კორონავირუსის პანდემიის გამოცხადებიდან სამი თვის შემდეგ, იტალიელი ექიმები აცხადებენ, რომ COVID-19-მა ძალა დაკარგა და ის აღარ არის იმდენად ლეტალური, როგორიც თვეების წინ იყო. ამის შესახებ სააგენტო “როიტერსი“ წერს. აღსანიშნავია, რომ აღნიშნულზე საუბრობენ იტალიის ჩრდილოეთ რეგიონში მომუშავე მედიკოსები. საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ კორონავირუსმა ყველაზე მძიმე გავლენა სწორედ იტალიის ჩრდილოეთ ნაწილზე, კონკრეტულად კი, ლომბარდიის რეგიონზე მოახდინა. ახალი კორონავირუსის ამჟამინდელ […]
კატეგორია: მსოფლიო
კუომო ტრამპის წინააღმდეგ – „პრეზიდენტს რეალობის გადაკეთება სურს”
არა მადლობა ტრამპს, – ამ სიტყებით ნიუ-იორკის გუბერნატორი ენდრიუ კუომო აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებას გამოეხმაურა იმის შესახებ, რომ ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციების ჩასახშობად სამხედროების მობილიზებას განახორციელებს. „პრეზიდენტს რეალობის გადაკეთება სურს. ისინი მშვიდობიანი დემონსტრანტები არიან, რომლებიც შეურაცხყოფილები არიან იმით, რაც ფლოიდის მკვლელობასთან დაკავშირებით ნახეს,“- განაცხადა კუომომ. მისივე თქმით, მომიტინგეებს შორის არიან „დესტრუქციული“ პირებიც, თუმცა მათი რაოდენობა […]
ნიუ იორკში კომენდანტის საათი გამოცხადდა
ნიუ იორკში კომენდანტის საათი გამოაცხადეს. ამის შესახებ „ტვიტერის“ გვერდზე ნიუ იორკის მერმა ბილ დე ბლაზიომ რამდენიმე წუთის წინ დაწერა. „ნიუ იორკელებო, მე ვესაუბრე ნიუ იორკის შტატის გუბერნატორს და ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ დღეს საღამოს ქალაქში კომენდანტის საათი გამოცხადდება. ის ძალაში შევა 23:00 საათიდან და გაგრძელდება დილის 05:00 საათამდე“, – დაწერა ნიუ იორკის მერმა. მანამდე გავრცელდა ცნობა, […]
რომში კოლიზეუმი ვიზიტორებისთვის გაიხსნა
რომში კოლიზეუმი თითქმის სამთვიანი პაუზის შემდეგ ვიზიტორებისთვის გაიხსნა. კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით კოლიზეუმში გარკვეული რეგულაციები მოქმედებს. ძეგლის შიდა ტერიტორიაზე ერთდროულად 200-300 ადამიანზე მეტის ყოფნა აკრძალულია. გამკაცრებულია სოციალური დისტანციის ზომები, სავალდებულოა პირბადეების ტარება. დამთვალიერებლებს ტერიტორიზე შესვლამდე ტემპერატურას გაუზომავენ. ასევე, კოლიზეუმში მოსახვედრად საჭიროა ვიზიტის წინასწარ დაჯავშნა. გახსნის დღეს, კოლიზეუმს მხოლოდ ადგილობრივები ესტუმრნენ, რადგან იტალიელებს სხვა რეგიონებში მოგზაურობა ჯერჯერობით […]
ვაშინგტონში კომენდანტის საათი გამოცხადდა
ვაშინგტონში აქციების გამო კომენდანტის საათი გამოცხადდა. ამის შესახებ განცხადება აშშ-ის დედაქალაქის მერმა, მიურელ ბოუზერმა გააკეთა. მის მიერ „ტვიტერში“ გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ კომენდანტის საათი 23:00 საათზე დაიწყება და დილის 06:00-მდე გაგრძელდება. ბოუზერის განცხადებით, პოლიციელებს კომენდანტის საათის დაცვაში ეროვნული გვარდია დაეხმარება. შეგახსენებთ, ვაშინგტონში რასიზმის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე ასობით ადამიანმა მსვლელობა მოაწყო. დემონსტრანტები მინეაპოლისში გარდაცვლილი ჯორჯ ფლოიდის სახელს სკანდირებდნენ. დემონსტრანტების ნაწილმა ქუჩაში კოცონის ანთება სცადა. პოლიციამ […]
