცირებული პაციენტების მკურნალობის კურსის ფარგლებში ავადმყოფებს სანაპიროზე ასეირნებს. ამის შესახებ BBC იტყობინება. გამოცემის ინფორმაციით, ეს მეთოდი ინტენსიური თერაპიის მუშაობის ჰუმანიზაციაზე გათვლილი. სათანადოდ ეკიპირებულ მედმუშაკებს პაციენტები პლაჟზე საწოლებით გაჰყავთ. მათი თქმით, ეს გამოჯანმრთელების პროცესს ამარტივებს. იმედინიუსი

კონტე – “ინფიცირებათა რაოდენობა შემცირდა, მაგრამ პირბადე მაინც უნდა ვატაროთ”

იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯუზეპე კონტემ განაცხადა, რომ ქვეყანამ პანდემიის კრიტიკული მომენტი გადალახა, თუმცა ახლა ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლის დროა. „4 მაისიდან წარმოება გავხსენით და ვირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით მონაცემები იმედის მომცემია. კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა და შემცირებას განაგრძობს ქვეყნის მასშტაბით. ახლა ჩვენ პანდემიის კრიტიკული მომენტი გადავლახეთ, თუმცა ეკონომიკური კრიზისის მწვავე მომენტი დაიწყო“, – განაცხადა იტალიის პრემიერმა. […]

ჯორჯ ფლოიდის მკვლელობაში ბრალდებულ დერეკ შოვინს ბრალი დაუმძიმდა

მინესოტას შტატის გუბერნატორის, ემი კლობუშარის განცხადებით, შტატის გენერალურმა პროკურორმა, კიტ ელისონმა ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის ინციდენტში მონაწილე კიდევ სამ პოლიციელს წაუყენა ბრალი, ხოლო თავად დერეკ შოვინს კი ბრალი მეორე ხარისხის მკვლელობით შეუცვალეს. „მინესოტას გენერალურმა პროკურორმა, კიტ ელისონმა დერეკ შოვინს ბრალი შეუცვალა. მას ახლა ბრალი მეორე ხარისხის მკვლელობაში ედება. ასევე ბრალი წაუყენეს სამ სხვა ოფიცერს, ეს სამართლიანობისკენ გადადგმული […]

ესპანეთის პარლამენტმა საგანგებო მდგომარეობა 21 ივნისამდე გაახანგრძლივა

ესპანეთის პარლამენტმა ქვეყანაში კორონავირუსის გამო დაწესებული საგანგებო მდგომარეობა 21 ივნისამდე გაახანგრძლივა. აღსანიშნავია, რომ ესპანეთში საგანგებო მდგომარეობა უკვე მეექვსედ გახანგრძლივდა. საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივება ესპანეთში შეზღუდვების მოხსნის ფონზე ხდება. „ჩვენ ყველაზე საშინელი პანდემია გადავლახეთ“, – განაცხადა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა. მისივე განმარტებით, უმკაცრესი შეზღუდვების დაწესებამ ვირუსის გავრცელების გაკონტროლების შესაძლებლობა განაპირობა. ბოლო მონაცემებით, ესპანეთში პანდემიის დაწყებიდან […]

ესპერი – “ჯარს არეულობების წინააღმდეგ არ გამოვიყენებთ”

აშშ-ის თავდაცვის მდივანი მარკ ესპერი აცხადებს, რომ აშშ-ში არეულობის შესაჩერებლად მოქმედი სამხედრო ძალების განლაგების წინააღმდეგია. „მე მხარს არ ვუჭერ „ამბოხების შესახებ კანონის“ ამოქმედებას. მოქმედი სამხედრო ძალების სამართალდამცველების როლში გამოყენება მხოლოდ უკიდურეს, გადაუდებელ და მწვავე შემთხვევებში შეიძლება. ამჟამად ჩვენ არც ერთი ეს სიტუაცია არ გვაქვს“, – განაცხადა მან პენტაგონში გამოსვლისას. აქვე თავდაცვის მდივანმა აფრო-ამერიკელი ჯორჯ ფლოიდის მკვლელობას […]

