კატეგორია: მსოფლიო

ესპერი – “ჯარს არეულობების წინააღმდეგ არ გამოვიყენებთ”

მარკ ესპერი - "წლის ბოლომდე მზად გვექნება იმდენი ვაქცინა, რომ ამერიკაში და ამერიკის გარეთ ვუმკურნალოთ ხალხს"

აშშ-ის თავდაცვის მდივანი მარკ ესპერი აცხადებს, რომ აშშ-ში არეულობის შესაჩერებლად მოქმედი სამხედრო ძალების განლაგების წინააღმდეგია. „მე მხარს არ ვუჭერ „ამბოხების შესახებ კანონის“ ამოქმედებას. მოქმედი სამხედრო ძალების სამართალდამცველების როლში გამოყენება მხოლოდ უკიდურეს, გადაუდებელ და მწვავე შემთხვევებში შეიძლება. ამჟამად ჩვენ არც ერთი ეს სიტუაცია არ გვაქვს“, – განაცხადა მან პენტაგონში გამოსვლისას. აქვე თავდაცვის მდივანმა აფრო-ამერიკელი ჯორჯ ფლოიდის მკვლელობას […]

გრეგ პოპოვიჩი – “ტრამპი ნამდვილი გიჟია, ის არასდროს იქნება დიდი ადამიანი”

გრეგ პოპოვიჩი - "ტრამპი ნამდვილი გიჟია, ის არასდროს იქნება დიდი ადამიანი"

“სან ანტონიო სპურსის” ლეგენდარულმა მწვრთნელმა გრეგ პოპოვიჩმა ამერიკის შეერთებულ შტატებში მიმდინარე მოვლენების შესახებ გააკეთა კომენტარი და ძალიან ღირსეული სიტყვით წარდგა. “ამდენი ხნის განმავლობაში ვხედავთ პოლიციის მხრიდან ძალადობასა და რასიზმის გამოვლინებებს, თუმცა არაფერი იცვლება. ეს კი მე მაგიჟებს. სწორედ ამიტომ ამოიფრქვა საპროტესტო ტალღები. თუმცა შესაბამისი ლიდერისა და პრობლემის გაანალიზების გარეშე, რეალურად მაინც არაფერი შეიცვლება. თეთრკანიანი ამერიკელები […]

იტალია დღეიდან ევროპელი ტურისტებისთვის საზღვრებს ხსნის

იტალიაში კორონავირუსისგან გასულ 24 საათში 1.434 ადამიანი განიკურნა, 889 გარდაიცვალა

იტალია დღეიდან ევროპის ქვეყნების უმეტესობისთვის საზღვრებს ხსნის. მედიის ინფორმაციით, შეზღუდვები იხსნება ქვეყნის შიგნით გადაადგილებაზეც. „ვაცნობიერებთ რისკს, რომ შესაძლოა, გავრცელების მაჩვენებელი კვლავ გაიზარდოს. თუმცა ეს რისკი უნდა მივიღოთ, სხვაგვარად ვერადროს მოვახერხებთ გახსნას,“- განაცხადა იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯუზეპე კონტემ. შეგახსნენებთ, იტალია კორონავირუსისგან ერთ-ერთო ყველაზე მეტად დაზარალებული ქვეყანაა მსოფლიოში. ბოლო მონაცემებით, იტალიაში „კოვიდ 19“-ით 230.000-ზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა და […]

ჯორჯ ფლოიდი ყალბი 20 დოლარიანით სიგარეტის ყიდვის ბრალდებით დააკავეს – ინციდენტი, რომელმაც მსოფლიოს კორონავირუსი დაავიწყა

ჯორჯ ფლოიდის მკვლელობისთვის დერეკ შოვონს ბრალი წაუყენეს - ვიდეო

46 წლის შავ­კა­ნი­ა­ნი მა­მა­კა­ცის, ჯორჯ ფლო­ი­დის გარ­დაც­ვა­ლე­ბას აშშ-ში და ასე­ვე მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბის ტალ­ღა მოჰ­ყვა. მომ­ხდარ­ში სა­ზო­გა­დო­ე­ბა პო­ლი­ცი­ე­ლებს ადა­ნა­შა­უ­ლებს. პროტესტი იმდენად მასშტაბურია, რომ მსოფლიოს კორონავირუსი გადაავიწყა. შემ­თხვე­ვა ქა­ლაქ მი­ნე­ა­პო­ლის­ში მოხ­და. ფლო­იდს და­კა­ვე­ბის დროს პო­ლი­ცი­ელ­მა ყელ­ზე მუხ­ლი და­ა­ჭი­რა და მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ჯორ­ჯი ევედ­რე­ბო­და, გა­ეშ­ვა, რად­გა­ნაც ვერ სუნ­თქავ­და, პო­ლი­ცი­ელ­მა თხოვ­ნა არ გა­ით­ვა­ლის­წი­ნა. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, რო­დე­საც […]

ესპანეთში ბოლო 24 საათში კოვიდ 19-გან არც ერთი ადამიანი არ გარდაცვლილა

ბარსელონას და მადრიდს შეზღუდვების შერბილების პირველ ეტაპზე გადასვლის უფლება მისცეს

ესპანეთში პირველად ბოლო 2 თვის მანძილზე, ბოლო 24 საათში, კოვიდ 19-გან არც ერთი ადამიანი არ გარდაცვლილა. ქვეყნის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სამსახურის უფროსმა ფერნანდო სიმონმა განაცხადა, რომ ეს ძალიან გამამხნევებელი ინფორმაციაა. მისივე თქმით, ბოლო 24 საათში ესპანეთში ახალი ინფიცირების მხოლოდ 71 შემთხვევა დაფიქსირდა. “ჩვენ პანდემიის განვითარების თვალსაზრისით ამჟამად ძალიან კარგ პოზიციაზე ვართ” – დასძინა ფერნანდო სიმონმა. […]

