ნორვეგიაში მეწყერმა სახლები ზღვაში ჩაიტანა – ვიდეო

ნორვეგიაში მეწყერმა სახლები ზღვაში ჩაიტანა - ვიდეონორ­ვე­გი­ა­ში მე­წყერ­მა სახ­ლე­ბი ზღვა­ში ჩა­ი­ტა­ნა. რო­გორც CNN წერს, შემ­თხვე­ვა გა­სულ ოთხშა­ბათს, ალ­ტას მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში მოხ­და. მო­უ­ლოდ­ნე­ლად მი­წის დიდი ნა­ჭე­რი მო­წყდა და ზღვა­ში ჩას­რი­ალ­და.

გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, შემ­თხვე­ვის შე­დე­გად 8 სახ­ლი გა­ნად­გურ­და. ნორ­ვე­გი­ე­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბის გან­ცხა­დე­ბით, არა­ვინ და­შა­ვე­ბუ­ლა და იქ მცხოვ­რებ­ლე­ბი ევა­კუ­ი­რე­ბულ­ნი იყ­ვნენ.

ნორ­ვე­გი­ის წყლი­სა და ენერ­გო­რე­სურ­სე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი, ან­დერს ბი­ორ­და­ლი ამ­ბობს, რომ მსგავ­სი შემ­თხვე­ვე­ბი ნორ­ვე­გი­ა­ში ყო­ველ ერთ, ან ორ წე­ლი­წად­ში ერთხელ ხდე­ბა, თუმ­ცა მი­სი­ვე თქმით, ალ­ტას მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში ასე­თი მძლავ­რი მე­წყე­რის შემ­თხვე­ვა პირ­ვე­ლია.

ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბის თქმით, ისი­ნი ამ ტე­რი­ტო­რი­ას რამ­დე­ნი­მე დღის გან­მავ­ლო­ბა­ში აკ­ვირ­დე­ბოდ­ნენ, იცოდ­ნენ სა­შიშ­რო­ე­ბის შე­სა­ხებ და ამი­ტო­მაც მო­ხერ­ხდა, რომ ადა­მი­ა­ნე­ბის ევა­კუ­ი­რე­ბა მო­ას­წრეს და არა­ვინ და­შა­ვე­ბუ­ლა.

არ­სე­ბობს მომ­ხდა­რის ამ­სახ­ვე­ლი შო­კის­მომ­გვრე­ლი ვი­დე­ოც, რო­მე­ლიც არა­რე­ა­ლურს ჰგავს, თუმ­ცა ნამ­დვი­ლია.

ამბები