სომხეთის პრემიერ მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს კორონავირუსი დაუდასტურდა
ტრამპი დემოკრატ გუბერნატორებს – “გამოიყენეთ ეროვნული გვარდია და აღადგინეთ წესრიგი! მსოფლიო თქვენ დაგცინით”
დონალდ ტრამპმა ტვიტერში დაწერა: “ფილადელფიაში ახლავე უნდა აღდგეს წესრიგი და კანონი! ისინი ძარცვავენ მაღაზიებს. მოუწოდეთ ჩვენს დიად ეროვნულ გვარდიას, მოიქცეს ისე, როგორც გუშინ საღამოს მოიქცა მინეაპოლისში პრეზიდენტ ტრამპის ძალისხმევით. ეს ის არის, რასაც ამომრჩევლeბი მძინარე ჯოსგან (ტრამპი ჯო ბაიდენს გულისხმობს) ელიან? დემოკრატებო! დემოკრატო მერებო და გუბერნატორებო, დადექით მაგრად! ეს ადამიანები ანარქისტები არიან. დაიხმარეთ ახლავე ეროვნული […]
კუომო – “ნიუ იორკის შტატში კოვიდ 19-გან გარდაცვლილთა რიცხვი იკლებს”
ნიუ-იორკის შტატში გასულ დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით 56 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ნიუ-იორკის გუბერნატორმა ენდრიუ კუომომ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც გუბერნატორმა აღნიშნა, 29 მაისს გარდაცვლილთა რიცხვი 69-ს შეადგენდა, დღევანდელი მონაცემებით კი კლება შეინიშნება. “დაღუპულთა რიცხვის ეს შემცირება უდიდესი პროგრესია იმასთან შედარებით, სადაც ვიყავით”, – განაცხადა გუბერნატორმა. მისივე ინფორმაციით, ნიუ-იორკში ასევე შემცირებულია კორონავირუსის დიაგნოზით ჰოსპიტალიზებულთა რიცხვი. ”ყველგან კარგი ამბავია”, […]
პედრო სანჩესმა ესპანეთში საგანგებო ვითარების კიდევ 15 დღით გაგრძელება მოითხოვა
ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა საკანონმდებლო ორგანოს კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივების თხოვნით მიმართა. როგორც სანჩესმა აღნიშნა, ქვეყანაში ბოლო რამდენიმე კვირაა შესანიშნავი შედეგებია, თუმცა მოდუნება არ შეიძლება. “ჩვენ არ შეგვიძლია მოდუნება, ვირუსი ჩვენს ქვეყანაში ისევ არსებობს”,- აღნიშნა სანჩესმა. პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მისი მთავრობა საგანგებო მდგომარეობის კიდევ 15-დღიან გახანგრძლივებას შეეცდება. ესპანეთში პანდემიის გამო საგანგებო მდგომარეობა მარტში […]
ილონ მასკის რაკეტა კოსმოსურ სადგურს წარმატებით მიუერთდა
რამდენიმე საათიანი ფრენის შემდეგ, SpaceX-სა და NASA-ს მიერ გაშვებული კერძო ხომალდი კოსმოსურ სადგურს წარმატებით მიუერთდა. ხომალდის-Crew Dragon ბორტზე ამერიკელი ასტრონავტები დაგ ჰარლი და ბობ ბენკენი იმყოფებიან. SpaceX -მა და NASA-მ კოსმოსში ისტორიაში პირველად კერძო ხომალდი Crew Dragon-ი 30 მაისს გაუშვეს. ისტორიული გაშვება პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა. ისტორიულ გაშვებას აშშ-ის პრეზიდენტიც ადევნებდა თვალს. ეს არის პირველი შემთხვევა, […]