“იტალიაში კლინიკურად კოვიდ 19 აღარ არსებობს“

"იტალიაში კლინიკურად კოვიდ 19 აღარ არსებობს“

კო­რო­ნა­ვირუ­სის პან­დე­მი­ის გა­მო­ცხა­დე­ბი­დან სამი თვის შემ­დეგ, იტა­ლი­ე­ლი ექი­მე­ბი აცხა­დე­ბენ, რომ COVID-19-მა ძალა და­კარ­გა და ის აღარ არის იმ­დე­ნად ლე­ტა­ლუ­რი, რო­გო­რიც თვე­ე­ბის წინ იყო. ამის შე­სა­ხებ სა­ა­გენ­ტო “რო­ი­ტერ­სი“ წერს. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ აღ­ნიშ­ნულ­ზე სა­უბ­რო­ბენ იტა­ლი­ის ჩრდი­ლო­ეთ რე­გი­ონ­ში მო­მუ­შა­ვე მე­დი­კო­სე­ბი. სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლია, რომ კო­რო­ნა­ვირუს­მა ყვე­ლა­ზე მძი­მე გავ­ლე­ნა სწო­რედ იტა­ლი­ის ჩრდი­ლო­ეთ ნა­წილ­ზე, კონ­კრე­ტუ­ლად კი, ლომ­ბარ­დი­ის რე­გი­ონ­ზე მო­ახ­დი­ნა. ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სის ამ­ჟა­მინ­დელ […]

კუომო ტრამპის წინააღმდეგ – „პრეზიდენტს რეალობის გადაკეთება სურს”

კუომო ტრამპის წინააღმდეგ - „პრეზიდენტს რეალობის გადაკეთება სურს"

არა მადლობა ტრამპს, – ამ სიტყებით ნიუ-იორკის გუბერნატორი ენდრიუ კუომო აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებას გამოეხმაურა იმის შესახებ, რომ ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციების ჩასახშობად სამხედროების მობილიზებას განახორციელებს. „პრეზიდენტს რეალობის გადაკეთება სურს. ისინი მშვიდობიანი დემონსტრანტები არიან, რომლებიც შეურაცხყოფილები არიან იმით, რაც ფლოიდის მკვლელობასთან დაკავშირებით ნახეს,“- განაცხადა კუომომ. მისივე თქმით, მომიტინგეებს შორის არიან „დესტრუქციული“ პირებიც, თუმცა მათი რაოდენობა […]

ნიუ იორკში კომენდანტის საათი გამოცხადდა

ნიუ იორკში კომენდანტის საათი გამოცხადდა

ნიუ იორკში კომენდანტის საათი გამოაცხადეს. ამის შესახებ „ტვიტერის“ გვერდზე ნიუ იორკის მერმა ბილ დე ბლაზიომ რამდენიმე წუთის წინ დაწერა. „ნიუ იორკელებო, მე ვესაუბრე ნიუ იორკის შტატის გუბერნატორს და ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ დღეს საღამოს ქალაქში კომენდანტის საათი გამოცხადდება. ის ძალაში შევა 23:00 საათიდან და გაგრძელდება დილის 05:00 საათამდე“, – დაწერა ნიუ იორკის მერმა. მანამდე გავრცელდა ცნობა, […]

რომში კოლიზეუმი ვიზიტორებისთვის გაიხსნა

რომში კოლიზეუმი ვიზიტორებისთვის გაიხსნა

რომში კოლიზეუმი თითქმის სამთვიანი პაუზის შემდეგ ვიზიტორებისთვის გაიხსნა. კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით კოლიზეუმში გარკვეული რეგულაციები მოქმედებს. ძეგლის შიდა ტერიტორიაზე ერთდროულად 200-300 ადამიანზე მეტის ყოფნა აკრძალულია. გამკაცრებულია სოციალური დისტანციის ზომები, სავალდებულოა პირბადეების ტარება. დამთვალიერებლებს ტერიტორიზე შესვლამდე ტემპერატურას გაუზომავენ. ასევე, კოლიზეუმში მოსახვედრად საჭიროა ვიზიტის წინასწარ დაჯავშნა. გახსნის დღეს, კოლიზეუმს მხოლოდ ადგილობრივები ესტუმრნენ, რადგან იტალიელებს სხვა რეგიონებში მოგზაურობა ჯერჯერობით […]

ვაშინგტონში კომენდანტის საათი გამოცხადდა

ვაშინგტონში კომენდანტის საათი გამოცხადდა

ვაშინგტონში აქციების გამო კომენდანტის საათი გამოცხადდა. ამის შესახებ განცხადება აშშ-ის დედაქალაქის მერმა, მიურელ ბოუზერმა გააკეთა. მის მიერ „ტვიტერში“ გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ კომენდანტის საათი 23:00 საათზე დაიწყება და დილის 06:00-მდე გაგრძელდება. ბოუზერის განცხადებით, პოლიციელებს კომენდანტის საათის დაცვაში ეროვნული გვარდია დაეხმარება. შეგახსენებთ, ვაშინგტონში რასიზმის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე ასობით ადამიანმა მსვლელობა მოაწყო. დემონსტრანტები მინეაპოლისში გარდაცვლილი ჯორჯ ფლოიდის სახელს სკანდირებდნენ. დემონსტრანტების ნაწილმა ქუჩაში კოცონის ანთება სცადა. პოლიციამ […]