ნიუ იორკში კომენდანტის საათი გამოცხადდა

ნიუ იორკში კომენდანტის საათი გამოცხადდანიუ იორკში კომენდანტის საათი გამოაცხადეს. ამის შესახებ „ტვიტერის“ გვერდზე ნიუ იორკის მერმა ბილ დე ბლაზიომ რამდენიმე წუთის წინ დაწერა.

„ნიუ იორკელებო, მე ვესაუბრე ნიუ იორკის შტატის გუბერნატორს და ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ დღეს საღამოს ქალაქში კომენდანტის საათი გამოცხადდება. ის ძალაში შევა 23:00 საათიდან და გაგრძელდება დილის 05:00 საათამდე“, – დაწერა ნიუ იორკის მერმა.

მანამდე გავრცელდა ცნობა, რომ დონალდ ტრამპმა ვიდეოკონფერენცია გამართა სხვადასხვა შტატის გუბერნატორებთან და მოუწოდა მათ, უფრო მეტი სიმკაცრე გამოიჩინონ იმ დემონსტრანტების წინააღმდეგ, რომლებიც კანონს არღვევენ.

25 მაისს მინეაპოლისში პოლიციელის მხრიდან ძალის გამოყენების დროს აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალებას 26 შტატში საპროტესტო აქციები მოჰყვა. რიგ შემთხვევაში დემონსტრაციები ძალადობასა და მოროდიორობაში გადაიზარდა.

პირველი არხი