გრეგ პოპოვიჩი – “ტრამპი ნამდვილი გიჟია, ის არასდროს იქნება დიდი ადამიანი”

“სან ანტონიო სპურსის” ლეგენდარულმა მწვრთნელმა გრეგ პოპოვიჩმა ამერიკის შეერთებულ შტატებში მიმდინარე მოვლენების შესახებ გააკეთა კომენტარი და ძალიან ღირსეული სიტყვით წარდგა. “ამდენი ხნის განმავლობაში ვხედავთ პოლიციის მხრიდან ძალადობასა და რასიზმის გამოვლინებებს, თუმცა არაფერი იცვლება. ეს კი მე მაგიჟებს. სწორედ ამიტომ ამოიფრქვა საპროტესტო ტალღები. თუმცა შესაბამისი ლიდერისა და პრობლემის გაანალიზების გარეშე, რეალურად მაინც არაფერი შეიცვლება. თეთრკანიანი ამერიკელები […]

იტალია დღეიდან ევროპელი ტურისტებისთვის საზღვრებს ხსნის

იტალია დღეიდან ევროპის ქვეყნების უმეტესობისთვის საზღვრებს ხსნის. მედიის ინფორმაციით, შეზღუდვები იხსნება ქვეყნის შიგნით გადაადგილებაზეც. „ვაცნობიერებთ რისკს, რომ შესაძლოა, გავრცელების მაჩვენებელი კვლავ გაიზარდოს. თუმცა ეს რისკი უნდა მივიღოთ, სხვაგვარად ვერადროს მოვახერხებთ გახსნას,“- განაცხადა იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯუზეპე კონტემ. შეგახსნენებთ, იტალია კორონავირუსისგან ერთ-ერთო ყველაზე მეტად დაზარალებული ქვეყანაა მსოფლიოში. ბოლო მონაცემებით, იტალიაში „კოვიდ 19“-ით 230.000-ზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა და […]

ჯორჯ ფლოიდი ყალბი 20 დოლარიანით სიგარეტის ყიდვის ბრალდებით დააკავეს – ინციდენტი, რომელმაც მსოფლიოს კორონავირუსი დაავიწყა

46 წლის შავ­კა­ნი­ა­ნი მა­მა­კა­ცის, ჯორჯ ფლო­ი­დის გარ­დაც­ვა­ლე­ბას აშშ-ში და ასე­ვე მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბის ტალ­ღა მოჰ­ყვა. მომ­ხდარ­ში სა­ზო­გა­დო­ე­ბა პო­ლი­ცი­ე­ლებს ადა­ნა­შა­უ­ლებს. პროტესტი იმდენად მასშტაბურია, რომ მსოფლიოს კორონავირუსი გადაავიწყა. შემ­თხვე­ვა ქა­ლაქ მი­ნე­ა­პო­ლის­ში მოხ­და. ფლო­იდს და­კა­ვე­ბის დროს პო­ლი­ცი­ელ­მა ყელ­ზე მუხ­ლი და­ა­ჭი­რა და მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ჯორ­ჯი ევედ­რე­ბო­და, გა­ეშ­ვა, რად­გა­ნაც ვერ სუნ­თქავ­და, პო­ლი­ცი­ელ­მა თხოვ­ნა არ გა­ით­ვა­ლის­წი­ნა. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, რო­დე­საც […]

ესპანეთში ბოლო 24 საათში კოვიდ 19-გან არც ერთი ადამიანი არ გარდაცვლილა

ესპანეთში პირველად ბოლო 2 თვის მანძილზე, ბოლო 24 საათში, კოვიდ 19-გან არც ერთი ადამიანი არ გარდაცვლილა. ქვეყნის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სამსახურის უფროსმა ფერნანდო სიმონმა განაცხადა, რომ ეს ძალიან გამამხნევებელი ინფორმაციაა. მისივე თქმით, ბოლო 24 საათში ესპანეთში ახალი ინფიცირების მხოლოდ 71 შემთხვევა დაფიქსირდა. “ჩვენ პანდემიის განვითარების თვალსაზრისით ამჟამად ძალიან კარგ პოზიციაზე ვართ” – დასძინა ფერნანდო სიმონმა. […]